საიდო ბერაჰინო "ტოტენჰემში" არ გადასულა
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი იმაზე ნერვიულობს, რომ მის კლუბს სატრანსფერო ბაზარზე ისეთი აქტიურობა არ გამოსდის, როგორიც მას დაგეგმილი ჰქონდა. კლუბს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს - ჯეიმს მაკლინი.

"ვესტ ბრომვიჩს" ასევე აქტიურად უკავშირებენ რიკი ლამბერტს, კირან კლარკს, მაიკლ ანტონიოსა და მეტ ფილიპსს. გარდა ამისა, გუნდმა პირველ ტურამდე შესაძლოა, "არსენალიდან" გაშვებულ აბუ დიაბისთან მოასწროს კონტრაქტის გაფორმება.

"ეს ძალიან რთული სატრანსფერო ფანჯარაა, ძვირიანი... ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება და ეს ყველას ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საჭირო ფეხბურთელები უნდა შევარჩიოთ და დავიმატოთ. ჯერჯერობით, ეს არ გამოგვდის, მაგრამ პანიკას არ უნდა ავყვეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ახალ მოთამაშეებს მხოლოდ ფანები არ ითხოვენ, მეც ვითხოვ. რაც უფრო ადრე დავაკომპლექტებთ შემადგენლობას, მით უკეთესი" - თქვა პულისმა.

უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება "ვესტ ბრომვიჩის" შემდეგი შენაძენი. წესითა და რიგით, ჯეიმს ჩესტერის ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. 26 წლის მცველის სანაცვლოდ "ჰალი" 8 მილიონ გირვანქას მიიღებს. მან გასულ სეზონში "ვეფხვების" მაისურით 23-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში და 2 გოლი გაიტანა.

კარგი "ალბიონისთვის" ის არის, რომ გუნდი, ჯერჯერობით, ახერხებს საიდო ბერაჰინოს შენარჩუნებას. თითქოსდა, სიცრუე აღმოჩნდა "ტოტენჰემთან" შეთანხმება - "ვესტ ბრომვიჩის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერაჰინოს თაობაზე გუნდს შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღია.

თუმცა, ალბათ, მალე მიიღებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საიდოს აგენტი ეიდი უორდია, ანუ ის პიროვნება, რომელიც რაჰიმ სტერლინგს შეუჩნდა და მისი "სიტიში" ტრანსფერი გაჩარხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 3:0 - რა მოხდა "თითქმის ამხანაგურ" მატჩში [VIDEO]
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
"ვესტ ბრომვიჩში" საიდო ბერაჰინოს ამბოხი დასრულდა
პაოლო დი კანიო "სანდერლენდიდან" დაითხოვეს
"შეფილდ უენსდეისა" და "მიდლსბროს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი გადააყენეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვესტ ბრომვიჩის მწვრთნელი ტონი პულისი გადააყენეს
ტონი პულისს ხელშეკრულება 2019 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს
U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პრემიერლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: ინგლისში ძალიან არ გაგიჟდნენ
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტონი პულისის მოხსნის დღეს მისი შვილი "სენტ ლუისის" მწვრთნელად დანიშნეს
30 მილიონი ტონი პულისს "ვესტ ბრომვიჩის" გადასარჩენად
საიდო ბერაჰინო: "ვესტ ბრომვიჩში" აღარ ვითამაშებ!
ტონი პულისი სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ნიკოლა ანელკას მე-6 ინგლისური გუნდი