გრძელი აღმართი და ფინიში
გრძელი აღმართი და ფინიში უმაღლესი კატეგორიის მთაზე - ლა პიერ-სენ-მარტენზე - ასეთი იყო ტურ დე ფრანსის მეათე ეტაპის ინტრიგა.

ეტაპი 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს იმართებოდა. როგორც წესი, ამ დროს აქტიურები არიან ფრანგი ველომრბოლები, მაგრამ გუშინ მხოლოდ ერთმა ადგილობრივმა - ტურ დე ფრანსის ეტაპების ოთხგზის გამარჯვებულმა პიერიკ ფედრიგომ გაბედა გაქცევა. მან ეს ბელგიელ კენეტ ვანბილსენთან ერთად გააკეთა. ამ დუეტს 15-წუთიანი უპირატესობა ჰქონდა პელოტონთან, მაგრამ ბოლო აღმართის წინ, სხვაობა ორ წუთსა და 40 წამზე დავიდა.

ბოლო მთაზე ტემპს თავიდაპირველად Movistar კარნახობდა. ფინიშამდე ათი კილომეტრით ადრე კი მთავარი მოვლენები განვითარდა. თავდაპირველად ტემპს ვერ გაუძლეს ხოაკიმ როდრიგესმა, რიგობერტო ურანმა და ტურის მოქმედმა ჩემპიონმა ვინჩენცო ნიბალიმ.

ამასობაში, შეტევაში წავიდნენ რაფაელ ვალსი და რობერტ გესინკი. მალე ჰოლანდიელმა მეწყვილე მიატოვა და მარტომ დაიწყო ლა პიერ-სენ-მარტენის დაპყრობა.

ფავორიტების ჯგუფში აქტიურობდა ვალვერდე, რომელიც Movistar-ის ლიდერის ნაირო კინტანას შეტევას ამზადებდა. მაგრამ ყურადღებით იყო Sky. ამ გუნდის წევრებმა - კრისტოფერ ფრუმმა და რიჩი პორტმა ისეთი ტემპი განავითარეს, რომ ფინიშამდე 6.5 კილომეტრით ადრე, ფრუმის გვერდით მხოლოდ კინტანა დარჩა. თუმცა მათი კავშირი მხოლოდ ერთი წუთი გაგრძელდა.

ფრუმი შეტევაზე გადავიდა და კოლუმბიელი მის ტემპს ვერ აყვა. ორი კილომეტრის შემდეგ, ბრიტანელი უკვე წუთს უგებდა კინტანას, ხოლო ორი წუთით ჩამორჩა მას ვან გარდერენის ჯგუფი. კონტადორი და ნიბალი კი ყოველ მეტრზე კარგავდნენ დროს.

ფრუმმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, ხოლო Sky-მ თავის დომინირებას ხაზი გაუსვა, როცა რიჩი პორტმა კინტანას მეორე ადგილი წაართვა. ფრუმის კიდევ ერთი დამხმარე - ჯერეინტ ტომასი მეექვსე ადგილზე გავიდა, როცა კონტადორს, ვან გარდერენს, ნიბალისა და ურანს აუარა გვერდი.

კრისტოფერ ფრუმმა კარიერაში მეორედ გაიმარჯვა ბასტილიის აღების დღეს. მისი შეჩერება მხოლოდ ტრავმას თუ შეუძლია, რადგან ამ ტურზე Sky-ს უბრალოდ არ ჰყავს კონკურენტები.

X ეტაპი

ტრაბი-ლა პიერ სენ-მარტენი. 167 კმ

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 4.22,07; 2. რიჩი პორტი (ავსტრა, Sky) - +0,59; 3. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1,04; 4. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +1,33; 5. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +2,01; 6. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 7. ადამ იეიტსი (ბრიტ, Orica-GreenEDGE) - +2,04... 10. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - +2,30; 11. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +2,51... 17. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +4,09... 21. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +4,25... 28. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +5,54... 34. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +6,07...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 35.56,09; 2. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +2,52; 3. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +3,09; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +4,01; 5. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +4,03; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +4,04; 7. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +4,33; 8. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +4,35... 10. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +6,57; 11. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +7,15; 12. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - + 7,22... 16. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +10,09...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა