დრამატიზმი რბოლის პირველ დღეებში
ფრანგული ველომარათონის პირველი დღეები დრამატიზმით გამოირჩევა. გუშინდელი 159-კილომეტრიანი ეტაპი ანტვერპენიდან უიმდე უმძიმესი გამოცდა აღმოჩნდა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებისთვის.

თავდაპირველად იყო ოთხი ველომრბოლისგან შემდგარი ჯგუფის გაქცევა, რომელსაც პელოტონი უპრობლემოდ დაეწია, ამას კი მოჰყვა ვილიამ ბონეს დაცემა, რამაც გამოიწვია ტურ დე ფრანსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ზედახორა. მინიმუმ ოცი მრბოლელი აღმოჩნდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ზოგიერთს კი სერიოზული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ერთ-ერთი წაქეული იყო ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელი ფაბიან კანჩელარა.

ტურ დე ფრანსის დირექტორმა კრისტიან პრიუდომმა რბოლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სამედიცინო ბრიგადები დაზარალებულების დახმარებას ვერ აუდიოდნენ. ეს გადაწყვეტილება დაეხმარა კანჩელარას დაბრუნებულიყო ძირითად ჯგუფში, მაგრამ ეტაპის განახლების შემდეგ, შვეიცარიელმა ვერ გაუძლო პელოტონის ტემპს და გამოეთხოვა ყვითელ მაისურას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეტაპის ბედი მიურ დე უიზე გაირკვა. ეს არის მესამე კატეგორიის სირთულის კილომეტრიანი მთა. ყველაზე ციცაბო მონაკვეთზე ლიდერობა მოიპოვა ხოაკიმ როდრიგესმა. ესპანელმა კრისტოფელ ფრუმის იერიშებს გაუძლო და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოიგო ტურ დე ფრანსის ეტაპი.

თუმცა ლიდერის ყვითელი მაისურა არა როდრიგესმა, არამედ ფრუმმა მოირგო, რომელიც 36 წამით უგებს მთავარ კონკურენტს ალბერტო კონტადორს, წუთნახევრით ტურის მოქმედ ჩემპიონს ვინჩენცო ნიბალის და ორ წუთს ნაირო კინტანას.

III ეტაპი

ანტვერპენი-უი. 159.5 კმ

1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - 3.36,54; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 3. ალექსის ვიუიერმოზი (საფ, AG2R) - +0,04; 4. დანიელ მარტინი (ირლ, Cannondale-Garmin) - +0,05; 5. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,08; 6. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,11; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო; 8. საიმონ იეიტსი (ბრიტ, Orica-Green-EDGE) - იგივე დრო; 9. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო; 10. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - იგივე დრო; 11. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო; 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - 0,18...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 7.11,37; 2. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - +0,01; 3. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,13; 4. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,26; 5. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - +0,28; 6. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,31; 7. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +0,34; 8. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +0,36... 12. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +1,32; 13. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +1,38... 16. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1,51; 17. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1,56; 18. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +2,00...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა