რუბრიკა "გულშემატკივრის კუთხის" სტუმარია ზაზა ახალია
ფეხბურთის მოყვარულებში არაერთი საინტერესო პიროვნებაა, რომელსაც ფართო საზოგადოება ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს. არადა, ბევრს საყურადღებო მოსაზრებები აქვს და ინფორმაციებს ფლობს.

ერთ-ერთი მათგანია ზაზა ახალაია. ფეხბურთის სტაჟიანი გულშემაატკივარი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს სისტემატურად ესწრება, ქართული ფეხბურთის წარსულსაც კარგად იცნობს და აწმყოსაც...

მოპარული რეიტინგი

- საბჭოთა იმპერიის გარდაცვალებისას, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ფიფაში ვიაჩესლავ კოლოსკოვის გავლენის წყალობით სრულიად არასამართლიანად და უსაფუძვლოდ მიითვისა საბჭოთა ნაკრების რეიტინგი, რომელიც განისაზღვრებოდა 1986 და 1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისა და 1988 წლის ევროპის პირველობის შედეგებით.

ამ საფეხბურთო ფორუმებში საბჭოთა ნაკრებს გენიალური უკრაინელი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი ხემძღვანელობდა, ხოლო გუნდი კიევის "დინამოს" ბაზაზე ჩამოყალიბდა...

რუსეთი არ იყო დარწმუნებული ფეხბურთში საკუთარი ეროვნული ნაკრების წარმატებაში, ხოლო სპორტის სხვა სახეობებში, სადაც ეჭვიც არ ეპარებოდათ, უძლიერესის გასარკვევად და საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად, ტურნირი ჩაატარეს.

მაგალითად, წყალბურთში გამართული ასეთი დამატებითი ტურნირი რუსეთის უდავოდ ძლიერი გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დამთავრდა.

უკრაინის, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ფედერაციები რუსეთის საფეხბურთო კავშირს სთავაზობდნენ, ჩაეტარებინათ დამატებითი ტურნირი, რომლის გამარჯვებული მიიღებდა საბჭოთა ნაკრების რეიტინგით 1994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლებას. მაგრამ, კოლოსკოვის ძალისხმევით, რუსეთმა საბჭოთა ნაკრებისთვის განკუთვნილი ადგილი პირდაპირ მიიღო და შესაბამისად, შესარჩევ ტურნირში შედარებით სუსტი მეტოქეები შეხვდა. მაშინ მისი ყველაზე ძლიერი მეტოქე საკმაოდ სუსტი საბერძნეთი იყო...

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა რეიტინგში ვიაჩესლავ კოლოსკოვის "ჩალიჩით" მიღებული ადგილი არ იკმარა და საკუთარი ეროვნული ნაკრების გაძლიერებისთვის გარდაცვლილი იმპერიის რესპუბლიკებიდან სასურველ ფეხბურთელებს რუსეთის მოქალაქეობა 1994 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის პერსპექტივით შესთავაზა.

რეალურად, რუსეთი "შავი" სამყაროს ზეწოლით ცდილობდა, რუსეთის დროშით ასპარეზობაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ფრანკფურტის "აინტრახტის" მაშინდელი ცენტრალური მცველი კახა ცხადაძე დაეთანხმებინა. მაგრამ კახა პატრიოტი კაცია და საქართველოს ნაკრების სახელით თამაში არჩია...

თუმცა, ჩვენს ნაკრებს მაინც წაართვეს ერთი ფეხბურთელი - მაღალი კლასის მცველი ომარ თეთრაძე, მერე "რომაში" რომ ითამაშა.

ჩვენგან განსხვავებით კი უკრაინის ნაკრები, ფაქტობრივად, "გაძარცვეს" და გადაიბირეს იურანი, სალენკო, ნიკიფოროვი, ონოპკო, კანჩელსკისი და ციმბალარი...

ვისთან ვიმეგობრეთ?!

- ზემოთ ხსენებული საბჭოთა ნაკრების რეიტინგის მითვისებამ შემდეგი შესარჩევი ტერნირების ჯგუფების ფორმირებაზეც იქონია გავლენა.

1996 წლის შესარჩევი ტურნირისთვის განთესვისას რუსეთი პირველ კალათაში მოხვდა, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები - მესამეში, ხოლო ბელარუსი - მეოთხეში. შესაბამისად, რუსეთმა მიიღო უსუსტესი ჯგუფი, სადაც მათი ყველაზე ძლიერი მეტოქეები იყვნენ საკმაოდ საშუალო დონის საბერძნეთი და შოტლანდია, ხოლო საქართველოს ნაკრებს წილისყრამ შეახვედრა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანია და მუნდიალის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი, უკრაინელებს კი - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იტალია და მომავალში 1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი ხორვატია.

მოკლედ, წილისყრამ "სიკვდილის ჯგუფებში" გაგვანაწილა.

ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის შედეგებიც შესაბამისად ლოგიკური იყო. რუსეთი პირველი ადგილიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავიდა, საქართველომ გერმანიის და ბულგარეთის შემდეგ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთის მიერ გაძარცვულმა და დასუსტებული უკრაინა - ხორვატიის, იტალიისა და ლიტვის შემდეგ მე-4 ადგილს დასჯერდა.

ჩვენს ნაკრებს მეტოქეებად ბერძნები და შოტლანდიელები რომ ჰყოლოდათ, საკმაოდ დიდი შანსი იქნებოდა, ისტორიაში პირველივე შესარჩევი ციკლი წარმატებით რომ დაეძლია. არადა, ჯგუფში გვყავდა დაახლოებით შოტლანდიის კლასის უელსი, რომელიც ჩვენებმა ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (5:0, 1:0).

არადა, პირველივე შესარჩევის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომდევნო შესარჩევში გაცილებით სუსტი მეტოქეები გვეყოლებოდა.

ფიფას არასამართლიანი, არასპორტული პრინციპებით მიღებული გადაწყვეტილება შემდგომში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მაინც არაერთგზის შეეძლო გაებათილებინა. სამწუხაროდ, საფეხბურთო და არასაფეხბურთო მიზეზების გამო, მწვერვალებს ვერ შევწვდით.

თუმცა იყო ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება და უზარმაზარი საერთო სახალხო სიხარული მაინც განვიცადეთ - 2003 წლის 30 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში რუსეთის ნაკრებს მალხაზ ასათიანის გოლით რომ მოვუგეთ.

მაგრამ მანამდე იყო ამხანაგურ მატჩში ფრე - 1:1. ამ მატჩმა დიდი ეჭვი გააჩინა, რომ შედეგი შეთანხმებული იყო. და ეს მოხდა იმ ქვეყნის ნაკრებთან, რომელმაც უსირცხვილოდ მიითვისა არა მარტო რამდენიმე რესპუბლიკის ფეხბურთელთა მონაპოვარი და შედეგები, არამედ ეთნიკური კონფლიქტების ინსპირირება და გაღვივება მოახეხრხა, რომლის საჯარისო ფორმირებების უხეში ჩარევის შედეგად ასიათასობით ქართველი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საკუთარი ისტორიული მიწა-წყალი.

საინტერესოა, ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან "ამხანაგური" ყაიმით რა დივიდენდები მიიღო?!

ფიფას მდუმარება

- ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდასთან ერთად, პუტინმა მკვეთრად გაზარდა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომის დაფინანსება. რუსეთის იმიჯის შესალამაზებლად მიიღო საეჭვო კენჭისყრაში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება. შემდგომ მიზნად მსოფლიოს უდიდესი სპორტული ფორუმის, საფეხბურთო მუნდიალის მასპინძლობა დაისახა.

კვლავ დაიხმარეს უკვე მივიწყებული და პუტინის რეჟიმზე შემომწყრალი ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კოლოსკოვი, რომელიც რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობიდან ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის "ედინაია რასსიას" ზოწოლით გადადგა...

არახალია 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გამართული არჩევნების სკანდალური შედეგები: 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობა რუსეთმა მიიღო, ხოლო 2022 წლისა - ყატარმა. ამ უკანასკნელის განაცხადის უმთავრესი ნაკლია საშინელი კლიმატური პირობები - ზაფხულში სიცხე 40 გრადუსზე მეტია. რუსეთის კანდიდატურამ კი აჯობა ინგლისს, აშშ-ს, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, იაპონიას, ერთობლივი განაცხადების შემტან ბელგია-ნიდერლანდებსა და პორტუგალია-ესპანეთს.

არადა, მას არაერთი ნაკლი ჰქონდა: დიდი ტერიტორია და, შესაბამისად, ქალაქებს შორის დიდი მანძილი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უპირველესად, რკინიგზა, სასტუმროების დეფიციტი (განსაკუთრებით 3-ვარსკლავიანი სასტუმროების ნაკლებობა, რომელზეც გულშემატკივართა შორის დიდი მოთხოვნაა), მაღალი ფასები.

მოსკოვში უდიდესი პრობლემაა საავტომობილო "საცობები". ხშირად, ამ მხრივ სრული კოლაფსია და 2-3 საათით მოძრაობა შეუძლებელია...

მოგვიანებით, ფიფამ რუსეთს თავზე ხელი კიდევ ერთხელ გადაუსვა და გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაითვალისწინა უკრაინაში მისი აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციებით გამოწვეული ამ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. შედეგად, შეამცირა აუცილებელ მოთხოვნათა სტანდარტები - მასპინძელი ქალაქების რაოდენობა 13-დან 11-მდე დაიყვანა, სტადიონების მინიმალური ტევადობა 45 ათასიდან 35 ათასამდე და სავარჯიშო ბაზების რაოდენობა.

კიდევ კარგი, ბლატერი გადადგა, თორემ რუსეთს მორიგ შეღავათებს დაუწესებდა...

წაყრუება და ცინიზმი

- ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, როცა ფიფას მიერ გაცხადებული დევიზია "არა რასიზმს" და რასისტული გამოხტომები ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთის სტადიონებზეა. ამავე დროს, სრულიად უგულებელყოფილია რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია, უგულებელყოფილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ეთნოწმენდა.

დევიზით - "არა რასიზმს" - დაგმობილია სიტყვიერი შეურაცხოფა და ამავე დროს უგულებელყოფილია ფიზიკური აგრესია.

საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები პირდაპირ აისახება ამ ქვეყნების საფეხბურთო ცხოვრებაზე: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს გამოაკლდნენ საფეხბურთო კლუბები - სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური", ოჩამჩირის "ამირანი", ცხინვალის "ლიახვი"...

ეროვნულმა ნაკრებმა დაკარგა პოტენციური შევსება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებიდან. უკრაინის პრემიერლიგა კი რუსეთის აგრესიის შედეგად 16-დან 14 კლუბამდე შემცირდა - გამოაკლდნენ სიმფეროპოლის "ტავრია" და "სევასტოპოლი", რამდენიმე უკრაინული კლუბი ("შახტარი, "დნიპრო", "ზორია", "ილიჩევეცი", დონეცკის "მეტალურგი") საკუთარ ქალაქებში ვერ თამაშობენ, ვერ ვარჯიშობენ საკუთარ ბაზებზე და იძულებულნი არიან, სხვა ქალაქებში დაიქირაონ ბაზები, რაც დამატებითი ხარჯია.

ასეთ პირობებში, ბევრმა ლეგიონერმა თამაში იუარა და კონტრაქტი გაწყვიტა. დონეცკის "შახტარი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" ევროტურნირების მატჩებს კიევსა და ლვოვში ატარებდნენ და ყოველივე ეს ფიფას და უეფას რეაგირების გარეშე რჩებოდა...

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკები ისე გათავხედდნენ, რომ ყირიმის კლუბები "ტავრია" და "სევასტოპოლი" რუსეთის ჩემპიონატში შეიყვანეს და რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარებინეს. ამ კლუბებს მხოლოდ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტის და პრეზიდენტ პოროშენკოს აქტიური ჩარევის შემდეგ აუკრძალეს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობა.

მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიმართ არავითარი სანქციები არ გატარებულა. ბოლო ინფორმაცია საერთოდ გამაოგნებელია - უეფა ყირიმის ჩემპიონატს დააფინანსებსო (?!).

სამწუხაროდ, საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ხშირად იგნორირებულია, და არა მარტო რუსეთის მხრიდან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის "ჟილინას" საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი აფხაზეთს ესტუმრა და სოხუმში ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა. ეს ინფორმაცია "ჟილინას" ვებგვერდმა გაავრცელა, სოხუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით კი, სლოვაკები ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ტურნირში ასევე ითამაშეს მოსკოვის "დინამოს", მახაჩყალის "ანჟისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" ასაკობრივმა გუნდებმა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭურნალიზმი
ელემენტარული არ გესმით და გამოდიხართ ხმამაღალი განცხადებებით. ესპანეთის შემადგენლობაში რომ უმრავლესობა ბასკები და კატალონიელები თამაშობდნენ, ბასკეთისა და კატალონიის გამოყოფის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მიერ დადებული შედეგები კატალონიელებს და ბასკებს მიეწერებათ?))
ბორის პაიჭაძე
ყველაზე სასაცილო იმაში მდგომარეობს, რომ მაშინდელ კიევის დინამოში ერთადერთი უკრაინელი სტეფან რეშკო იყო, დანარჩენები კი ლობანოვსკის თამადობით რუსები იყვნენ.
ზაზა ახალაია
@@@ შენ საერთოდ აზროვნებ?კითხვა და აზრის გამოტანა ისწავლე!

ახალაია, რას ლაპარაკობ თვითონ არ იცი მგონი, წადი ბიძიკო ღრუსეთში და იცხოვრე მშვიდად, ან თუ 37 მანეთი არ გაქვს აქვე მიაკითხე ნინიკო ბურჯანაძეს
irakli apkhaidze
ბიჯო ამდენი რუსეთის ძვირზე გაღიზიანებული ხალხი ერთად კაი ხანია აღარ მინახავს... ყველა იმპერიის და მისი მამოძრავებელი ძალის ....! - ეს ერთი. მერე მეორე 94 წლის რუსეთის ნაკრები რომ მთლიანად უკრაინელი ფეხბურთელების ბეჭებზე იყო ეს გეუცხოვათ რომელიმეს? და ის ოლეგ სალენკო მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი რომაა ერთ თამაშში 5 გატანილი გოლით, უკრაინელი რომაა არ იცოდით?.. თუ იცოდით აბა რამ აღგაშფოთად და თუ არ იცოდით სხვას რა სტატიას უკრიტიკებთ? მესამე - კოლოსკოვი რო მაგარი ... არც ეს არ იცით? ბოლოს კი ბატონო, ჩვენ დღეს სადაც ვართ რეიტინგში ეს ჩვენი ბრალია და სხვისი არავის!
ზაზა ახალაია
იმათთვის ვისაც გული შეტკივა იმპერიაზე-განათლებული რუსისთვის(რომელიც საკმაოდაა რუსეთში)ის ყველაზე რბილი შეფასებით,,პოლეზნი იდიოტია,,...უფრო მკვეთრად @@@
ზაზა ახალაია
რა არის არაზუსტი და რა მიზეზით აქ ჟურნალისტს აკრიტიკებთ?თუ ვინმეს რამე დაზუსტება გჭირდებათ ფბ-ში გიპასუხებთ!სტატიის სათაური არაა ზუსტი,რუსეთმა არა ჩვენი,სსრკ ნაკრების რეიტინგი მიითვისა! ობიექტურად(როცა არ ჩატარდა დამატებითი ტურნირი,რაზეც რუსეთი არ დათანხმდა) ეს რეიტინგი უკრაინას ეკუთვნოდა,რადგან სსრკ ნაკრების წარმატებები ლობანოვკის და კიევის დინამოს დამსახურება იყო! პ.ს.თეთრაძეს რაც შეეხება-როგორი იყო შეგეთავაზებინა,რომ უარი ეთქვა მუნდიალზე,კარიერაზე(ცხადაძე 92-დან აინტრახტში თამაშობდა)...
866
ასეა მეგობრობენ და არა ომობენ და ჭორაობენ, პოლიტიკა თითქმის კარგ დამიკიდებულებაზეა დამოკიდებული,რომელიც ჩვენ არავისთან არ შეგვიძლია.
ჭურნალიზმი
გაგიჟდები კაცი რაა, თურმე იმპერიის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რუსებს, წაურთმევიათ იმპერიის პერიფერიებისთვის რეიტინგი!))) ამას ხომ მოფიქრება უნდა, არა?)) ჰოდა სერიოზული მოფიქრალ-მოაზროვნე გამოუჩნდა ქართულ ჭურნალიზმს, გილოცავთ ხალხო))

ჩან კაი-ში კი არა ს**ი ხარ შენც და შენნაირებიც!!! თუ შეგიძლიათ უკეთესი სტატია თქვენ დაწერეთ და რუსების უკანალის ლოკვას თავი დაანებეთ
Gio
Aმას რა უნდაა Mაინც ვერ გავიგეე, ეს ბოდიალი ჟUრნალისტობა არიიი
saba
აქ რუსების ტროლები ნამეტანი ბევრი ხართ მაგრამ.სულ ტყუილად გაღიზიანების გარდა არაფერს იწვევთ )) პ.ს. მადლობა ჟურნალისტ კარგი სტატიაა
პეტრე კუპრი
სისულელეა, ომარ თეთრაძის ამბავი მასე არ ყოფილა, მაგ დროს თეთრაძე და ცხადაზე ერთად თამაშობდნენ და როცა ეროვნული ნაკრები იქმნებოდა, ქართველებმა მარტო ცხადაძეს შესთავაზეს და თეთრაძე "დაიკიდეს"! 1990 წლის მსოფლიოზე ჩვენი არავის არ გამოდიდოდა და რა რეიტინგში უნდა ვყოფილიყავით? ისე იმ ბიჭებით კი შეიძლებოდა გასვლა ევრო-96-ზე მაინც, მაგრამ ევროპაშიც მაგარი თაობა მოდიოდა უკვე. დღეს კი ალბათ ევროპულ ფეხბურთს 20 წლით ჩამოვრჩებით!
ბორის პაიჭაძე
ბევრი სისულელე წამიკითხავს ქართულ პრესაში, მაგრამ ამ პუბლიკაციამ ყველაფერს გადააჭარბა. ასეთ მარაზმში მყოფ ქვეყანაში რა ფეხბურთზე და რის ფეხბურთზე შეიძლება საერთოდ საუბარი.

ეს თუ ჯურნალისტია, მაშინ მე ჩან კაი-ში ვყოფილვარ!
Zurab
მე რუსეთის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ეს "ჟურნალისტი" რას ურახუნებს?
gia
ამ გაუნათლებელმა ჟურნალისტებმა შეჭამეს რეიტინგით ტვინი გეგონება ქართულ ფეხბურთს სხვა პრობლემა არ ქონდეს
მსქროლავი ტროლი
ახლაც გვპარავენ?!
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
გულშემატკივრის კუთხე: აი, ეს არის თქვენი მიდგომა!
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...