წინ "ცხელი" დღეები გველის, ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის დუღილის ტემპერატურის აწევა მიგვანიშნებს
წლევანდელი ზაფხული ძალიან ცხელია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კიდევ უფრო ცხელი დღეები გველის. ამაზე ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის დუღილის ტემპერატურის აწევა მიგვანიშნებს.

ყველაფერი მარტივადაა - ფეხბურთის ფედერაციაში მალე ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. არჩევნების თარიღს აღმასკომი სუპერთასის მატჩის (11 აგვისტო) შემდეგ გამოაცხადებს.

მანამდე კი სკანდალის აგორების მცდელობა გამოიკვეთა. მიზეზი "პრაიმტაიმთან" ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინტერვიუ გახდა, რომელშიც მან კითხვაზე - "ჩაერევა სახელმწიფო არჩევნებში?", ასე უპასუხა:

"უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო, ყოველწლიურად, ქართულ ფეხბურთში 40 მილიონზე მეტს ხარჯავს. ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ ეს ფული იხარჯება?

ის ჭაობი, რაც ფეხბურთის ფედერაციაშია, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავასრულოთ. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს.

ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი კარგი იქნება, გვექნება სიახლე, განვითარება. პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ", - განაცხადა კალაძემ.

ამას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას რეაქცია მოჰყვა:

"კალაძემ აღიარა და ადასტურებს, რომ უნდა ჩაერიონ. სამი უდიდესი სკოლა გავიარე: ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა, ავღანეთი და 90-იანი წლების მოსკოვი. ამიტომ მგონია, რომ ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ.

არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ალბათ, 11 აგვისტოს ელოდებიან და მერე, შესაძლოა, დამიბარონ".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადრინდელის მსგავს ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს:

"სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთის ფედერაცია ამ მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოვა. აქ არაა ლაპარაკი იმ ტიპის ჩარევაზე, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა".

არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი აქვთ ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს.

კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტს ლოგიკურ კითხვას უსვამს - რატომ ეშინია არჩევნების თარიღის დასახელება?

"ჩვეულებრივი ადამიანი კმაყოფილი იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი რომელიმე სფეროში არამიზნობრივად რომ იხარჯებოდეს?1 მიუღებელია, ხომ? კითხვები სისტემასთან დაკავშირებით არსებობს. კარგი იქნება, რომ აქცენტები იმაზეც გაკეთდეს და დაისვას კითხვა - არჩევნების თარიღი დღემდე რატომ არ არის ცნობილი?"

ესაა მნიშვნელოვანი საკითხი. მართლაცდა, რატომ ასაიდუმლოებს სიჭინავა არჩევნების თარიღს და რატომ ცდილობს თემის გადატანას? ან რატომ ჰგონია, რომ ეს ექსკლუზიურად მხოლოდ მან (ან შეიძლება კიდევ ერთმა-ორმა კაცმა ფედერაციაში) უნდა იცოდეს? ან ამაში დასამალი რა არის, თუ "რაღაც" არ არის ამაში ჩადებული?

აქ მთავარი სხვა რამაა - რას ფიქრობს ხალხი? მართლაც, ვინ არის კმაყოფილი, სახელმწიფო ქართულ ფეხბურთში 40 მილიონს რომ ხარჯავს და ამას ეფექტი არ აქვს? რა, განა ხალხი არ ფიქრობს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჭაობშია?

იმასაც ფიქრობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის მომავალი ხელისუფლებამ, საფეხბურთო სამყარომ (და არა მხოლოდ მისმა ნაწილმა) და გულშემატკივარმა უნდა განსაზღვრონ. სწორედ ეს არის ჩარევა. არჩარევა კი (ხაზს ვუსვამთ - აქ არის ლაპარაკი იმგვარ ქმედებაზე, რაც 2007 წლის 13 მაისს მოხდა) ნამდვილად დანაშაული იქნება. გამოდით კაბინეტებიდან და ნახავთ, რომ გულშემატკივრები სულ ამაზე ლაპარაკობენ...

ძალიან ცდებიან, თუ ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ახლა სახელმწიფოს ჩარევით გულშემატკივარი ისევე გამწარდება, როგორც გიორგი ნემსაძის ძალადობრივი გადაყენების შემდეგ.

სხვათა შორის, მათ ბრალად სწორედ ამ ძალადობრივი ჩარევების შედეგად მოსვლას უყენებენ. ეს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ აღიარა, გუშინ კი - თავად სიჭინავამ, როცა ჩამრევებში ძველ ხელისუფალთა გვარები (მერაბიშვილი, სააკაშვილი) ახსენა - იმათი ჩარევა თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ შეიძლებაო?!

ერთი, რაც არ შეიძლება, ძალადობაა, სხვა მხრივ კი - ქართული ფეხბურთის მომავალი მთლიანად საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტი უნდა გახდეს და არა ვიწრო ჩინოვნიკური წრის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dima
დომენტი ცადი ცადიიიიიი მოშორდი ფეხბურთს და ციხეში მერაბიშვილ ახალაიასთან მაინ გოროზიას ....
Dato
Es shovinisti rodisunda moshordes daadet borkilebi DA sheagdet nazirala domenti
kare
კი არუნდა დაგიბარონ პირდაპირუნდა ჩაგაკუდონ კამერაში .. შენა დომენტი
dima
დომეტა და მისი ბანდა ისე დაამთავრებს მოღვაწეობას როგორც მიხუა და ნაცხროვა
gio
სიჭინავას და არველაძის უტიფრობას, უნამუსობას და აღვირახსნილობას საძღვარი არ აქვს, ნაკრების კატასტროფული შედეგები, ყველა ქართული კლუბი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა ევრო ტურნირებს, ჩაწყობილი თამაშები და კიდე ხმას რო იღებენ დასაჭერი კი არა დასახვრეტები არიან
pele
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარს!რატომ ბლოკავთ? არველაძეებზე კარგ კომენტარს ნუ ელოდებით,მაინც არავინ არ მოგწერთ.სიჭინავაძე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.რეზიმ თავისი კანდიდატურა ლუდის არჩევნებზე დააყენოს.
ყაზბეგის იაგო
არ ველოდი, რომ არველაძე "ზედაზენის" ლუდის პიარით დაკავდებოდა. მოაშორეთ ეს კორუმპირებული და ფულზე დახარბებული კაცი აფერისტ სჭინავასთან ერთად ფეხბურთს!!!
Niko
მსგავსი .... და .... ტიპები არველაძეები რომ არიან არც ნაციონალებში მოიძებნება
Levan
არველაძეს წააკითხეთ კომენტარები ან საერთოდ გამოვიდეს მაგ ბუდიდან და ხალხს გაესაუბროს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ეს უდიდესი პრობლემა, და ქართული საფეხბურთო სამყარო, მაგრად ჰკიდია. აქ უკვე მის გადადგომას კი არა მის გასამართლებას მოითხოვს ხალხი და ეს ესე ნაგლად კენჭს იყრის თურმე. რა ... უნდა იყო ადამიანი, მოკლა ქართული ფეხბურთი, ხალხი გაგინებდეს, ეზიზღებოდე და შენ კი ისევ მიძვრებოდე ფეხბურთში. ასე რამ დაგაბრმავათ შენ და სიჭინავა ფულმა. ყველას რჩევა იქნება გადადექით სანამ დროა
55
რატო არ უშვებთ ჩემ კომენტარს, აფარებთ დომენტას ხელს.
vova
.. შენი სკოლა ..., ვის აშინებ ნეტა, არ უნდა ჩაერიონ ხო, კარგატ რო თქვლიპოთ შენ და რეზიმ, ..ო კაცი ხარ დომენტ, მიდი კალა მათრახი უნდათ მაგ ....
55
შენ ვის რაში ჩირდები, რაც წაიGე ის მოიტანე დომენტ
zura batumi
ქვეყანაში სადაც სტადიონებს 25წლის განმავლობსში ანგრევენ და შემდეგ ერთის აშენებასაც ვერ აბამენ თავს[ბათუმი მაქვს მხედველობაში] რა ფეხბურთის განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი.ამათმა მთელ ჩვენს და მომავალ თაობასაც წაართვეს ფეხბურთის სიხარული.
anzor babunashvili
ბ-ნო ზვიად სიჭინავა. მე ვფიქრობ თქვენ და ბ-ნ რევაზ არველაძეს, მის ძმას არჩილ არველაძეს მიგიძღვით უდიდესი დანაშაული ქართული ფეხბურთის წინაშე. ამიტომ თქვენი ადგილი არის ციხეში. თუ ეს ასე არ მოხდა, იცოდეთ რომ უფლის სასჯელი მაინც არ აგცდებათ!!!!!!
temo
უკეთესიიქნება თუ არცჰევნებამდე გადადგებიან სიჭინავა და არველაძეების ბანდა,ვფიქრობ კველა დანაშაული რაც კი ბოლო ათი ან მეტი წელი მოდის არის რეზო არველაძისა და მისი (საძმოს) ბრალი,ამათ ფეხბურთი სულ არ აინტერესებთ,ესენი ფულის მონები უფრო არიან. რაც შეეხება კახის განცხადებას ჩემი აზრით დააგვიანა,საქართველოში ფეხბურთი აღარ არსებობს.ეს არის მწარე სიმართლე სამწუხაროდ.
ნიკა
კველა უნდა დაიჭირო არველაძე და სიჭინავა ესენი განაგებენ ყველაფერს
qutaiseli
არც ფეხბურთის ფედერაცია გვაქ და არც ფეხბურთი ნულიდანაა ყველაფერი ასაწყობი და რაც მალე მით უკეთესი თორე ვატყობ ისეთი დრო დადგება 3 გუნდიანი საქართველოს პირველობა შერჩება ხელში დღევანდელ ფედერაციის თავკაცს.რაც შეეხება არჩევნებს არჩევა ერტია მარა ვინც მოდის თბილ სკამზე დასაჯდომად პროგრამა თუაქ და ამ პროგრამის განხორციელების ერთი ადგილი ანუ ფინანსები საიდან მოაქ და ვინარის მისი გუნდის წევრი თორე სკამზე ჯდომით და ფული მომეცის ძახილით ფეხბურთი წინ ვერ წავა
iko
ქართული ფეხბურთი დაასამარა ახლანდელმა ფედერაციამ. არველაძე, სიჭინავა უნდა წავიდნენ და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
777
რეზი არველაძემ კანდიდატურა კიარუნდა წამოაყენოს, თუ ნამუსი აქვს საერთოდ უნდა მოშორდეს ქართულ ფეხბუღთს, ....
დათო
უნდა დაიბარონ აუცილებლად, ოღონდ "ოჩერედში" უნდა ჩააყენონ და ისე შეუშვან პროკურატურაში!!!!
Unknown
ახალი არჩევნების შემდეგ და იმედი მაკვს კობიაშვილი გაიმარჯვებს,თვითონ ფედერაციის შიგნითაც კარგი ცმენდაა ჩასატარებელი,და კარგატ გამოკვლევა სად მიდიოდა ეს ფული,საკვირველია ფეხბურთი ასეთ დონემდე დაეცა, მათი მართველობის დროს და კიდევ არჩევნებში გებულობს მონაცილეობას!
გელა
ერტი რაღაც ვერ გამიგია,რატომ გვამადლიან თავს,განსაკუთრებით ეს რეზო არველაძე,რა გაკეთდა ფეხბურთში მაგათი მოსვლით,სულ რაღაც თავის მართლებაში არიან,სულ რაღაცას გვიმტკიცებენ და საბოლოოდ შედეგი არის -0.დედას აგინებენ,მაგათი გამოჩენა საზოგადოებაში ზიზღს იწვევს და სანამ ქუჩაში ვივმე თავებს არ გაუჩეცქვავენ,ხომ უნდა მიხვდნენ რომ,საზიზღრები და ქართული ფეხბურთის მტრები არიან !
1
სად გადის მერე ზღვარი ძალადობით ჩარევასა და "უბრალოდ" ჩარევას შორის? ვინ ადგენს ამას? მე იმას ვშიშობ, რომ აირჩევენ კობიაშვილს ("მსუბუქი" ჩარევის მერე), მდგომარეობა მაინც არ გამოსწორდება, და კობიაშვილი კი კმაყოფილი ისაუბრებს, რომ ყველაფერი სწორად კეთდება (როგორც ეხლა ხდება ფედერაციის ხელმძღვანელების მხრიდან). ყველას თანამდებობა აინტერესებს პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე - ცოტა შედეგიც...
David
როგორ აფინანსებს სახელმწიფო ფეხბურთს 40 მილიონი ლარით? იქნებ განმარტოს ავტორმა
Teimuraz
არველაძე უნდა წავიდეს. აუცილებლად.
rezi
აა აეწვათ ერთი ადგილი სიჭინავას და არველაძეეს/ ორივემ პასუხი უნდა აგონ ქართული ფეხBურთის განადგურებისათვის
gaga
ამ მტავრობის შემდეგ თქვენ ჯურნალისტები ყველაზე დიდი მაფიოზები ხართ, უკვე ადგილს იკეთებთ შემდეგ პრეზიდენტის სამსახურში.
Bacho
აქ მთავარი სხვა რამაა - რას ფიქრობს ხალხი? მართლაც, ვინ არის კმაყოფილი, სახელმწიფო ქართულ ფეხბურთში 40 მილიონს რომ ხარჯავს და ამას ეფექტი არ აქვს? რა, განა ხალხი არ ფიქრობს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჭაობშია? იმასაც ფიქრობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის მომავალი ხელისუფლებამ, საფეხბურთო სამყარომ (და არა მხოლოდ მისმა ნაწილმა) და გულშემატკივარმა უნდა განსაზღვრონ. სწორედ ეს არის ჩარევა. არჩარევა კი (ხაზს ვუსვამთ - აქ არის ლაპარაკი იმგვარ ქმედებაზე, რაც 2007 წლის 13 მაისს მოხდა) ნამდვილად დანაშაული იქნება. გამოდით კაბინეტებიდან და ნახავთ, რომ გულშემატკივრები სულ ამაზე ლაპარაკობენ...
kaxeli
სიჯინავა უნამუსო ხარ შენ...
rr
levan wadi berlinshi, ar gaishva sheni chinovnikoba.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
ლაშა ჯაკობია: თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, დამიჭერს
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილი-ხინჩეგაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა