რვა წლის წინ, შოტლანდია შევაჩერეთ, რა იქნება სექტემბერში
28 წლის სტივენ ნეისმითი "ევერტონის" შემტევი ნახევარმცველია. ახლახან მან "სკოტმენს" ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ შოტლანდიის ნაკრებმა კარგად გაითვალისწინა თბილისში ვიზიტის მწარე გამოცდილება და სექტემბერში ჩვენს დედაქალაქში სულ სხვა შოტლანდიას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, როცა ნეისმითი ნაკრებში კარიერას იწყებდა, კლაუს ტოპმიოლერის საქართველომ 2:0 მოუგო ალექს მაკლიშის შოტლანდიას და ევრო 2008-ზე არ გაუშვა.

იმ შეხვედრაში ნეისმითს არ უთამაშია. მას რამდენიმე თვით ადრე, ფარერებთან ჰქონდა დებიუტი ეროვნულ გუნდში, მაგრამ საქართველოში მაკლიშმა არ წაიყვანა, გამოუცდელი ხარო. ახლა ფეხბურთელი ხარობს, რომ შოტლანდიისთვის ავადგასახსენებელ თამაშში მონაწილეობა არ მიიღო.

ახლა ნეისმითს ნაკრებში 38 კეპი დაუგროვდა, 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას კვლავ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის, რომელიც შესაძლოა, კვლავ გადამწყვეტი გამოდგეს.

"ახლა ჩვენი გუნდი მენტალურად ძლიერია. ეს ჩვენ პოლონეთთან და ირლანდიასთან მატჩების ბოლოს კარგად ვაჩვენეთ. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მოვუმატეთ.

საქართველოსთან ძალიან სერიოზული მატჩი გველის, რომელსაც იოლად არ უნდა მივუდგეთ. ირლანდიელებს გაუმართლათ, რომ ორი გოლი გაიტანეს, ამიტომ ჩვენ ბრძოლა გველის.

"აიბროქსზე" მათ 1:0 მოვუგეთ, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად, ეს იყო კომფორტული გამარჯვება. მაგრამ თბილისში არავინ არაფერს გვაჩუქებს. მეტოქის შეუფასებლობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, 8 წლის წინ რომ დაგვღუპა", - განაცხადა ნეისმითმა.

2007 წელს საქართველოს ნაკრებმა ლევან მჭედლიძის და დავით სირაძის გოლებით 2:0 მოუგო შოტლანდიის ნაკრებს.

irakli-fan
მართალია მაგრამ დაცვაში თამაში რის ხარჯზე შეიძლება რომ გამოსწორდეს?
ემზარი
შოტლანდიას ძლიერი ნაკრები ყავს მაგრამ თუ გამოვსწორებთ დაცვაში შეცდომებს და მოვუმატებთ თამაშს საქართველოს ნაკრებს შეუძლია წარმატებით ეთამაშოს შოტლანდიას პოლონეთთან თამაშმა აჩვენა რომ ჩვენებს შეუძლიათ წარმატებით ითამაშოს თუ შეძლებენ გამოასწორონ შეცდომები განსაკუთრებით დაცვაში
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ალექს მაკლიში: თორნიკე ოქრიაშვილს არაფრისგან შეუძლია მომენტის შექმნა [VIDEO]
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
მაკლიში: ოქრიაშვილს დისციპლინა და მოურინიოსნაირი აღმზრდელი სჭირდება
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"გენკის" ახალი მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილს შანსს აძლევს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"გენკმა" სეზონი თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლით დაასრულა [VIDEO]
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
გორდონ სტრაჩანი: საქართველოს ნაკრები საშიში გუნდია
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
შოტლანდიის ნაკრებს კვლავ ალექს მაკლიში გაწვრთნის