ხორვატია საქართველოს ნაკრებთან მატჩში ფავორიტად კი ჩაითვლება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძლებთან უშანსოდ არ ვიქნებით
ფოტოზე: ხორვატია-საქართველო. ანტე ტომიჩის გადამწყვეტი ტყორცნა ევრობასკეტ 2013-ზე

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პესაროვიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ამ გუნდთან დაკავშირებული თითოეული ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის საყურადღებოა, რადგან, ჯერ ერთი, ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის მასპინძელია, მეორეც - საქართველოს მეტოქეა.

ხორვატიის ნაკრები საშუალო ასაკის გუნდია, თუმცა ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის: ანტე ტომიჩი "ბარსელონაში" თამაშობს, დარიო სარიჩი - "ეფესში", დამიან რუდესი - "ინდიანაში", ბოიან ბოგდანოვიჩი - "ბრუკლინში"... ასეთი შემადგენლობის გუნდს საფუძვლიანი პრეტენზია უნდა ჰქონდეს ევრობასკეტის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრისა.

სხვათა შორის, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატები სწორედ მეოთხე პოზიციაზე გავიდნენ.

მათ დიდად დაეხმარება თეთრ-წითელი სავსე ტრიბუნები, რადგან ჯგუფის მატჩები სწორედ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება.

ხორვატია საქართველოს ნაკრებთან მატჩში ფავორიტად კი ჩაითვლება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძლებთან უშანსოდ არ ვიქნებით. სწორედ ამჟამინდელი შემადგენლობა ჰყავდა მწვრთნელ ჟასმინ რეპეშას, ევრო-2013-ზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი რომ შემოატრიალა - 76:75...

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. გიორგი ცინცაძემ მეოთხე, გადამწყვეტ პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და ერთი ისეთი პასი მიითვალა, თამაშის მოგება რომ შეეძლო: ვიქტორ სანიკიძემ საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე სამქულიანით ქართველები 76:75 დააწინაურა. თუმცა საპასუხო შეტევაში ანტე ტომიჩმა მარცხენა ხელით ჩაგდებული ორქულიანით ისევ უკან მოგვიტოვა (76:77). დარჩენილ 8 წამში ცინცაძე მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა, მისმა ნატყორცნმა მიზანს ვერ მიაღწია...

"გიორგი ცინცაძე გამთამაშებელია, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მრავალმხრივი მოთამაშეა. ექვსი წელიწადია საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი და გიორგის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. ასე რომ, მჯერა მისი და ისიც ვიცი, რომ შეუძლია გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვეს. ხორვატიასთან მატჩში მართლაც მივეცი თავისუფლად თამაშის საშუალება. შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მთავარია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდა, ენერგიაც საკმარისად აღმოაჩნდა. მიმაჩნია, რომ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მისი დიდი დამსახურება იყო ხორვატიასთან ბოლო წამებამდე თანაბრად რომ ვითამაშეთ", - აღნიშნა იგორ კოკოშკოვმა 5 სექტემბრის ღამეს.

საინტერესოა ისიც, როგორ იმოქმედებს ხორვატებზე მწვრთნელის ცვლილება. ევრობასკეტი 2015-ის წინ ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რეპეშას ნაცვლად ველიმირ პესაროვიჩი დაინიშნა, რომელიც პარალელურად თორნიკე შენგელიას "ბასკონიაში" გაწვრთნის.

შეიცვალა ლეგიონერიც. 2013 წელს საქართველოს ნაკრებს ხორვატიის მაისურით ამერიკელი დონტა დრეპერი დაუპირისპირდა, 2014-ში კი ბალკანელებმა მის ნაცვლად ნატურალიზებულისთვის განკუთვნილი ერთი ადგილი ოლივიე ლაფაიეტს დაუთმეს. ევრობასკეტი 2015-ზეც სწორედ ეს უკანასკნელი ითამაშებს.

ხორვატების შემადგენლობაშია მარიო ჰეზონიაც, რომლის გვარიც ბოლო დროს ხშირად ხვდება ჟურნალ-გაზეთების ყდებზე. ეს არც არის გასაკვირი - 20 წლის უკანახაზელი 2015 წლის NBA-ს დრაფტზე მე-5 ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია. მანამდე იგი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

რა ოდენობის სათამაშო დრო ერგება ჰეზონიას ევროპის ჩემპიონატზე, ამაზე წინასწარ მსჯელობა რთულია, რადგან მის პოზიციაზე გუნდში არაერთი გამოცდილი კალათბურთელია.

ხორვატია

ფიბას რეიტინგი: 12 ფიბას წევრია: 1992

მწვრთნელი: ველიმირ პესაროვიჩი

ნაკრები

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. გუნდი

ბოიან ბოგდანოვიჩი 203 ფორვარდი 1989 ბრუკლინი (NBA)

მარიო ჰეზონია 202 ფორვარდი 1995 ბარსელონა (ესპანეთი)

დარიო სარიჩი 204 ფორვარდი 1994 ეფესი (თურქეთი)

ანტე ტომიჩი 217 ცენტრი 1987 ბარსელონა (ესპანეთი)

ტომისლავ ზუბჩიჩი 208 ცენტრი 1990 ცედევიტა (ხორვატია)

ლუკა ზორიჩი 211 ცენტრი 1984 ფენერბაჰჩე (თურქეთი)

დამიან რუდეზი 203 ფორვარდი 1986 ინდიანა (NBA)

კრუნისლავ სიმონი 197 ფორვარდი 1985 ლოკომოტივი (რუსეთი)

როკო უკიჩი 196 უკანახაზელი 1984 ცედევიტა (ხორვატია)

ოლივიე ლაფაიეტი 188 უკანახაზელი 1984 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

როკ სტიპჩევიჩი 185 უკანახაზელი 1986 რომა (იტალია)

ფრან პელიპიჩი 193 უკანახაზელი 1989 ცედევიტა (ხორვატია)

ტონი კატიჩი 188 უკანახაზელი 1992 შიროკი (ბოსნია)

ივან რამლიაკი 203 ფორვარდი 1990 ცედევიტა (ხორვატია)

მარკო რამლიაკი 201 ფორვარდი 1993 ზადარი (ხორვატია)

ივან სირისჩევიჩი 198 უკანახაზელი 1987 ციბონა (ხორვატია)

მარკო არაპოვიჩი 207 ფორვარდი 1996 ცედევიტა (ხორვატია)

სტანკო ბარაჩი 216 ცენტრი 1986 ცედევიტა (ხორვატია)

მირო ბილანი 213 ცენტრი 1989 ცედევიტა (ხორვატია)

დუიე დუკანი 208 ფორვარდი 1992 ვისკონსინი (NCAA, აშშ)

ჰროვე პერიჩი 203 ფორვარდი 1985 ვენეცია (იტალია)

ლეონ რადოშევიჩი 208 ცენტრი 1990 ალბა (გერმანია)

იოსიპ სობინი 203 ფორვარდი 1989 ზადარი (ხორვატია)

ევრობასკეტი-2013

ფინალური ეტაპი

05.09.2013

ხორვატია 77:76 საქართველო

17:15, 18:19, 15:18, 27:24

საქართველო: ცინცაძე (36წთ, 25ქ, 3მ, 5პ), შერმადინი (34წთ, 10ქ, 9მ), მარკოიშვილი (34წთ, 4ქ), ფაცაცია (9წთ), სანიკიძე (33წთ, 15ქ, 7მ), ბურჯანაძე (9წთ, 2ქ), ჰიკმანი (27წთ, 20ქ, 3მ), ლეჟავა (10წთ), ცქიტიშვილი (3წთ)

ევრობასკეტი 2015

10.09.2015 ხორვატია-საქართველო

ხორვატიის ნაკრების ისტორია

სეზონი შეჯიბრება ადგილი თ მ წ ქულები

2013 ევრობასკეტი 4 19 16 3 78.4/70.5

2011 ევრობასკეტი 13 5 2 3 79.2/80.8

2009 ევრობასკეტი 6 9 4 5 71.8/72.0

2007 ევრობასკეტი 6 15 8 7 80.1/73.4

2005 ევრობასკეტი 7 11 7 4 79.8/75.8

2003 ევრობასკეტი 11 14 9 5 82.3/73.4

2001 ევრობასკეტი 7 17 13 4 83.1/74.4

1999 ევრობასკეტი 11 16 10 6 78.6/72.8

1997 ევრობასკეტი 11 18 9 9 80.1/70.4

1995 ევრობასკეტი 3 15 13 2 85.1/74.3

1993 ევრობასკეტი 3 9 8 1 96.0/75.4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...
შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე თავისი მწვრთნელის წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს