მატია დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში"
12:57 "ტოტენჰემმა" ოფიციალურად წარადგინა ტობი ალდერვეირელდი. ტრანსფერის ღირებულებამ 14 მილიონი ევრო შეადგინა.

13:00 "რეალმა" უარი განუცხადა "ჩელსის" ისკოს ტრანსფერზე. მადრიდელებს ეცოტავათ ლონდონელთა წინადადება - 20 მილიონი გირვანქა.

13:13 Sportbild წერს, რომ კლაუდიო პისარო "ბაიერნში" კიდევ ერთ წელს გაატარებს.

13:18 Wolfsburger Allgemeine-ს მოჰყავს დიტერ ჰეკინგის სიტყვები: "ვფიქრობ, შანსები იმისა, რომ პერიშიჩს სხვაგან გავუშვებთ, თითქმის ნულის ტოლია".

13:20 "ჰამბურგის" მცველმა ჯონათან ტაჰმა აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ "ლევერკუზენში" გადასვლა სურს. ვარაუდობენ, რომ კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებენ, ტრანსფერის თანხა კი 6 მილიონი ევრო იქნება.

13:34 Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯეკო დათანხმდა "რომასთან" კონტრაქტს. ახლა "მგლები" უნდა შეუთანხმდნენ "სიტის" კომპენსაციის თანხაზე.

13:38 "ნაპოლიმ" უარი უთხრა "არსენალს" გონსალო იგუაინთან დაკავშირებით 60-მილიონიან წინადადებაზე.

13:45 არდა თურანს, "გალათასარაის" გარდა, მეორე ვარიანტი გამოუჩნდა: "ფენერბაჰჩემ" კატალონიელებს იჯარის წინადადებით მიმართა. თურქს არ შეუძლია "ბარსელონაში" იანვრამდე თამაში: მოქმედებს აკრძალვა ტრანსფერებზე.

13:50 კაბაი ცალი ფეხით "კრისტალ პალასშია". BBC წერს, რომ ფრანგი კლუბის სარეკორდო შენაძენი გახდება: 10 მილიონი გირვანქა. L'Equipe-ის მონაცემებით, კაბაიმ უარი უთხრა "ატლეტიკოს" და რამდენიმე ინგლისურ კლუბს.

13:58 ESPN იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ დი მარიასა და გიოტცეს გაცვლაზე. პეპმა არგენტინელი კოპა ამერიკის დროს მოისურვა, ვან გაალს კი, როგორც ჩანს, უბრალოდ, ძალიან უნდა რომელიმე გერმანელი შემადგენლობაში: შვაინშტაიგერისა და მიულერის აყვანა არ გამოვიდა, ახლა კი გიოტცეზე გადაერთო.

14:00 L’Equipe კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს "ლივერპულში": გაზეთის ცნობით, ინგლისური კლუბი ფავორიტია მუსა სისოკოსთვის ბრძოლაში. კონკურენტები არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი".

14:18 ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო "ტვიტერში" წერს, რომ მატეო დარმიანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. "ტორინო" კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაცია Sky Sports-მაც დაადასტურა.

14:29 საინტერესო ფაქტი: ბოლო ფეხბურთელი, რომელიც "ტორინოდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, დენის ლოუ იყო 1962 წელს. მან "იუნაიტედის" რიგებში 237 გოლი გაიტანა და 1964 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო.

14:36 იმავე დი მარციოს ვებგვერდი იტყობინება, რომ "იუვენტუსი" "ნაპოლისთან" ვრსალკოსთვის ბრძოლაში ჩაება. "სასუოლო" 15 მილიონ ევროს ითხოვს.

15:11 ასამოა გიანი ჩინეთში ჩავიდა "შანხაი ტელეისთან" კონტრაქტის გასაფორმებლად. განელის ხელფასი წელიწადში 11 მილიონი დოლარი იქნება.

15:14 დანიელ კარვახალმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "რეალთან". გარდა ამისა, სათამაშო ნომრად "ექვსიანი" აიღო. ასევე შეცვალა რიცხვი მაისურზე ისკომ. ახლა ის 22-ეა.

15:33 "ვილიარეალის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ კლუბმა გაიფორმა "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ლეო ბაპტიშტაო. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე.

15:37 როგორც ჩანს, "ლივერპული" ვერ ახერხებს ბენტეკესთან მოლაპარაკებას. ამიტომაც ლაკაზეტის ვარიანტზე დაიწყო მუშაობა. ეს ინფორმაცია L'Equipe-ს ეკუთვნის. 24 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

15:41 talk SPORT იტყობინება, რომ ხოელ კემპბელი "ბეშიქთაშში" გადადის 5 მილიონ ევროდ. კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს, თავად ფეხბურთელი კი უახლოეს ხანში მოაწერს ხელს კონტრაქტს.

15:48 "რომამ" მიიღო წინადადება სეიდუ დუმბიას იჯარაზე. ერთწლიან გარიგებას იტალიელებს "უოტფორდი" სთავაზობს, - იტყობინება Sun.

16:09 მონტოია ოფიციალურად გადავიდა "ინტერში", - ამის შესახებ წერს კლუბის "ტვიტერი". "მძიმე იყო "ბარსელონას" დატოვება, რადგან ის 15 წლიდან ჩემი სახლი იყო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო "ნერაძურის" მაისურით".

16:20 პსჟ-მ გერმანელი მეკარის, კევინ ტრაპის პრეზენტაცია მოაწყო. ექსაინტრახტელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

16:33 "მილანის" ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ ფილიპ მექსემ გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია.

16:43 Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრენდან როჯერსი არ რთავს ნებას სტერლინგს "სიტიში" გადასვლაზე.

16:58 დიდიე დროგბა, შესაძლოა, "პორტუში" გადავიდეს სათამაშოდ, - წერს Jornal de Noticias. პორტუგალიელები 37 წლის კოტდივუარელში მარტინესის შემცვლელს ხედავენ.

17:08 პერუელი პაოლო გერერო, რომელმაც კოპა ამერიკაზე გაიბრწყინა, თავისუფალი აგენტის სტატუსით "ფლამენგოში" გადავიდა.

17:12 Guardian-ის ინფორმაცია: "სტოკმა" მიიღო "სევილიას" წინადადება სტივენ ნძონძისთან დაკავშირებით. ესპანური კლუბი ინგლისელში 7 მილიონ გირვანქას იხდის.

17:25 Evening Standard-მა დაწერა, რომ ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასი იგივე დარჩება - 12 მილიონი ევრო წელიწადში, ხანგრძლივობა კი 2019 წლის ზაფხულამდე გაიზრდება.

17:39 "ოლიმპიაკოსმა" დაადასტურა მარკო სილვას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. სპეციალისტი საბერძნეთში ორ წელს გაატარებს.

18:37 Inside Futbol-ის ცნობით, "რეალიდან" ნორვეგიელი თინეიჯერის, ედეგორის იჯარით აყვანის ყველაზე კარგი შანსი "სელტიკს" აქვს.

18:40 36 წლის დამიენ დაფი ირლანდიის "შემროკ როვერსში" ბრუნდება და მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს.

18:46 ესპანური პრესა ირწმუნება, რომ კასილიასი ასრულებს "პორტუში" გადასვლას და ამის შესახებ მხარეები უახლოეს საათებში გამოაცხადებენ. ასე რომ, "სამეფო კლუბში" ეპოქა სრულდება.

18:57 მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ტრაპი გაიფორმა, "რომა" სერიოზულად დაინტერესდა სალვატორე სირიგუთი, - წერს Sky Italia-ს ჟურნალისტი ალესანდრო სუგონი.

19:14 "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან ბრაზილიელი კენედისთვის და მანჩესტერელები მარცხდებიან ამ ბრძოლაში. Daily Star-ის ცნობით, "ფლუმინენსეს" 19 წლის გარემარბი ლონდონელებს 6.3 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ. ლაპარაკია ხუთწლიან კონტრაქტზე.

19:40 El Confidencial-მა გამოაქვეყნა ფლორენტინო პერესის პასუხი ტელეარხ Al Jazeera Sport-ის კითხვაზე, რომელიც დე ხეას მომავალს შეეხებოდა: "საქმე გაკეთებულია". თუმცა "რეალის" პრეზიდენტი ასეთივე კატეგორიული და დარწმუნებული არ ყოფილა სერხიო რამოსის მომავალთან დაკავშირებით: "არ ვიცი. პრინციპში, რჩება".

19:43 კევინ კურანის "ჰანოვერში" თამაში სურს და გერმანული კლუბიც ამ ფორვარდში ხედავს "სტოკში" წასული ხოსელუს შემცვლელს.

19:50 ჯონჯო შელვიმ "სუონსისთან" 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

20:03 დამიან სუარესი "ელჩედან" "ხეტაფეში" გადავიდა, კონტრაქტი 3-წლიანია.

20:04 ლუის ენრიკე არდა თურანის "ფენერბაჰჩეში" ან "გალათასარაიში" ტრანსფერის წინააღმდეგია.

20:09 "სიტი" და პსჟ კევინ დე ბრუინისთვის იბრძვიან. "მირორის" ცნობით, "სიტი" 35 მილიონს იხდის.

20:12 "ლივერპულმა" დენი ინგსი ოფიციალურად წარადგინა, ფორვარდი 28 ნომრით ითამაშებს.

20:31 ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ რობინ ვან პერსის "ფენერბაჰჩეში" ტრანსფერი დააანონსა - თითქმის ყველა დეტალი მოგვარებულიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ აშშ-ს მოუგო
finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
დენი ინგსი დევიდ მოიესის ყურადღებით მოიხიბლა
დევიდ მოიესს დენი ინგსის გადაბირება სურს
დე ხეამ პრემიერ ლიგის აუტსაიდერში გადასვლა იუარა
ზოგი ეძვირებათ, ზოგს მეორენომრობა არ უნდა - "მანჩესტერი" მეკარის ძიებას აგრძელებს და სავარაუდოდ, 33 წლის სლოვაკს დაიმატებს
Bild: სექსუალურად შეპყრობილმა მოდელმა გერმანელი მეკარის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა [PHOTO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ბრენდან როჯერსი ბალანსის ძიებაში
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დენი ინგსს აკვირდება
როგორ ამთავრებდნენ კარიერას რივალდო, დენილსონი, ძამბროტა და სხვები
"მანჩესტერ იუნაიტედი" - ბასტიანის "ოცნების თეატრი"
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
ინგლისური პრესა: კევინ ტრაპი თითქმის "ლივერპულელია"
"ტორინო": რა იქნება დარმიანის შემდეგ
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კევინ კურანის გული შინისკენ მიუწევს
ნეიმარისა და ტრაპის საახალწლო არდადაგები [PHOTO]
კევინ კურანი: მოსკოვიდან ჰოფენჰაიმში
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
"მანჩესტერი" მეკარეს აუცილებლად იყიდის - მამარდაშვილისა და ბუსჩანის შემდეგ ახალი გვარი დასახელდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კევინ ტრაპის მეგობარი გოგონა: სექსის გამო ტრაპი ხშირად მატჩის წინ დაღლილია [PHOTO]
იკერ კასილიასმა შეიძლება კარიერა დეკემბერში განაახლოს
როი ჰოჯსონი: იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებთ