სიმონე ძაძა "ბებერ ქალბატონს" ეახლა
13:00 "ინტერი" თანახმაა ჯერდან შაჩირის "ვოლფსბურგში" იჯარით გაშვებაზე. გერმანულ მხარეს ეს გარიგება 2 მილიონი ევრო დაუჯდება. თავად "მგლებს" ფეხბურთელის 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვა სურთ. ასევე, არსებობს გაცვლის ვარიანტი, - წერს Gazzetta.

13:36 "პარი სენ-ჟერმენი" მზად არის, გაყიდოს სალვატორე სირიგუ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გამოუვა "აინტრახტიდან" კევინ ტრაპის ტრანსფერი. პარიზული გუნდის ლიდერები თანახმანი ყოფილან ასეთ შეცვლაზე.

14:04 "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ტონი ფრეიკსიმ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოსაყენებელი კოზირი იპოვა. ის უკვე შეხვდა მარკო ვერატის აგენტს.

14:23 ჯოვანი დოს სანტოსი MLS-ში გადადის. ის გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი მექსიკელი მოთამაშე ისტორიაში, რომელიც 9 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასს დათანხმდა. ასეთი თანხის გადასახდელად მზად არის "ლოს ანჯელეს გელაქსი". ტრანსფერის შესახებ 26 ივლისს გამოცხადდება.

14:29 სიახლე მატეო დარმიანთან დაკავშირებით. "მანჩესტერ იუნაიტედი" 20 მილიონს იხდის და გარიგებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი.

14:51 "ბილდი" წერს, რომ ფრანკფურტის "აინტრახტი" დაინტერესებულია "შალკეს" ნახევარმცველით, სიდნი სემით.

14:54 თავად "შალკემ" უარყო კევინ კურანის დაბრუნების ვარიანტი. სამაგიეროდ, განიხილავს "ბაიერნიდან" კლაუდიო პისაროს აყვანის შესაძლებლობას.

15:07 ESPN წერს, რომ "იუვენტუსი" არ აპირებს ოგბონას შენარჩუნებას, ეს ფეხბურთელი კი ძალიან უნდა "ვესტ ჰემს".

15:21 ოფიციალურად: მიკელ არტეტამ გააგრძელა კონტრაქტი "არსენალთან". ხელშეკრულება ერთწლიანია.

15:34 "ტოტენჰემს" ძალიან უნდა ჯეიმს მაკარტის აყვანა. ლონდონელები "ევერტონს" არა მხოლოდ 20 მილიონ ევროს, არამედ აარონ ლენონსაც სთავაზობენ.

16:17 ნაბილ ბენტალებმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტოტენჰემთან". ფეხბურთელით "არსენალი" და პსჟ იყვნენ დაინტერესებულნი.

16:20 უცნაური განცხადება გააკეთა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ - მის კლუბს პოლ პოგბა არ სჭირდება: "ჩვენ არ ვაპირებთ მასთან შემდეგ სეზონში მუშაობას. ის არ არის უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენი სპორტული გეგმების ნაწილი".

17:33 "ბასტია" დაინტერესებულია "არსენალის" ნახევარმცველით, მატიო ფლამინით, მაგრამ გაუჭირდება ხელფასის გადახდა - 1.5 მილიონი ევრო.

18:04 "რეალი" დაცვის შენარჩუნებაზე ზრუნავს. მარსელოსა და დანიელ კარვახალს, შესაბამისად, 2021 და 2020 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს კონტრაქტები.

18:07 "ლივერპულმა" იჯარით გაუშვა "დეპორტივოში" ლუის ალბერტო. 22 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 7 მილიონად გადავიდა და "ენფილდზე" ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

18:16 ახალი ინფორმაცია კევინ ტრაპზე. მეკარე გადავიდა "აინტრახტიდან" პსჟ-ში. 9.5 მილიონი ევრო გადაიხადეს პარიზელებმა 24 წლის გერმანელში, რომელსაც ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ხელფასიც სოლიდური დაუნიშნეს - 5 მილიონი წელიწადში.

18:38 "ბარსელონა" სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. კატალონიელებმა გაიფორმეს არდა თურანი, მაგრამ მიხვდნენ, რომ მისი მინდორზე გაყვანა არ შეიძლება, რადგან აკრძალვა აქვთ. ამიტომაც გადაწყვიტეს, "გალათასარაიში" გაუშვან, რათა თურქმა ფორმა არ დაკარგოს.

18:57 ჟერვინიომ თავის მოთხოვნებით "ალ-ჯაზირა" შეაშინა, ახლა კი გაჩნდა ინტერესი "გალათასარაისგან".

19:03 Sky Sport Italia დარწმუნებით წერს, რომ ოგბონა 12 მილიონ ევროდ გადავიდა "ვესტ ჰემში". ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.

19:19 "ნიუკასლი" ასრულებს ზაფხულში პირველ გარიგებას. 19 წლის ივან ტონიმ "ნორთჰემპტონიდან" გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა. მისი ფასი 300 ათასს შეადგენს.

19:37 "ატლეტიკოს" სურს ჟოზე მოურინიოსაგან მოძულებული ფილიპე ლუისის დაბრუნება. პრობლემა იმაშია, რომ "ჩელსი" ფეხბურთელში 16 მილიონ ევროს ითხოვს, ესპანელებს კი იჯარის იმედი აქვთ.

20:19 "იუვენტუსმა" კარლოს ტევესს შემცვლელი მოუძებნა. ეს იქნება სიმონე ძაძა "სასუოლოდან".

20:57 "მანჩესტერ იუნაიტედი" დროს უქმად არ ხარჯავს. გუშინ "ბილდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თომას მიულერი და ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნის" ვარჯიშზე წაეჩხუბნენ ერთმანეთს. ინგლისელებიც გააქტიურდნენ და თომასთან ერთად არიენ რობენის შეძენაც მოინდომეს. ისინი "ბაიერნს" დიდ თანხასა და ანხელ დი მარიას სთავაზობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ლა ლიგა: "სამეფო კლუბი" "მესტალიაზე" დაეცა [VIDEO]
პოგბა აშშ-ში - ფრანგი ფეხბურთელის ახალი გუნდი ცნობილია
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ტრანსფერ ONLINE: გაარწივებული ადებაიორი
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
ტრანსფერ ONLINE: 16 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
მილანის "ინტერში" ჯერდან შაჩირი ზედმეტია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Gazzetta dello Sport: "მილანი" 27 წლის იტალიელ ფორვარდს იმატებს
"მილანი" გაძლიერებას "ვალენსიას" ფორვარდით აპირებს
"ლივერპული" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს გადაიხდის
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
უეფას კარზე: მოდი, გავიცნოთ კოსოვო
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
რუდი გარსია და "რომას" კრიზისი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დრიბლინგი: უკვდავი ფრანჩესკო და რუმენიგესავით შაჩირი
ფოტოშარჟების მორიგი გმირი ამჯერად ჟერვინიო გახდა [PHOTO]
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
კევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჟერვინიო "პარმას" ფეხბურთელი გახდა
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია [VIDEO]