ფეხბურთელები, რომელთა გაბრწყინებასაც არავინ ელოდა: ედუარდო ვარგასი, მაურისიო ისლა, ჯეისონ მურილიო და სხვები
ფოტოზე: ედუარდო ვარგასი

ცოტა ხნის წინათ კოპა ამერიკა დასრულდა. ცხელი ზაფხული სამხრეთ ამერიკამ ტრადიციული ტემპერამენტით, ემოციებითა და მშვენიერი ფეხბურთით გაგვილამაზა და ახალი სეზონის დაწყებამდე, უფეხბურთობა არ გვაგრძნობინა.

სანამ ჩვენ იმაზე ვფიქრობდით და ვბჭობდით, როგორ მოაგებინებდა ლიონელ მესი არგენტინას, რამდენ გოლს გაიტანდა სერხიო აგუერო, რას იზამდა ნეიმარისა და კარლოს დუნგას ბრაზილია, რას შემოგვთავაზებდნენ ხამეს როდრიგესი და კომპანია, მოახერხებდა თუ არა მასპინძელი ჩილე, არტურო ვიდალისა და ალექსის სანჩესის თამადობით, ტრიუმფს და ასე შემდეგ, კოპა ამერიკაზე სულ სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, რომლებისგანაც ნაკლებად ელოდა ფეხბურთის გურმანი რაიმე განსაკუთრებულს.

"ქუინზ პარკის" დაწუნებული

მართლაც უცნაურია, ზოგჯერ როგორ უჭირს ამა თუ იმ ნიჭიერ ფეხბურთელს საკლუბო კარიერის აწყობა და საკლუბო დონეზე პოტენციალის გამოვლენა. სამაგიეროდ, რამდენად შეუდარებელნი არიან ისინი ნაკრებებში!

ამის ერთ-ერთი ნათელი და ცხელ-ცხელი მაგალითი 25 წლის ედუარდო ვარგასია.

მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა 2011-ში, როდესაც "უნივერსიდად დე ჩილეს" პირველი საერთაშორისო ტიტული მოაგებინა - კოპა სუდამერიკანა. თავად 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის ჩელელ ფეხბურთელადაც დაასახელეს. ამას მოჰყვა ტრანსფერი "ნაპოლიში", სადაც ვერ დამკვიდრდა და გაანათხოვრეს "გრემიოსა" და "ვალენსიაში", რის მერეც ვარგასი "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" იყიდა.

ედუ ვარგასმა პრემიერლიგაში ერთი-ორი კარგი მატჩი კი ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ დამკვიდრდა და ისეთი ნდობა და სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სურდა. არადა, ნდობა ედუსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ენდობიან, ნებისმიერი მეტოქის გამწარება ძალუძს.

აგერ კოპა ამერიკაზეც სათადარიგოს სტატუსით დაიწყო, ეკვადორთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. ამის მერე, ხორხე სამპაოლი მას ენდო და არც შემცდარა.

ვარგასი მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ჩილეს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის კოპა ამერიკას თანაბომბარდირი გახდა.

"ქუინზ პარკის" დაწუნებული II

მაურისიო ისლა შესანიშნავი იყო "უდინეზეში", მაგრამ ტურინის "იუვენტუსში" რაღაც არ აეწყო. მან "ბებერი ქალბატონიდან" ქპრ-ში ამოჰყო თავი და მისი თანამემმულის ვარგასის არ იყოს, ინგლისის ჩემპიონატის აუტსაიდერს თავი ვერ მოაწონა.

ფოტოზე: მაურისიო ისლა

ჩილეს ნაკრების უნივერსალურობისა და მობილურობის ერთ-ერთი სახე სწორედ ისლა გახლდათ, რომელიც წამით არ ისვენებდა.

მან ლომის წილი დაიდო თავისი ქვეყნის გაჩემპიონებაში: მეოთხედფინალში ურუგვაის სკანდალურ მატჩში გაუტანა, როდესაც პენალტების სერიამდე დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა და ვინ იცის, იქ, რა მოხდებოდა. 27 წლის ისლამ დაამტკიცა, რომ ისევ ბევრი შეუძლია და მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.

მარგალიტი კოლუმბიიდან

მილანის "ინტერმა" კოპა ამერიკის დაწყების წინ ჯეისონ მურილიო შეიძინა. "ნერაძურის" ალბათ, ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა, როგორი "საგანძური" შეხვდა და იტალიურ გუნდს გაუმართლა იმაში, რომ 23 წლის მოთამაშე ამ ტურნირის დაწყებამდე გაიფორმა, თორემ შემდეგ ბევრი კონკურენტი ეყოლებოდა.

მურილიო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და კოლუმბიელთა უკვე ვარსკვლავურ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა ტაქტიკური განსწავლულობა გამოიჩინა, დაგვანახა, რომ მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს, ორთაბრძოლებში საიმედო და ძალიან შემართულია. მან შეტევაშიც იაქტიურა და ბრაზილიას გამარჯვების გოლი გაუტანა.

ფოტოზე: ჯეისონ მურილიო

ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მურილიო სრულყოფილი იყო, და როგორც ჩანს, ძველი ლიდერის, მარიო იეპესის წასვლის მერე, კოლუმბიელებს დიდი ლოდინი არ მოუწევთ ახალი დაცვის ბურჯის აღმოსაჩენად.

მურილიო ევროპაში პირველად 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც "უდინეზემ" დაიმატა და იქიდან უდინელთა "მეგობარ გუნდში", "გრანადაში გადაბარგდა.

"ინტერის" მესვეურებმა მისი პროგრესი და ტალანტი სხვებზე ადრე შეამჩნიეს და ახლა ისღა დაგვრჩენია ვნახოთ, რას იზამს ჯეისონი მილანელთა რიგებში.

ფრთხილად, ფლანგზე ავი ადვინკულაა

ფლანგის ნახევარმცველებისა თუ მცველების შეტავაში აქტიური, აგრესიული ჩართვების ბუმმა თითქოს, გადაიარა და ახალს ვეღარაფერს ვნახავთ, მაგრამ ლუის ადვინკულამ დაამტკიცა, რომ მთლად ასეც არაა საქმე.

"ჰოფენჰაიმის" დაუღალავ, ფრთის პერუელ მეომარს წუთი არ დაუსვენია. მისი ნასროლი ისრები ხშირად მიზანში ხვდებოდა. 25 წლის ენერგიულ ფეხბურთელს მუდამ დაძაბულობაში ჰყავდა მეტოქეები და თავის ფრთას აწიოკება.

ასე იყო ვენესუელასთან შეხვედრაში და ჩილესთან ნახევარფინალში, როდესაც გარი მედელმა სწორედ ადვინკულას ჩაწოდებული ჩაჭრა საკუთარ კარში და ამან სიტუაცია დაძაბა.

"ბლანკიროხას" რომ ფინალში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა და საბოლოოდ, ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა, დიდწილად სწორედ დაუღალავი ადვინკულას დამსახურება გახლავთ.

ფოტოზე: პაულო გერერო და ლუის ადვინკულა

ბებერი გერეროს რქები...

სიმართლეს თუ ვიტყვით, პერუსგან კოპა ამერიკაზე ბევრს არავინ ელოდა, ისევე, როგორც წინა გათამაშებაში იყო მოულოდნელი "ბლანკიროხას" მესამე ადგილზე გასვლა. თუმცა რიკარდო გარეკამ თავისი ბიჭები ისე კარგად დამოძღვრა, რომ კინაღამ ფინალშიც გაიყვანა. საბოლოოდ, პერუელები კვლავ მესამეზე გავიდნენ, რაც ამ ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა.

არგენტინელი სპეციალისტის გუნდი ძალიან სუფთად, მწყობრად და ამავდროულად, შემართულად თამაშობდა, რის გამოც საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა და ფეარ პლეის ჯილდოც დაიმსახურა.

პერუს კიდევ ერთი საამაყო ის აქვს, რომ ზედიზედ ორი კოპა ამერიკაა, ხოსე პაოლო გერერო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. თუ წინა ტურნირზე იგი 5 ბურთით ერთპიროვნულად გახდა სნაიპერი, ამჯერად, 4 გოლი შემოგვთავაზა და ბომბარდირის ტიტული ედუ ვარგასთან გაინაწილა. მსგავსება არის იმაშიც, რომ გერერომ როგორც წინა, ასევე ამ კოპაზე ჰეთ თრიკი შეასრულა.

ბევრის აზრით, 31 წლის ფორვარდი ნაადრევად წავიდა ევროპიდან და ამ ყველაფრის შემხედვარე, ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მაგრამ თავად ბრაზილიურ "ფლამენგოში" თავს მშვენივრად გრძნობს.

გერერო საუცხოო გოლეადორია, კარგად თამაშობს თავით, ფეხით, დასწრებაზეც, შორიდანაც შეუძლია გატანა, მშვენივრად იხსნება, მცველებს მასთან გამკლავება უჭირთ, ეხერხება მნიშვნელოვან მომენტებში თავის გამოOჩენა და მატჩის ბოლო წუთებზე გატანა. საჭიროებისას, პასიც იცის და არ ეს კომპონენტი დაეწუნება.

ამ წუთისთვის გერეროს უკვე 25 გოლი აქვს გატანილი (63 მატჩში) ნაკრების მაისურით და პერუელთა ყველა დროის ლეგენდას თეოფილო კუბილასს ერთადერთი ბურთით ჩამორჩება. ახლა "ბაიერნის" ექსთავდამსხმელი თავისიანებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
მე ეჭვი რაში მეპარება და რაში არაარავის საქმე არარის და თუ რამე ვერ გაიგე ეს შენი პრობლემაა.ან რაში გაინტერესებს რა რას ნიშნავს.ან რაზე მეხები.
kaxa
Echvis ar shegeparos rom magaria.ras cer ver gavige.ra argentineli ra kartvei???
qutaiseli
მესი მაგარი ბიჭია...............................................................................................................................................................................................შეუხებელი არგენტინელი.სამაგიეროდ ქართველებს შეიძლება შეეხო რაუჭირს მერე.დდდდდ
kaxa avtors
Tu vinmes aqebt aqet.messis da neimars sheeshvit.ra satauria ? Am ststias isev messis sataurshi xsenebit tu caikitxaven.amashic massis ikenebt.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ჩილე კოპა ამერიკა 2015-ის გამარჯვებულია [VIDEO]
ჩილე-ურუგვაი 1:0 - კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტი მასპინძელია [VIDEO]
კოპა ამერიკა 2015: ჩილემ ისტორიაში პირველად მოიგო [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 5 ივლისი
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
ლუის სუარესს მორიგი დისკვალიფიკაცია ემუქრება
კოპა ამერიკა 2015. 1/4-ფინალი: ხარამ თხარა, თხარა... [VIDEO]
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ფიფას რეიტინგში გადაასწრო
ჩილე-პერუ 2:1 - კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
სერია A. 2015/16: გაიცანით ახალი "ინტერი"
ბრაზილია. სერია A. XV ტური: წაუგებელი და მოუგებელი სერიები
კოპა ამერიკა: ალექსის სანჩესმა იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა [VIDEO]
კოპა ამერიკა 2016-ის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია [VIDEO]
ჯეისონ მურილიოთი ესპანური გრანდები დაინტერესდნენ
იტალიის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "იუვენტუსმა" "ინტერი" გაანადგურა [VIDEO]
კოპა ამერიკა სენტენარიო. 1/4 ფინალი: მესი ბატიგოლს გაუტოლდა [VIDEO]
ცხელი სატრანსფერო ამბები ტურინიდან
კოპა ამერიკა 2015. 1/2-ფინალი: ვარგასმა ივარგა
კოპა ამერიკა 2015: ჩილეს ტრიუმფის მიზეზები
ხოსე პაულო გერერო: უკან, გერმანიაში
პერუ-პარაგვაი 2:0 - კოპა ამერიკაზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?