ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზიდანის, რონალდინიოსა და რონალდოს ფანი "ვალენსიაში"

ზიდანის, რონალდინიოსა და რონალდოს ფანი "ვალენსიაში"

რა ხდება "ღამურების" ბუდეში
თუკი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფს "ვალენსია" დაძლევს, ესპანეთს უპრეცედენტო რაოდენობის გუნდები ეყოლება ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - ხუთი! ამიტომაც კიდევ უფრო საინტერესოა, რა ხდება "ღამურების" "ბუდე" "მესტალიაზე", თანაც, მოსაყოლიც ბევრი დაგროვდა...

ჯერჯერობით, ესპანურ პრიმერაში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი სწორედ "ვალენსიამ" დახარჯა. მაისის ბოლოდან დღემდე კლუბმა ჯერ ის სამი ფეხბურთელი გაიფორმა, რომელიც ისედაც "ვალენსიის" რიგებში თამაშობდა, მაგრამ იჯარით - როდრიგო მორენო კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა, ანდრე გომეში და ჟოაო კანსელო 15-15. მოკლედ, "ბენფიკას" ბიუჯეტი "ვალენსიის" ხარჯზე ერთბაშად 60 მილიონი ევროთი შეივსო.

როდრიგოში "ღამურებმა" კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა გადაიხადეს. არადა, რომ ვთქვათ, 24 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში გაამართლა "ვალენსიაშიო", არ ვიქნებით მართლები. მოკლედ, "ფლამენგოს" აღზრდილი, ერთ დროს ბრაზილიელი ფორვარდი (დიდი ხანია, ესპანეთის სახელით თამაშობს), უკვე სრულუფლებიანი ვალენსიელია, ისევე, როგორც 21 წლის კანსელო და მისი კბილა ანდრე გომეში. ეს ორი პორტუგალიელი უთუოდ გამოადგება კლუბს.

4 ივლისს "ვალენსიამ" მე-4 შენაძენის შესახებ გამოაცხადა - 10 მილიონ ევროდ "სელტასგან" 19 წლის ფორვარდი სანტი მინა იყიდა. ვიგოში დაბადებულ-გაზრდილი გალისიელი ესპანური ფეხბურთის მოყვარულებმა მაშინ გაიცნეს, როცა აპრილში "რაიო ვალეკანოს" კარში პოკერი შეასრულა. მინა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, პოკერის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ორ დღეში "ვალენსიამ" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - ზაკარია ბაკალი პსვ-დან. ბაკალი 19 წლის ბელგიელი გარემარბია, მან ერთი მატჩი უკვე ითამაშა ბელგიის ნაკრებში. ბაკალიმ "ღამურებში" 5-წლიანი კონტრაქტი დაიბევა. აი, სატრანსფერო ფასი კი არ გამოცხადებულა.

მოსულების პირისპირ, ძალიან უმნიშვნელოა წასულთა ხვედრი - ვისინიუსი, ფილიპე აუგუსტო და ვიქტორ რუისი ისედაც არ თამაშობდნენ რაიმე როლს "ვალენსიის" საფეხბურთო მეურნეობაში. მოკლედ, "ვალენსია" უკვე ნაცნობი ტრიოთი და ორი პერსპექტიული ახალგაზრდათი გაძლიერდა. ტოპ-5 ლიგაში "ვალენსია" ისედაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო.

ბუნებრივია, "ღამურები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ - "სუპერ დესპორტეს" ინფორმაციით, ნუნუს ახალი მიზანი ესეკიელ გარაის და ელიაკიმ მანგალას ტრანსფერების განხორციელებაა. გარაის ყიდვა "ზენიტიდან" "ვალენსიას" ჯერ კიდევ შარშან სურდა. ფრანგმა მანგალამ "სიტიში" ვერ გაამართლა, თუმცა ნუნუს მის შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც არ ეპარება.

აქვე გთავაზობთ "მარკას" ინტერვიუს სანტი მინასთან:

- რამდენ ხანს იფიქრეთ "ვალენსიის" წინადადებაზე?

- ვიფიქრე? ჩემი ერთადერთი ფიქრი იყო ასეთი: სასწრაფოდ თვითმფრინავზე და ვალენსიაში გავფრინდე. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მე შემომთავაზეს ახალი და ამბიციური პროექტი. დაფიქრება არ მჭირდებოდა, რადგან "ვალენსია" სულ სხვა დონის გუნდია. ვიცი ისიც, რომ ახლა უფრო გამიჭირდება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

- იცნობდით "ვალენსიის" თავკაც ნუნუს აქამდე, თუ ელაპარაკეთ მას?

- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... ვიცოდი, რომ რამდენიმე კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ როცა "ვალენსია" ახსენეს, აგენტი გავაჩერე და ამ წინადადებაზე გადართვა ვთხოვე. დილით ვესაუბრე მწვრთნელს, მითხრა, რომ ჩემგან ძალების მობილიზებას და "ვალენსიის" საკეთილდღეოდ შრომას ელის.

- რომელი ფეხბურთელის ფანი იყავით ბავშვობაში?

- საუკეთესოების. ბავშვობაში ზიდანის და რონალდინიოს ფანი ვიყავი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რისი გაკეთებაც მათ მოედანზე შეეძლოთ. ზიდანი და რონალდინიო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, მათ თამაშს უემოციოდ ვერ შეხედავდი.

- ახლა?

- ახლა ყველაზე მეტად მომწონს კრიშტიანო რონალდო. თუმცა "ვალენსიაშიც" დიდებული ფეხბურთელები არიან, რომელთაგანაც ბევრს ვისწავლი.

- "ვალენსიის" ისტორიიდან რომელი ფეხბურთელები გაგიგიათ?

- აიალა - აგრესიული და ძლიერი მცველი და მომწონდა მორიენტესის თამაში, ის ნამდვილი გოლეადორი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა

"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს

"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"ლიდსმა" ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი სარეკორდო თანხად შეიძინა

"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ესპანელ ფეხბურთელს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს

სატრანსფერო ამბები! [LIVE]

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"

როდრიგო "ბარსელონას" მიუახლოვდა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები