ნიკი ლაუდას უცნაური ჩვევის შესახებ
თავისი უცნაური გადაწყვეტილების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ - თავის დროზე, მან კარიერაში მოპოვებული ყველა პრიზი და თასი ცხოვრების ბოლომდე საკუთარი ავტომობილის უფასო რეცხვაში გაცვალა.

ამის შესახებ მან სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, როცა კომენტარი გაუკეთა "მერსედესის" პილოტის ლუის ჰემილტონის უკმაყოფილებას ფორმულა 1-ში პრიზების გარეგნული მხარის გამო.

"ჩემს დროს, თითქმის ყველა თასი ასევე საშინელი სანახავი იყო. მათთან საქმე აღარ მაქვს. ერთ-ერთი ავტოსამრეცხაოს მფლობელს ვუთხარი, რომ თუ ისინი ჩემი სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ გარეცხავდნენ ჩემს მანქანას, შეეძლოთ ყველა პრიზი შინ წაეღოთ", - განაცხადა ლაუდამ და დაამატა, რომ სამრეცხაოს მეპატრონე დათანხმდა ამგვარ გარიგებას.

მაგრამ, 66 წლის ავსტრიელის თქმით, მან ეს უფლება მფლობელის სიკვდილისა და მოგვიანებით, სამრეცხაოს ბენზინგასამართ სადგურად გადაკეთების გამო დაკარგა. პრიზები ლაუდას დაუბრუნეს, მაგრამ მალე მისმა შვილებმა გაყიდეს eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე.

ბრიტანეთის გრანპრის წინ, რომელიც გასულ უქმეებზე სილვერსტოუნში გაიმართა, ჰემილტონმა დაიჩივლა იმ პრიზების არაპრეზენტაბელურობის გამო, რომელიც პილოტებს გადაეცემათ. "გასულ წელს გადმომცეს რაღაც პლასტიკატის ნივთი. ეს ნამდვილად არ იყო ფორმულა 1-ის პრიზი", - განაცხადა "მერსედესის" პილოტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ლეგენდარული ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის პროგრესით აღფრთოვანებულია
ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფორმულა 1: სეზონის რესტარტი ბარსელონაში
ფეტელი - წლის პილოტი, "რედ ბული" - წლის მანქანა
ცუდი ხუმრობა: გერმანულმა ჟურნალმა მიხაელ შუმახერი ნიკი ლაუდას შეადარა
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში