ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა!
ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა! ესაა ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ჩვენებმა ასე გუნდურში გაინაღდეს ლიცენზია, რაც კომფორტულია იმდენად, რომ ოლიმპიადაზე სრული გუნდით, ანუ სამი მონაწილით წარდგები და თან განაღდებული გაქვს გამოსვლა ორ დისციპლინაში - პირადშიც და გუნდურშიც.

ამ ისტორიულ გამარჯვებას ჩვენებმა გუშინ, 28 ივლისს მიაღწიეს, როცა გუნდურ ტურნირზე პლეი ოფის პირველ წრეში იტალიის ძლიერი ნაკრები 5:1 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ, რაც ავტომატურად იძლევა საგზურს.

ჩვენმა სამეულმა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე, პირველი სეტი 54:52 მოუგო ნატალია ვალეევას, გვანდელინა სარტორისა და ელენა ტონეტას იტალიურ ტრიოს, მეორე კი ფრედ დასრულდა - 55:55, რითაც სეტებს შორის ანგარიში 3:1 გახდა. გადამწყვეტი მესამე სეტი გამოდგა, რომელშიც კვლავ ჩვენებმა იმარჯვეს მინიმალური სხვაობით - 55:54. ამით იტალიელებს ღირსეული რევანშიც აუღეს ტურინში გამართულ წინა ოლიმპიადის შესარჩევ მსოფლიოს ჩემპიონატში სკანდალური მარცხისთვის, როცა მოგებული შეხვედრა ხელმეორედ ჩაატარებინეს.

ჩვენებმა ახლანდელი შედეგით გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია ულიცენზიოდ დატოვეს.

ახლა მადლობაც უნდა ვთქვათ, რომ პირველ წრეში კრიზისში მყოფი იტალია შეგვხვდა; მადლობა იმისთვისაც, რომ მეშვიდე ადგილისთვის პაექრობა გადასროლაში გერმანიას არ მოვუგეთ - მეშვიდეზე გასვლის შემთხვევაში ინდოეთი გვერგებოდა, რომელიც ნამდვილად არაა კრიზისში და კოპენჰაგენში ფინალშიც გავიდა.

გუშინვე ჩვენებმა კიდევ ერთხელ დაამარცხეს ვალეევა და იტალიელები - შერეულ წყვილებში, თუმცა მანამდე გუნდურში ისროლეს მეოთხედფინალში, სადაც სამხრეთკორეელთა ძლიერ ნაკრებთან 2:6 დათმეს. ჩვენებმა მხოლოდ მესამე სეტის მოგება შეძლეს - 56:54, დანარჩენები კი 52:53; 56:58 და 54:56 წააგეს.

მათ თავიანთი წილი საქმე ნამდვილად გააკეთეს და ამისთვის საყვედური არ ეთქმით, თუმცა დღევანდელი კორეა ადრინდელივით დაუმარცხებელი რომ არაა, ნახევარფინალში რუსებმა გვაჩვენეს - ძირითადი სერია 4:4 დასრულდა, დამატებითში კი 28:27 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც 2 აგვისტოს ინდოეთს შეხვდებიან.

იმავე დღეს ბრინჯაოსთვის კორეა და იაპონია იასპარეზებენ.

ისე, ცოტა არ იყოს, არაპროგნოზირებადი შეჯიბრება გამოვიდა - იაპონიამ ჩინეთს მოუგო, რუსეთმა კორეამდე მექსიკასაც მოუგო, ტაივანი კი, რომლის სპორტსმენმაც შესარჩევი ეტაპი მოიგო და ათეულში ორი მსროლელი ჰყავს, კოლუმბიასთან დამარცხდა... არადა, სამხრეთამერიკელებს მსოფლიოს პრიზიორი ნატალია სანჩესი კი ჰყავდათ, მაგრამ აკლდათ მსოფლიოს ჩემპიონი ასტრიდე ვან ლომეონი.

იტალიელთა გარდა, ულიცენზიოდ დარჩნენ ძლიერი გუნდები: ტაივანი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, აშშ...

შერეული სიძლიერე

ჩვენი შერეული წყვილი ისევ ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ შექმნეს, როგორც ჩვენს ქალთა და ვაჟთა გუნდებში საუკეთესოებმა. მეორე წრეში მათ ღირსეული რევანში აუღეს იტალიელთა ზეტიტულოვან წყვილს - ოლიმპიურ ჩემპიონ მაურო ნესპოლისა და მსოფლიოს ოთხგზის მომგებ ვალეევას ბაქოში, პირველი ევროპული თამაშების ფინალში მარცხისთვის. ქართულმა დუეტმა მათ სამივე სეტი მოუგო და 6:0 დაამარცხა (35:34; 36:35; 38:33).

მანამდე ჩვენებმა უკრაინელებსაც მოუგეს - 6:2. მათ ვერონიკა მარჩენკოსა და მარკიან ივაშკოს წყვილს თავიდან 35:32; 36:33 მოუგეს. მესამე 35:37 დათმეს, მაგრამ მეოთხეში ისევ გაისწორეს სამიზნე და სოლიდური უპირატესობით, 38:30 აჯობეს.

ნახევარფინალში ჩვენებმა ტაივანელთა დუეტთან - ში-ჩია ლინთან და ჩენ-ვეი კუოსთან 0:6 წააგეს (31:36; 33:36; 31:36). 2 აგვისტოს ქართველები ბრინჯაოს მედლისთვის ჩინეთს გაეჯიბრებიან.

დღეს კოპენჰაგენში პირადი პირველობის პლეი ოფები დაიწყება ვაჟებშიც და ქალებშიც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენებურთა მეტოქეებს: ესებუა პირველ წრეში პოლონელ მილენა ბარაკონსკას ხვდება, ნარიმანიძე - შვეიცარიელ ცელინ შობინგერს, ლობჟანიძე - ამერიკელ არიელ გიბილაროს, ვაჟებში ფხაკაძე კი ეგვიპტელი აჰმედ ელ-ნემრის დამარცხებას ეცდება.

თუმცა ფხაკაძეს მთავარი ბრძოლა 31 ივლისს ელოდება, როცა სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება და იქ უნდა იასპარეზოს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მეოთხედფინალში გავიდეს, ანუ 8 საუკეთესოს შორის მოხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე სტრიტბოლი არ იქნება...
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...