ჩვენი მოფარიკავეებისთვის ბაქოში მიმდინარე პირველი ევროპული თამაშები დასრულდა
სამწუხაროდ, ფარიკაობაში ჩვენს მეორე მონაწილესაც ხელი მოეცარა. წინა დღეს თეონა გოგლიძემ რაპირით ინდივიდუალურ საკვალიფიკაციო ასპარეზობაში ჯგუფიდან ვერ წაიწია წინ, გუშინ კი ისევ საწყის ეტაპზე გაიზიარა მისი ბედი 21 წლის თეოდორა კახიანმა.

არადა, სტარტი როგორი საიმედო იყო - ჩვენმა მოხმალავემ C ჯგუფში პირველი ბრძოლა ლაღად და დიდი უპირატესობით - 5:1 მოუგო ფრანგ მარგაუტ რიფკისს.

მომდევნო შეხვედრაში მისი მეტოქე იყო გერმანიის წარმომადგენელი, ტიტულოვანი ანნა ლიმბაჩი. კახიანმა, პირველი წარმატებით გულმოცემულმა, ერთხანს ღირსეული წინააღმდეგობა კი გაუწია ძლიერ მეტოქეს, მაგრამ მაღალი ოსტატობის ხარჯზე გამარჯვება მაინც გერმანელს დარჩა - 5:3.

იმავე ანგარიშით თეოდორამ მესამე პაექრობა უკვე რუს იანა ობვინცევასთან წააგო. ამის შემდეგაც ჩვენმა სპორტსმენმა მთელი ძალით იბრძოლა, თუმცა, ისევ ერთნაირი ანგარიშით (1:5) იწვნია მარცხი ბოლო ორ შეხვედრაში ჯერ პოლონელ ანგელიკა ვატორთან, შემდეგ - ალინა კომაშჩუკთან და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

დავძენთ, რომ სწორედ ამ ჯგუფიდან ვატორმა ფინალში, კომაშჩუკმა კი მეოთხედფინალში გააღწია. ამით ჩვენი მოფარიკავეებისთვის თამაშები დასრულდა.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: მედლები უჩვენოდ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
ქართველი მოფარიკავეები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში 29 მაისიდან ჩაერთვებიან
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
U23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
საქართველოს ნაკრები ნეაპოლში 5 მოფარიკავით გაემგზავრა