ჩოგბურთის მესამე წრეში ქართველმა ნიკოლოზ დავლიანიძემ ბელორუსი ანნეი ლასკა (Annei Laska) ორ სეტში, ანგარიშით 6:1 6:4 დაამარცხა
ჩოგბურთის მესამე წრეში ქართველმა ნიკოლოზ დავლიანიძემ ბელორუსი ანნეი ლასკა (Annei Laska) ორ სეტში, ანგარიშით 6:1 6:4 დაამარცხა.

მეხუთე ნომრად განთესილმა დავლიანიძემ პირველი სეტი ბელორუსს ადვილად მოუგო. მეორე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეექვსე გეიმში დავლიანიძემ ბრეიკი გააკეთა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალში დავლიანიძე მესამე ნომრად განთესილ პოლონელ რაფალ მიხალსკის (Rafal Michalski) შეხვდება.

"დღევანდელი მატჩი გუშინდელთან შედარებით მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ხვალ ძალიან რთული შეხვედრა მელოდება. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შემდეგი მეტოქე მიხალსკია. პოლონელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა", - განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ.

ნიკოლოზ დავლიანიძისგან განსხვავებით, ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. მესამე წრეში მაქაცარია მეორე ნომრად განთესილმა ლატვიელმა ფავორიტმა დანიელა ვისმანმა (Daniela Vismane) დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 6:3 3:6 6:1 დაამარცხა.

"სამწუხაროა, რომ ანა მაქაცარიამ წააგო, მაგრამ ნიკუშა დავლიანიძემ ძალიან კარგი თამაში გვიჩვენა. მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში. ვიმედოვნებ, რომ მას ნახევარფინალში ვიხილავ", - განაცხადა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა.

მაქაცარია დღეს მეორე წრეში წყვილთა თანრიგში ანა შანიძესთან ერთად იტალიურ დუეტს, ბენედეტა-პიჩინეტის შეხვდება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
თბილისი 2015. ჩოგბურთი: ნიკოლოზ დავლიანიძე მეორე წრეში გავიდა