ვარსკვლავები, რომელთაც "პარმაში" უთამაშიათ
ფეხბურთში დრო სწრაფად მიქრის. ერთ დროს "პარმა" სუპერკლუბი იყო, ახლა კი გაკოტრებულია. იტალიურ გუნდში არაერთ სუპერვარსკვლავს უთამაშია. მოდი, გავიხსენოთ ამ გუნდის დიდი ფეხბურთელები.

მარსიო ამოროზო, ბრაზილია

"პარმაში" შეტევის წინა ხაზზე თამაშობდა. მოიგო იტალიის სუპერთასი. გუნდის შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ფაუსტინო ასპრილია, კოლუმბია

ორჯერ იყო "პარმაში". მოიგო თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი და უეფას თასი (ორჯერ). კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, ფანების ჯილა. 101 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

დინო ბაჯო, იტალია

"პარმას" ერთ-ერთი ლიდერი. გუნდის სიმბოლო. 172 მატჩში 20 ბურთი შეაგდო. "პარმასთან" ერთად ორჯერ მოიგო უეფას თასი. ასევე, იმარჯვა იტალიის თასზე და ქვეყნის სუპერთასზე.

აბელ ბალბო, არგენტინა

ცოტა ხანს იცავდა გუნდის ღირსებას. მოიგო უეფას თასი და იტალიის თასი. 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ანტონიო ბენარივო, იტალია

შეუცვლელად თამაშობდა "პარმას" დაცვაში. 257 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მოიგო იტალიის თასი (სამჯერ), თასების თასი, უეფას სუპერთასი, უეფას თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი.

ალენ ბოგოსიანი, საფრანგეთი

89 მატჩი გამართა "პარმას" შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. მოიგო უეფას თასი და იტალიის თასი.

ჯანლუიჯი ბუფონი, იტალია

იტალიის ნაკრების მეკარემ "პარმას" შემადგენლობაში 168 მატჩი გამართა და 159 გოლი გაუშვა. მოიგო უეფას თასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი.

ხუან სებასტიან ვერონი, არგენტინა

26 მატჩი ჩაატარა "პარმაში" და 1 გოლი გაიტანა. გახდა უეფას თასისა და იტალიის თასის მფლობელი.

ჯანფრანკო ძოლა, იტალია

კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა. 102 მატჩში 49 გოლი გაიტანა. მოიგო ევროპის სუპერთასი და უეფას თასი.

მარკო დი ვაიო, იტალია

83 მატჩი, 41 გოლი - ასეთია მისი მონაგარი. "პარმასთან" ერთად მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი.

ფაბიო კანავარო, იტალია

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა პარმელთა შემადგენლობაში 212 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის ავტორი გახდა. უეფას თასი, იტალიის თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი - ეს ის ტიტულებია, რომლებიც ფაბიომ გუნდთან ერთად მოიგო.

ერნან კრესპო, არგენტინა

162 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. უეფას თასი, იტალიის თასი (ორჯერ) და იტალიის სუპერთასი მოიგო.

მასიმო კრიპა, იტალია

147 მატჩში 9 გოლი მიითვალა. გუნდთან ერთად ევროპის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო.

ენრიკო კიეზა, იტალია

ტანმორჩილმა ფორვარდმა "პარმაში" 92 მატჩი ჩაატარა და 33 ბურთი გაიტანა. უეფას თასი და იტალიის თასი დაინადავლა გუნდთან ერთად.

არიელ ორტეგა, არგენტინა

პატარა გამთამაშებელმა "პარმაში" 18 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. არცთუ წარმატებული პერიოდი ჰქონდა გუნდში, მაგრამ მაინც მოიგო იტალიის სუპერთასი.

რობერტო სენსინი, არგენტინა

191 მატჩში 11 გოლი მიითვალა. ორჯერ მოიგო უეფას თასი და ამდენჯერვე - იტალიის თასი.

მარიო სტანიჩი, ხორვატია

77 თამაში, 19 გოლი - ასეთია ბალკანელის მონაგარი. უეფას თასს იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი მიაყოლა.

კლაუდიო ტაფარელი, ბრაზილია

85 მატჩში 72 გოლი გაუშვა. ბრაზილიის ნაკრების მეკარემ გუნდთან ერთად მოიგო თასების თასი და იტალიის თასი (ორჯერ).

ლილიან ტურამი, საფრანგეთი

201 შეხვედრა ჩაატარა "პარმაში" და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის თასი - ეს იმ ჯილდოების ჩამონათვალია, რომელიც ფრანგმა "პარმასთან" ერთად მოიგო.

დიეგო ფუზერი, იტალია

81 მატჩი, 10 გოლი "პარმაში". მოიგო უეფას თასი, იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი.

მართლაც საწყენია, ასეთი ტრადიციების მქონე და ოდესღაც ასეთი ვარსკვლავების მყოლი გუნდი უფსკრულში რომ გადაეშვა. იმედია, საშველი გამოჩნდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jl
ადრიანო??? და კიდე მოეშვით სტატიების გადმოთარგმნებს,, თქვენ თვითონ Mოიფიქრეთ რამე.. ზუსტად ევროსპორტის სტატიები გაქვთ გადათარგმნილიი.. Gაანძრიეთ ცოტა თავი
gocha
კი ბროლინი მარტლა მაგარი იკო...
Sh
ბროლინი გამოგრჩათ :) 1990-1995 133 მატჩში გაიტანა 20 გოლი უეფას თასი, თასების თასი
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში
"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა
"ცუდია, რომ თეთრკანიანი ფეხბურთელები ჩუმად არიან" - ლილიან ტურამმა რასიზმზე ისაუბრა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
ფაუსტინო ასპრილიამ იერი მინას "ბარსელონაში" გადასვლა იუწყა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ფაუსტინო ასპრილია: ნამატჩევს ნარკობარონმა ჩილავერტის მოკვლა შემომთავაზა
ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ფაუსტინო ასპრილია: როგორ შეუძლია მესის, ამ ვირებთან ერთად ითამაშოს?
ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა
ტაფარელის მაგალითზე დაწყებული ისტორია - ინტერვიუ ნუკრი რევიშვილთან
"ყველაფერს სწორედ ეს ართულებს" - ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა
"ჩავიბარებ თუ არა "ნაპოლის"? ეს მხოლოდ დროის ამბავია" - კანავარო
თმით მითრია და თავი მაცივარზე მარტყმევინა - ლილიან ტურამს საყვარელმა უჩივლა
მამარდაშვილის კონკურენტი "ლივერპულიდან" შესაძლოა, ტაფარელის ხელშეწყობით წავიდეს - საბოლოო გადაწყვეტილება ალისონზე იქნება
თემურ ქეცბაია: არ მინდა, რომ სტალინს შემადარონ...
"ნაპოლის" ჩაბარების დრო მოვიდა" - კანავარომ დე ლაურენტისს მიმართა
ფაუსტინო ასპრილიას პორნოფილმში გადაღება შესთავაზეს
ფაუსტინო ასპრილია: ძალიან ძნელია გაიმარჯვო, როდესაც მსაჯი ინგლისის დედოფლისთვის თამაშობს
"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე
"10 ნომრიანი მაისური? მარადონა თავად გადასცემდა" - ძოლამ კვარაზე ისაუბრა
ასაკით დაყოფილები: "ტელეგრაფის" ძალიან საინტერესო სია
კანავარომ თავისი აზრით "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა
"ნაპოლის" "ინტერთან" უპირატესობა სწორედ ამის გამო ექნება" - რას აცხადებს ფაბიო კანავარო?
"ხვიჩამ განსაკუთრებულად ამით გამაოცა" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს