5 ივლისს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ წლევანდელი გათამაშების ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების, რიგით მეშვიდე სეზონი ისტორიის კუთვნილება გახდა. 5 ივლისს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ წლევანდელი გათამაშების ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა.

სეზონის მთავარ ფინალად დაანონსებულ, სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ "პროგრეს ბანკი" და პსპ წარდგნენ. ჩემპიონატში მონაწილეობის ხუთი წლის თავზე "ფარმაცევტების" პირველი ფინალი მათივე გაჩემპიონებით დასრულდა!

ფინალამდე კი, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ყველა ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა.

ჩემპიონატის ორგანიზატორების და ლიგის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბესიკ ზოიძის გადაწყვეტილებით, საუკეთესო 24 ფეხბურთელი I და II გუნდებად დაიყო, რომლებსაც მთავარი მწვრთნელის თავკაცობით, ამ შეხვედრამდე ორჯერადი ვარჯიშები ჩაუტარდათ.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა ასევე რუსული მფკ "გაზ პრომ -იუგრას" ქართველი ლეგიონერი, წლევანდელი ჩემპიონი და საუკეთესო მეკარედ აღიარებული ზვიად კუპატაძე, რომელიც მეკარეებს ამზადებდა.

"ყველა ვარსკვლავთა" შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ALL STAR I: ამირან გვენცაძე (შსს), ლევან ბუბუტეიშვილი (სნიკერსი), ლაშა დონდოლაძე (საქართველოს ფოსტა), მამუკა მენთესაშვილი (სნიკერსი), ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), შოთა უშარაული (შსს), რევაზ ინჯგია (შსს) გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი), მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა), ლევან კახობერაშვილი (მფკ გუჯარი)

ALL STAR II: დათა ფარაჯანიშვილი (საქართველოს ბანკი), დავით ღლონტი (სკ ჯვაროსნები), დავით დარჩია (მფკ ნატახტარი), დიმიტრი მაყიშვილი (მფკ ნატახტარი), გიორგი ჯობავა (ვითიბი), ლაშა თურმანიძე (GWP), ნიკა თურმანიძე (დინამო ბთ), გოგლა ჭოხონელიძე (UG), ლევან კოპალიანი (ევროპაბეთი), გიორგი პირველი (მფკ ტატიშვილი), გიორგი აფციაური (GWP), დავით იობიძე (სდსს)

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და პირველი გუნდის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში დუბლით გამოირჩა გიორგი სეფერთელაძე, ერთი გოლიც მამუკა მენთესაშვილის ანგარიშზეა. საპასუხო გოლები ნიკა თურმანიძემ და გიორგი პირველმა გაიტანეს.

შესვენებისას გაიმართა 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების კონკურსი, რომელშიც გამარჯვება ლევან კოპალიანმა (ევროპაბეთი) მოიპოვა. მას ესპანური სპორტული ბრენდ JOMA-სგან 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობიდან გამოვლინდნენ ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელები - გიორგი სეფერთელაძე და დავით დარჩია, რომლებსაც ასევე გადაეცათ 200-ლარიანი ვაუჩერები JOMA-სგან.

სეზონის დასკვნითი საღამო სუპერლიგის ფინალური დაპირისპირებით გაგრძელდა, რომელიც გულშემატკივართა სრული ანშლაგის ფონზე წარიმართა.

"პროგრეს ბანკი" და პსპ მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში გამართული დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 5-5 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ "ფარმაცევტებმა" იოლად მოახერხეს "ვარსკვლავების" ძლევა.

"ბანკირები" ფინალს სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. გუშინდელ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა კახა კალაძემ. საკუთარ გუნდს მხოლოდ სათადარიგო სკამიდან ეხმარებოდა ლევან კობიაშვილიც.

რაც შეეხება პსპ-ს, ისინი ზამთრიდან მოყოლებული, მოისაკლისებენ საკუთარ კაპიტანს, გივიკო კაციტაძეს, რომელსაც ურთულესი ოპერაციის გადატანა დასჭირდა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დარბაზში შეკრებილმა 1000-ზე მეტმა გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დასასრული შედგა.

მატჩი პსპ-ს უპირატესობით დაიწყო, თუმცა მე-4 წუთზე "პროგრეს ბანკი" ზურა ცერცვაძემ დააწინაურა, რომელმაც გიორგი დემეტრაძის შორეულ დარტყმულს ერთი შეხებით მიმართულება შეუცვალა - 1-0. ზუსტად შვიდ წუთში კი დავით მუჯირმა მეტოქის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა - 2-0.

პსპ უტევდა და მიუხედავად არაერთი საგოლე ეპიზოდისა, ანგარიში პირველ ტაიმში არ შეცვლილა. ცალკე საუბრის თემაა "პროგრესის" კიპერის, გიორგი ვეშაპიძის თამაში, რომელმაც მატჩის განმავლობაში არაერთი საოცარი სეივი განახორციელა და თამამად დაიმსახურა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

მეორე ტაიმში პსპ-ს ფეხბურთელებმა ტემპს მოუმატეს, რამაც შედეგიც მალევე გამოიღო. მანამდე კი გიორგი დემეტრაძეს უმტყუნა მიზანმა, რომელმაც ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია ვერ აქცია გოლად.

პირველი გოლი ბესო არველაძის შეგირდებმა 28-ე წუთზე გაიტანეს. თავი თემო კვირკელიამ გამოიჩინა, რასაც მალევე ლევან სარდანაშვილის გამათანაბრებელი დარტყმა მოჰყვა - 2-2.

მატჩის დასრულებამდე ორ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც ზუკა გარსევანიშვილმა მცველებს შეცდომა არ აპატია და როგორც შემდგომ გაირკვა, საჩემპიონო გოლიც გაიტანა - 3-2. თუმცა მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე დავით მუჯირმა ანგარიშის გათანაბრების თითქმის იდეალური შანსი გაუშვა ხელიდან, როდესაც 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გატანა ვერ მოახერხა. მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა "ფარმაცევტების" კარის დარაჯი, ნიკოლოზ ფხაკაძე.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საფეხბურთო კლუბი პსპ სრულიად დამსახურებულად დაეუფლა სუპერლიგის 2014/15 წწ. ჩემპიონის ტიტულს.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩემპიონ-პრიზიორები, ექსკლუზიური მედლებით და სპეციალური თასებით "ვითიბი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ და სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვეს.

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დავით მუჯირი დასახელდა, რომელსაც ლიგის პარტნიორ "ეფლსითისგან" Iphone 5c-ის მოდელის ტელეფონი გადაეცა.

საუკეთესოები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაშიც:

1. საუკეთესო მეკარე - ამირან გვენცაძე (შსს)

2. საუკეთესო მცველი - გიორგი დემეტრაძე (პროგრეს ბანკი)

3. უნივერსალი - ნიკოლოზ კოპლატაძე (FC PSP)

4. საუკეთესო თავდამსხმელი - შალვა ფირცხალავა (სკ ჯვაროსნები)

5. გუნდისთვის სასარგებლო - დიმიტრი მაყიშვილი (მფკ ნატახტარი)

6. გუნდის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გივიკო კაციტაძე (FC PSP)

7. საუკეთესო ბომბარდირი - რევაზ ინჯგია (შსს) - 26 გოლი

8. საუკეთესო ასისტენტი - კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 12 პასი

9. ფინალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ვეშაპიძე (პროგრეს ბანკი)

10. სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - დავით მუჯირი (პროგრეს ბანკი)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
SBM LEAGUE 2014/15: მფკ "ტატიშვილი" - პირველი ჩემპიონი!
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...