ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვისაც წუმპეში ყოფნა უჯობს - ანუ გზა, რომელიც დიდ ფეხბურთამდე ვერ მიგვიყვანს

ვისაც წუმპეში ყოფნა უჯობს - ანუ გზა, რომელიც დიდ ფეხბურთამდე ვერ მიგვიყვანს

როგორ მოხდა, რომ საფეხბურთო ქვეყანა, რომელსაც სიამაყედ ჰყავდა თბილისის "დინამო" და ბევრი ვარსკვლავი, ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზე დაეშვა
ამ დღეებში თბილისი ფეხბურთით სუნთქავდა. გულშემატკივარმა ისევ გაიხსენა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ისევ ძველებურად უყვართ.

მაგრამ არ უყვართ ის, რასაც ქართულ მოედნებზე ხედავენ - შენელებული ტემპი, ძუნძული, ლამაზი მოძრაობების ნაცვლად ბურთის წვალება, მეომარი სულის ნაცვლად - დაძაბუნებული გუნდები და წლების განმავლობაში უკან-უკან მიმავალი ეროვნული ნაკრები. ცხადია, არც ტოტალიზატორთან და სხვა სიბინძურეებთან გაშინაურებული ფეხბურთი ხიბლავთ...

ამიტომაც არ მგონია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს სუპერთასის მატჩისას სინანულით ერთხელ მაინც არ გაევლო გულში, რომ ამ სიხარულის მხოლოდ მაყურებლები ვიყავით და არა - მონაწილეები.

როგორ მოხდა, რომ საფეხბურთო ქვეყანა, რომელსაც სიამაყედ ჰყავდა თბილისის "დინამო" და ბევრი ვარსკვლავი, ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზე დაეშვა და ისე დაძაბუნდა, ჩვენს მოთამაშეებს წამყვან ქვეყნებში კეთროვანებივით უყურებენ?

კალათბურთის კარგი მაგალითი

ამ კუთხით, ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა კარჩაკეტილობაა. ქართული გუნდები ადრე კლასს იმის ხარჯზეც იმაღლებდნენ, რომ თუნდაც პოსტსაბჭოელებს ხვდებოდნენ სისტემატურად. ახლა კი, საკუთარ წვენში ვიხარშებით, უცხოეთში ბევრი ვერ ემზადება, ვერც ამხანაგურ მატჩებს მართავს და არ აქვთ საშუალება, ამგვარი სპარინგებითა და შეკრებებით საკუთარი პლუს-მინუსები, ჩამორჩენა თუ უპირატესობა განსაზღვრონ.

ამ მიმართულებით ნათელი კონტურები კალათბურთში გამოიკვეთა - ქართული კლუბი "ვითა" VTB-ლიგაში ითამაშებს. პოსტსაბჭოური გუნდების გარდა, ამ ლიგაში ჩეხები და ფინელებიც ასპარეზობენ, ქართულ კალათბურთს კი ეს ჩაკეტილი სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს და ასეთ შეჯიბრებაში ჩართვა უდავოდ სასარგებლო ნაბიჯი მგონია.

უცხოელებთან რეგულარულად თამაშით "ვითა" ქართველ გულშემატკივარს ტრიბუნაზე დააბრუნებს და ნაკრებსაც გამოცდილ კადრებს მოუმზადებს.

ამ მხრივ, არანაკლები გასაქანი ესაჭიროება ქართულ ფეხბურთსაც, მაგრამ აქ გაცილებით დიდი პრობლემებია. აქამდე დასახელებული არც ერთი რეგიონული ტურნირის იდეა არ განხორციელდა.

"კავკასიის თასის" იდეა ძირშივე მკვდარი იყო - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან შეხვედრაზე უარს ამბობენ და ძნელი წარმოსადგენია, ფეხბურთს ამ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური პრობლემები მოეგვარებინა.

ეს დაახლოებით იგივეა, საქართველომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეგიონების გუნდებს ერთიან ჩემპიონატში მონაწილეობა რომ შესთავაზოს. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველოსთან ერთად მომავალი ვერ წარმოუდგენიათ და მზად არიან, არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებულ ჩემპიონატში ითამაშონ, ვიდრე ჩვენს ტურნირებზე. თან, ისიც ხომ უნდა ვთქვათ, რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს...

რეგიონული ტურნირების ფიასკო

ზვიად სიჭინავას მიერ წამოყენებული იდეა - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივი ჩემპიონატის შესახებ - ისე ჩაფლავდა, რომ მასზე სერიოზულად იმ ორ ქვეყანაში არც უმსჯელიათ.

კაცმა რომ თქვას, ამით სტადიონზე გულშემატკივრებს ვერც მივიზიდავდით - აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდები ქართველობაში დიდ ინტერესს ვერ გამოიწვევდნენ.

არადა, რეგიონული ტურნირები აუცილებელია, იმავე VTB-ლიგის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა, თავიანთი თამაშით, რუსებისგან პატივისცემა და აღიარება დაიმსახურეს. ფეხბურთში კი რუსებს ჩვენთან თამაში არც სურთ (გასაგებია, რომ არც ჩვენ ვიკლავთ თავს მათთან საბურთაოდ).

ყველას გვახსოვს, შარშან პოსტსაბჭოური ჩემპიონატის გამართვის იდეა რუსებმა როგორ სერიოზულად აიტაცეს. თუმცა უკრაინასთან ომმა ამ იდეას ხაზი გადაუსვა. უკრაინელების გარეშე კი რა აზრი ექნებოდა ტურნირს? თუმცა, მანამდეც სავარაუდო პოსტსაბჭოელ მონაწილეებში ქართულ გუნდებს არც ახსენებდნენ...

მეორე რეგიონული ტურნირის იდეა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის პროექტს უკავშირდებოდა. 2007 წელს საქართველოს პროფლიგის პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა საქართველოს სახელით შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის იდეას მოაწერა ხელი და იყო მცდელობა, ევროპაში ახალი ძლიერი რეგიონული ტურნირი დაფუძნებულიყო. მაგრამ თურქებს, ბულგარელებს, რუმინელებსა და უკრაინელებს ეს იდეა არ ხიბლავთ და აშკარაა, რომ საქართველო მსგავს ტურნირებზე მონაწილეობას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსება.

კომერციული თვალსაზრისით, ღარიბი და სუსტი მეტოქე არავის უნდა, აღარაფერს ვამბობთ ტელეუფლებების რეალიზაციაზე და ცხადია, აქ სპონსორების მოზიდვის პრობლემაც გაჩნდებოდა.

საკუთარი ძალებით

ახალს არაფერს ვამბობთ - გამოსავალი მხოლოდ საკუთარი ჩემპიონატის დონის გაზრდაა. ამ საქმეში კი ისეთი პრობლემებია, ძალიან დიდი როლი ეკისრება კლუბის გაზრდა-განვითარებასა და ტურნირის მენეჯმენტს.

ერთი მხრივ, თბილისში გულშემატკივრების სტადიონისკენ შემოტრიალების მოკრძალებული იმედი გუნდების უბნური პრინციპით ჩამოყალიბებას უკავშირდება. ამის მშვენიერი მაგალითი თბილისის "ამერი" გახლდათ, რომელსაც მთელი გლდანი გულშემატკივრობდა.

"საბურთალოც" ამ იდეით არსებობს და წლეულს გამოჩნდება, გახდება თუ არა ის საბურთალოელების კლუბი.

მეორე მიმართულება ილუზიურს ჰგავს - ნაციონალური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (მარნეულ-გარდაბანსა და სამცხე-ჯავახეთში) აზერბაიჯანელებმა და სომხებმა იქაური კლუბები რომ გააძლიერონ. მაგალითად, ახალქალაქის სომხური გუნდი გარკვეული ინტრიგა იქნება. მაგრამ წლები გადის და აშკარაა, რომ მათ ასეთი სურვილი არ კლავთ.

ყველაზე მისაღები და შედარებით რეალური - ტენდერის გზით კლუბების განსახელმწიფოებრიობაა.

სხვაგვარად, დღევანდელი წუმპიდან ქართული ფეხბურთის ამოყვანა უძნელესი საქმე იქნება.

დიახ, სახელმწიფომ კლუბები უნდა დააფინანსოს, მაგრამ დღევანდელი ფორმით ამის გაგრძელება მარაზმი იქნება. საქმე ისაა, რომ ასეთი კლუბები ბიუჯეტური თანხების არაეფექტურად განკარგვის, ხშირად კი მისი გაფლანგვის დიდოსტატები არიან.

მაგალითისთვის გეტყვით: თურქეთში მომზადებისას კერძო ქართული კლუბი კაცზე მაქსიმუმ 45 დოლარს ხარჯავს, სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებულ კლუბებში კი, "როგორღაც ახერხებენ" და მწირი ბიუჯეტით ამ სიამოვნებაში 80-120 ევროს იხდიან.

ინებეთ მეორე მაგალითი: 500-600-ლარიან ეკიპირებას 1200 ლარად აფორმებენ, სხვაობას კი, მოგეხსენებათ, საქველმოქმედო ფონდში არავინ რიცხავს...

ყველაზე დიდი ქურდი...

...ეს ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაციაც სწორედ ასეთებს ეყრდნობა. და ვინმეს თუ ჰგონია, რომ სახელმწიფო კლუბებს იოლად მოერევა, ძალიან ცდება. აქ გადაჯაჭვულია ჯგუფების ფინანსური ინტერესები. სხვადასხვა მოტივით, ამ ხალხს არ სურს, რომ კლუბი განკერძოვდეს.

სპონსორების ძიებითაც თავს არ იკლავენ. ბევრგან კერძო მეპატრონის მიყვანა სწორედაც რომ არ სურთ, რადგან გემრიელ ლუკმას ჩამოშორდებიან და ურჩევნიათ, საბიუჯეტო სახსრები გამოხრან.

სწორედ ასეთმა კლუბებმა შეიწირეს ჩვენს ქვეყანაში ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ორგანიზაცია - პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

სახელმწიფო კლუბების წინააღმდეგ პირველად სწორედ მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გაილაშქრა. საინტერესოა, რომ მაშინაც ლიგის თავკაცის დამოკიდებულების მიზეზი იყო ის, რაც ახლაც აქტუალურია - ამ კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს და რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ისინი საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ.

ანუ რა გამოდის? ფაქტობრივად, 10 კლუბს ერთი დამფინანსებელი რომ ჰყავს, მათი ინტერესები ხომ გადაიკვეთება? ეს იყო მიუღებელი, თორემ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა დააბანდოს, ეს აუცილებელია და ამის წინააღმდეგ მხოლოდ სულელი თუ წავა.

მაგრამ სახელმწიფოს სახსრები სულ სხვა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს - შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რომლის საფუძველზეც კერძო მესაკუთრეებს მიიზიდავს. ფეხბურთი კი სწორედ კერძო მესაკუთრეების ხელში ვითარდება. მარტივი არითმეტიკაა: გადახედეთ, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს კერძო კლუბებმა და რამდენი - სახელმწიფოსგან დაფინანსებულებმა. აშკარა უპირატესობა პირველის მხარესაა და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

წლების წინათ შესაძლებელიც იყო მეტი კლუბის განკერძოება, მაგრამ რამიშვილმა აღიარა, რომ ამ იდეის განხორციელება არ დააცალეს. მისი მოსაზრებები გავლენიან ჯგუფებს არ მოეწონათ და ამ ინიციატივის შემდეგ სწორედ სახელმწიფო კლუბების მფარველებმა აიძულეს, გადამდგარიყო.

ბოლოთქმა

გასაგებია, რომ დღეს ფეხბურთი ბიზნესს არ აინტერესებს, მაგრამ თბილისის "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიას იდეა - სახელმწიფო კლუბების ტენდერზე გატანის თაობაზე, მათი მიზიდვის კარგ გზას ჰგავს.

ფაქტია, რომ სახელმწიფო სახსრები უაზროდ იხარჯება, ხალხი კი უკმაყოფილოა. ხომ გასაგებია, სახელმწიფო კლუბები რატომაც არ ცდილობენ არაფრის შეცვლას, იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ნაკლებ ხარისხიან მოთამაშეს ზრდიან?

იყო მცდელობა, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, მათთვის ერთიანი ტენდერი ჩატარებულიყო, რომ გამარჯვებულს საუკეთესო ფასებში მიეღო კლუბები შეკრებაზე, ჩამოეტანა ეკიპირება და ბურთები, მაგრამ ამ ყველაფერზე მათგან ხმა არ ისმოდა, რადგან უმრავლესობას ასეთი ჭაობი აწყობს.

ამიტომ ფეხბურთშიც აქტუალურია ლეგენდარული "მონანიების" ბოლო კადრი და ვერიკო ანჯაფარიძის სიტყვები - მაშინ რად გვინდა ის გზა, თუ ტაძრამდე არ მიგვიყვანს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Davit

ტმ-ს რა ლიგა რას შველის ? ისევ სახელმწიფოს დააწვება გაზრდილი ხარჯები. და უფრო მეტი შანსი ექნებათ გარიგებული მატჩების. გარდა ამის რეალურად გუნდები არ გვყავს და რა უნდა წარვადგინოთ მაგ, . ე.წ. ლიგაზე?

• Tm

შეიქმნას მაგალითად უკრაინისა და საქართველოს გაერთიანებული ლიგა, თორემ არცერთი ბიზნესმენი ინვესტიციას არ განახორციელებს კლუბის შეძენის სახით თუ სტადიონები ცარიელი დარჩება

• qazwsx

საუკეთესო სტატიაა, რაც კი ოდესმე მინახავს ჩვენი ფეხბურთის შესახებ

• გუჯა კახაძე

აღადგინეთ ნორმატივები და ქართული ფეხბურთი გადარჩება, მაგრამ მაშინ ღიპიან ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელები ჩაანაცვლებენ!

• Davit

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ვინც დღევანდელ ფეხბურთშია ჩართული და სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებს არ აწყობს არანაირად, გუნდების ობიექტური დაფინანსება,, იმიტომ, რომ ნაცნობ მეგობრობით და პირადი ურთიერთობით ისედაც იღებენ მნიშვნელოვან თანხებს. შესაბამისად რაში ჭირდებათ კონკურტენტული გარემო თუ ისედაც იღებენ ამ ფულს? რაში ჭირდებათ შრომა თუ უშრომელადაც იღებენ ფულს? დაფინანსების ის სქემა რომელიც დღეს არსებობს ჩვეულებრივი კორუფციული მექანიზმუია, საიდანაც უბრალოდ ფულს აკეთებენ. აქ კი ფეხბურთის ადგილი ვერ დარჩება.

• Davit

ქვედა ლიგაში პირველადგილოსანი მიიღებს 500 000, იმისთვის რომ უმაღლეს ლიგაში გამოსვლა შეძლონ. იგივე პრინციპით დანარჩენი გინდები ნაკლებ და ნაკლებ თანხას. ანუ გუნდისთვის მნიშნველობა უნდა ჰქონდეს, მე-8 ადგილს დაიკავებს თუ მე-5 .. ასეთ შემთხვევაში ყოველი ყოველი დაბალი ადგილის დაკავება უმახლეს ლიგაში 500 000 ლარის დაკარგვად დაუჯდება კლუბს, რაც ტავისტავად მნიშვნელოვანი თანხაა, და კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

• Davit

კარგია რომ მსჯელობა და კამათი წამოვიდა. საფეხბურთო სკოლის ქონის ვალდებულება კლუბებმა უნდა აიღონ ასევე ვალდებულება იმისა რომ ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებენ, ეს უნდა იყოს არა მარტო საფეხბურთო არამედ სოციალური პროექტი, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაკავდეს სპორტით. რაც შეეხება თითოეულ თამაშზე გარკვეული თანხის ფედერაციის მიერ გადახდას. ვფირობ ,, ეს კლუბებბმა უნდა მოაგვარონ შიდა მენეჯმენტით. ფედერაციამ სჯობს საპრიზო ფონდის განაწილებას, იმფრასტრუქტურას, მსაჯებს და სხვა საკითხებს მიხედოს. სახელმწიფო კლუბების უარყოფითი მზხარე ისეც არის რომ მახალი ადგილის დაკავება არ აწყობთ იმიტომ რომ შემდგომ დამატებითი დაფინანსების მოძიება მოუწევთ,, ისევ სახელმწიფოსგან რაც თავისთავად არ არის გარანტირებული პროცესი. ეს არის ასევე ერთ ერთი მიზეზი რატომაც არიან ფეხბურთელებიან, მწვრთნელებიან მსაჯებიანად კორუფციაში გარეულები. ეს ერთი დიდი ჭაობია, რომელიც უნდა დაშრეს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ყველაფერი. დიდიხანია მაყურებელმა დღევანდელ ფეხბურთშ უთხრა უარი მაგრამ ამან არ უშველა საქმეს. სხვა რამე უნდა გაკეთდეს. ყველამ უნდა აღიაროს, რომ ფეხბურთი უბრალოდ მოკლეს. და დაიწყოს ფართომაშტაბიანი რეფორმები. ეხლავე, თუნდაც ჩაისალოს ამ სეზონის ჩემპიონატი.

• gogia

დავითს ვეთანხმები უმაღლესი ლიგა უნდა იყოს 10გუნდიანი! საპრიზო ფონდი უნდა იყოს მაღალი და გადანაწილდეს ადგილების მიხედვით!დანარჩენი ფული სახელმწიფომ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ბავშვთა მწვრთნელების,მსაჯების გადამზადება-მომზადებისთვის უნდა დახარჯოს! და რაც ყველაზე მთავარია ბავშვთა სკოლები უნდა იყოს უფასო! ეს მარად პერსპექტიული ფეხბურთელ-მწვრთნელები კიდევ დროა პენსიაზე გავიდნენ სულ ერთი და იგივე ხალხი მოძრაობს გუნდიდან გუნდში და არაფრის მაქნისები მუქთა ფულის მჭამელები! აქ პრობლემა ფულში არარის!ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია! სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ჩვენზე დიდი ფული არ აქვთ მაგრამ მათი ფეხბურთელები, კლუბები და ნაკრებები წარმატებას აღწევენ!

• zuka

Davit merabic zustad imas ambobs rom klubebes saxemwifo fuls adzlevs da isini imis magivrad rom mteli weli imyofinon ivnisshi agar aqvt da naxevari sezoni ufulod tamashoben imitom rom ar ician menejmenti tundac is rom fasebs zrdian da shemdgom saxemwififos utrialdebian fuli mogvecia am weliwad 44milioni daixarja fexburtshi da ra vin miiro shedegi roca am tanxit uamravi infrastruqturuli proeqtis gaketeba aheizleboda fuli ixarja magram shedegi nulia federaciam unda aashenos akademiebi stadionebi da sheqmnas saprizo fondi sadac klubebs ese ki ar daurigebs fuls aramed titoeul tamashis mixedci umagles ligashi tito tamashi girebuleba minimum 40000 unda iyos anu gamarjvebuls 30000 damarcxebuls 10000 xolo preze 20-20 atasi am gatvlebit tu 10 gundiani chempionati iqneba sachiro iqneba 7200000 lari xolo tu 16 gundiani 9600000 lari rac sheexeba pirvel ligas iqac ase tamashis girebuleba 20000lari iqneba da gamarjvebuls 15000 damarcxebuls 5000 preze 10-10 atasi ese rom davitvalot 20 gundiani pirveli liga daujdeba saxemwifos 7600000 amastanave unda ashendes iafiani stadionebi da bavshvta akademiebi regionebshi sadac bavshvebi icxovreben

• afera

აქ ნოლიდანაა ყველაფერიდასაქყები. ოღონდ ჯერ 8 ან დიდი დიდი 10 გუნდაზე გადადით. ცოტა კონკურენცია გაზარდეთ,.

• Davit

კარგია, და ცუდია, ძახილი სჯობს დავასრულოთ, კონკრეტულად ვთქვათ რა როგორ, რა სჯობს და რა არა... კონკრეტულ პირზე თუ გაკეთდება აქცენტი ყველაფერი ისევე ჩაფლავდება,როგორც აქამდე,, გვარისახელები არაფერს ცვლის თუ რეფორმა არ გატარდა. რაც შეეხება რა რაოდენობის ტანხა იქნება საჭირო ამას,, პროცესი დაგვანახებს,, ჯერ ის თანხა დავხარჯოთ სწორად რაც ისედაც იხარჯება, 40-45 მილიონი,, მარტო სახელმწიფო ფული, დანარჩენი კერძო რაც არის ის კიდევ ცალკეა.

• Davit

მერაბ მამულასვილს კონრეტულად ისაუბრე,, თორემ ეს წყლის ნაყვა რა ცუდია და რა კარგია 25 წელი გრძელდება. იდეა სთქვი რა როგორ. მე ვამბობ; 1. სახელმწიფო კლუბები უნდა გაუქმდეს,, და კლუბები კერძოპირებს გადეცეს. სულერთია ვის, მტავარია ფეხურთი უყვარდეს. თუ ქონებაზეა საუბარი უსასყიდლოდ უზუფრუქტით სეიზლება მოხდეს ქონების გადაცემა 20-30 წლით.და ა.შ. 2. ფეხბურთის დაფინანსება უნდა მოხდეს, როგორც სოციალური პროექტი. კლუბებმა იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ დაფინანსება თუ უფასოდ ავარჯიშებენ გარკვეული რაოდენობით ბავშვებს. (რაც მეტი უკეთესი). დაფინანსება უნდა მოიპოვონ თავიანთი შრომით. ბოლოდან პირველ ადგილამდ, ყველამ უნდა მიიღოს გარკვეული თანხა,საპრიზო ფონდიდან რასაც სახელმწიფო შექმნის, 10 გუნდიან ჩემპიონატს ეყოფა 30 მილიონამდე, ბოლო ადგილოსანი მიიღებს 500 000,, პირველადგილოსანი 5 მილიონს,, ამ თანხას დაემატება მენეჯმენტის მოპოვებული ფინანსები და კერძო პირების დაფინანსება, და საკმარისად გამოვა თანხა. 3. იგივე პდაფინანსების პრინციპზე უნდა გადავიდეს ქვედა ლიგებიც. 4. მინიმუმ 7 ნორმალური სტადიონი უნდა იყოს ქვეყნის მაშტაბით, თითო რეგიონში თითო. ამას სახელმწიფომ უნდა მიხედოს,, 10 მილიონი ეყოფა. საბოლოოდ იმაზე ნაკლები თანხა გამოდის ვიდრე დღეს ხარჯავს ბიუჯეტი ფეხბურთზე.

• georgiano

რა თქმა უნდა არ აწყობთ, წველიან სახელმწიფო დაფინანსებას. ფეხბურთელებს უნიშნავენ მაღალ ხელფასებს და მერე წილში უჯდებიან, იქ შეკრებებსა და ეკიპირებაზე "ატკატები", იქ გარიგებული მატჩები, იქ ტოტალიზატორში თამაში..

• pele

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის (ანუ ჩვენი)ფული საფეხბურთო გუნდების დასაფინანსებლად. რაიმე შედეგი რომ იყოს, კიდევ ხო!რატომ უნდა გადავუხადო ფული ჩემი ჯიბიდან გაზლუქუნებულ, მაგრამ "პერსპექტიულ ფეხბურთელებს?"

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?

მადრიდის "რეალი" უეფას სუპერთასის მფლობელია [VIDEO]

"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]

"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება

საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი

[ექსკლუზივი] თბილისის "ამერის" აღდგენა ფინელ ინვესტორს სურს

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?

უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს