ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დილა VS დინამო (თბ) - ვინ არის სუპერი?

დილა VS დინამო (თბ) - ვინ არის სუპერი?

საქართველოს სუპერთასი. თბილისი, "მ. მესხი". 20:00. LIVE "II არხზე"
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" და საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "II არხი" წარმოადგენს.

უჩა სოსიაშვილი: "დინამომ" ბოლო ტურში უფრო ნაკლები ენერგია დახარჯა

გია გეგუჩაძე: ხვალ "მიხეილ მესხზე" უშეღავათო ბრძოლა იქნება

ბოლოს და ბოლოს, გვეღირსა და სუპერთასის გათამაშებას მართლაც "ადამიანურ დროს" (ანუ ზაფხულში) ვატარებთ! არადა, უკვე ისე მივეჩვიეთ სუპერთასის მატჩების... დეკემბერში ჩატარებას, აღარც კი გვეგონა, თუ როდისმე ისევ დავბრუნდებოდით "ზაფხულის დროზე".

ჰო, ყველგან ხომ ასეა, აი, ჩვენთან კი, წინა თოთხმეტი გათამაშებიდან, მხოლოდ სამჯერ მოხდა, როცა ამ ტიტულისათვის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთმანეთს ზაფხულში ეცილებოდნენ. თანაც, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი სუპერთასის პირველ სამ გათამაშებას ეხება.

აი, მერე და მერე ჩატარების თარიღიც იცვლებოდა და გარკვეული პერიოდი (ფაქტობრივად, 5 წელიწადი!) საერთოდ აღარ ტარდებოდა, ვიდრე 2005 წელს იმდროინდელი საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის მესვეურთა (დიმიტრი რამიშვილი, პაატა ბურჯალიანი) დიდი მონდომებით არ აღდგა...

ექსპერიმენტს ასრულება არ ეწერა

ისე, თარიღი რახან ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტი არ უნდა ყოფილიყო კრიტიკის ობიექტი, აქაოდა, სუპერთასს ზამთარში რატომ ათამაშებთო! ჰო, ამ შემთხვევაში უკვე სუპერთასზე მონაწილე გუნდების სურვილი იყო გათვალისწინებული, თანაც, მართლაც უცნაური სურვილი!

ჩემპიონი და თასის მფლობელი, როგორც წესი, ზაფხულში ევროტურნირებზე ასპარეზობენ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთში ჩასატარებელი საქართველოს სუპერთასის მატჩი სწორედაც ევროტურნირების შეხვედრებისათვის ჩინებულ სპარინგად გამოეყენებინათ, "გადატვირთული გრაფიკის" მომიზეზებით, საქართველოს სუპერთასის მატჩის ზაფხულში გამართვაზე უარს ამბობდნენ!..

საქართველოს სუპერთასს თავიდანვე "უცნაურობები დაებედა": სულ პირველი გათამაშება იყო (1996 წელს) და ვიდრე მატჩი დაიწყებოდა, სუპერთასზე მონაწილე გუნდებმა (თბილისის "დინამომ" და ბათუმის "დინამომ") პენალტების სერია შეასრულეს! ანუ ამ ექსპერიმენტის არსი ასეთი იყო: თუ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდებოდა, გუნდები ორ თხუთმეტწუთიან დამატებით ტაიმს აღარ ითამაშებდნენ და პრიზიც იმას დარჩებოდა, რომელიც მატჩისწინა... პენალტების სერიაში იმარჯვებდა!

საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს ასრულება არ ეწერა: თბილისის "დინამო", მართალია, დამარცხდა მატჩისწინა პენალტების სერიაში, მაგრამ ძირითად დროში უპრობლემოდ (4:0) შეძლო იმ დროისათვის თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქის, ბათუმის "დინამოს" დამარცხება!

საქართველოს სუპერთასის კიდევ ერთ უცნაურობად ის ფაქტიც შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ერთ წელიწადში (კონკრეტულად, 2013 წელს) საქართველოს სუპერთასი ორჯერ გათამაშდა! ჰო, ჯერ იყო და 22 თებერვალს წინა წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი არკვევდნენ ურთიერთობას, 22 დეკემბერს კი უკვე - 2013 წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი!

აქამდე მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ მოხდა, როცა ერთი და იგივე გუნდი სეზონის სამივე ტიტულს ეუფლებოდა: 1996, 1997 და 2014 წლებში თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო, თასიც და სუპერთასიც!

საქართველოს სუპერთასის ისტორიაში რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჩატარებულა, რამდენიმე კონკრეტულ ფეხბურთელსაც გაუბრწყინია, თუმცა ერთ-ერთ მათგანზე მაინც ცალკე გვინდა ვთქვათ: თბილისის "დინამოს" დღევანდელი კაპიტანი, 37 წლის ალექსანდრე იაშვილი სუპერთასის ორგზის გამარჯვებულია; ეგ კი არა, 1996 წლის 28 ივლისს, სუპერთასის სულ პირველ გათამაშებაში, პირველი გოლი იმ დროისათვის 16 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა!..

ფაქტები დღევანდელ მეტოქეებზე

* სუპერთასის გათამაშებაში "დინამო" მეათედ მიიღებს მონაწილეობას, "დილა" - მეორედ;

* საქართველოს ჩემპიონატისა და თასის 26-წლიან ისტორიაში "დინამოს" მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი აქვს "დილასთან" წაგებული: პირველად - 1998 წელს, თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა, მეორედ კი 2012 წლის შემოდგომაზე, ჩემპიონატში.

* "დინამო" და "დილა" სუპერთასზე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

* "დინამოს" მოქმედი შემადგენლობიდან სუპერთასი ორჯერ აქვს მოგებული ალექსანდრე იაშვილს: 1996 და 1997 წლებში; შარშან, 11 დეკემბერს, "დინამომ" რომ მეექვსედ მოიგო სუპერთასი, იმ შემადგენლობიდან გუნდში კვლავ არიან: მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ჯანელიძე, ოთარ კაკაბაძე და საბა ლობჟანიძე.

ამათ გარდა, სუპერთასზე გაუმარჯვია ვახტანგ ჭანტურიშვილს - 2012 წელს "ზესტაფონის" შემადგენლობაში. "დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ორი ფეხბურთელია, სუპერთასზე რომ უთამაშია: გიორგი ბეგაშვილი 2012 წელს "გაგრას" მეკარე გახლდათ, ჯაბა ჯიღაური კი 2013 წელს "ჩიხურასთან" მატჩში დამარცხდა.

* "დილა" სუპერთასზე მეორედ ითამაშებს; თუმცა გორელთა გუნდში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში რომ უთამაშიათ სუპერთასზე; ამათგან, უპირველეს ყოვლისა, "დილას" კაპიტანი, 31 წლის ალექსანდრე კვახაძე უნდა აღვნიშნოთ, რომელსაც დღეს მეოთხე სუპერთასი ელოდება!

კვახაძემ სუპერთასი ჯერ "ვიტ ჯორჯიის" შემადგენლობაში მოიგო (2009), მერე კი - რუსთავის "ოლიმპის" (2010); ამას გარდა, "დილას" შემადგენლობაში 2013 წელს ითამაშა.

იმ წაგებული ფინალიდან "დილაში" კვლავაც თამაშობენ ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, დავით კვირკველია და ირაკლი მოდებაძე.

აღსანიშნავია, რომ დავით კვირკველიამ ერთ წელიწადში (2013) ორჯერ ითამაშა სუპერთასზე ორი სხვადასხვა გუნდის ("დილა", თბილისის "დინამო") შემადგენლობაში და ორივეჯერ დამარცხდა; სამაგიეროდ, ირაკლი მოდებაძეს აქვს მოგებული საქართველოს სუპერთასი და გოლიც გაიტანა (2010 წელს, რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში).

ასევე სხვა გუნდის შემადგენლობაში აქვთ მოგებული სუპერთასი "დილას" სხვა ფეხბურთელებს: დავით ხურცილავამ ეს ტიტული 2009 წელს "ვიტ ჯორჯიაში" მოიგო, 2013 წელს კი თბილისის "დინამოსთან" ერთად წააგო; გიორგი ნავალოვსკის კი 2005 წელს თბილისის "დინამოსთან" ერთად გაუმარჯვია, 2007 წელს კი "ოლიმპთან" ერთად დამარცხდა.

თითოჯერ უთამაშიათ სუპერთასზე და დამარცხებულან: ირაკლი ძარიას (2008 წელს, "ზესტაფონი") და გიორგი ერისთავს (2012 წელს, "გაგრა"); "დილას" ახალწვეულმა გიორგი პაპავამ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ერთხელ მოიგო სუპერთასი (შარშან), ერთხელ კი - წააგო (შარშანწინ).

დაბოლოს, გორელთა გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელზე: თეიმურაზ ღონღაძე დღეს მეოთხედ ითამაშებს სუპერთასზე და ოთხჯერვე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში! ღონღაძეს საქართველოს სუპერთასი 2011 წელს რუსთავის "ოლიმპთან" ერთად მოიგო, 2013 წელს კი - "ზესტაფონთან".

ამას გარდა, შარშან, 11 დეკემბერს, "ჩიხურას" ფეხბურთელის რანგში ვიხილეთ და ამ უნივერსალ მოთამაშეს ის სუპერთასი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: იმ მატჩის, უდავოდ, გამორჩეულმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში, 0:0-ზე თბილისის "დინამოს" კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა...

მწვრთნელები

"დილას" ახალგაზრდა მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დღეს პირველად გაიყვანს გუნდს სუპერთასზე; აი, მის კოლეგას, გია გეგუჩაძეს კი მართლაც უნიკალური შანსი ეძლევა, რომ სამივე ქართული საკლუბო ტიტულის მფლობელი გახდეს!

გეგუჩაძეს თბილისის "დინამოსთან" ერთად ორჯერ აქვს მოგებული საქართველოს თასი (2004 და 2014 წლებში), "ზესტაფონთან" ერთად კი საქართველოს ჩემპიონი გახდა (2011 წელს).

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს სამივე ტიტული (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი) მოგებული: დავით ყიფიანს (1997 წელს - თბილისის "დინამოსთან" ერთად) და თემურ მახარაძეს (2008 წელს "ზესტაფონთან" ერთად - თასი, 2010 წელს კი "ოლიმპთან" - ჩემპიონობა და სუპერთასი).

აქვე იმასაც დავძენთ, რომ გია გეგუჩაძე დღეს მეორედ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სუპერთასზე: 2008 წლის 3 დეკემბერს, "ზესტაფონის" მთავარი მწრთნელის რანგში პირველი ოფიციალური მატჩი თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარა და ბოლო წუთზე ლევან ხმალაძის ერთადერთი გატანილი გოლით სუპერთასი დინამოელებს დარჩათ.

გამორჩეული ფაქტები, მოვლენები

* სუპერთასის გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამოვლენილა, სადაც დღეს მეექვსე მატჩი ჩატარდება; "დინამო არენაზე" სამჯერ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა. ასევე სამჯერ ჩატარებულა სუპერთასის მატჩი ბათუმში, ხოლო ქუთაისში, რუსთავსა და გორში - თითო-თითოჯერ.

* საქართველოს სუპერთასის წინა თოთხმეტ გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა" - 9 მონაწილეობა და 6 გამარჯვება; შემდეგ თანმიმდევრობა ასეთია: "ზესტაფონი" - 3(2), ბათუმის "დინამო" - 3(1), ამერი"- 2(2), რუსთავის "მეტალურგი" (იგივე "ოლიმპი") - 2(1), "ვიტ ჯორჯია" - 2(1), "ჩიხურა"- 2(1), "სიონი" - 1(0), თბილისის "ლოკომოტივი" - 1(0), "ტორპედო" - 1(0), "გაგრა" - 1(0), "დილა" - 1(0).

* მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი მატჩი შოთა ჭეიშვილმა (ბათუმის "დინამო") ჩაატარა - 3 (1 გამარჯვება); ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: გიორგი ჩიხრაძე ("ამერი") - ორივე მოგება, სოსო ფრუიძე ("ჩიხურა") - ერთი მოგება და ერთი წაგება, დავით ყიფიანი (თბილისის "დინამო", "ტორპედო"), კახა ცხადაძე (თბილისის "დინამო", "სიონი"), კახა კაჭარავა (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი"), ნოდარ აკობია (თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი") - ოთხივეს თითო გამარჯვება.

* სუპერთასზე ერთხელ გაუყვანიათ გუნდი და გაუმარჯვიათ: მურთაზ ხურცილავას (თბილისის "დინამო"), ოთარ კორღალიძეს (თბილისის "დინამო"), რაინერ ცობელს (თბილისის "დინამო"), გელა გომელაურს ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი ჭიაბრიშვილს ("ზესტაფონი"), თემურ მახარაძესა ("ოლიმპი") და კახა გოგიჩაიშვილს (თბილისის "დინამო").

აღსანიშნავია, რომ კახა გოგიჩაიშვილი ერთადერთია, ვისაც სუპერთასზე ფეხბურთელის რანგშიც გაუმარჯვია და როგორც მწვრთნელსაც.

* ქვემოთ დასახელებულ მწვრთნელებსაც თითოჯერ უასპარეზიათ სუპერთასზე, ოღონდ დამარცხებულან: ანატოლი პისკოვეცს ("ოლიმპი"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), ვალდას ივანაუსკასს ("დილა"), მერაბ კოჭლაშვილს ("ოლიმპი"), ზვიად ჯელაძესა ("გაგრა") და მალხაზ ჟვანიას (თბილისის "დინამო").

როგორც ამჩნევთ, საუკეთესო შედეგი (თანაც - აბსოლუტური) დღესდღეობით საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელს, გიორგი ჩიხრაძეს აქვს, რომლის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ამერმა" სუპერთასზე ორჯერ იასპარეზა და ორჯერვე გაიმარჯვა.

* საქართველოს სუპერთასის წინა 13 გათამაშებაში 23 ლეგიონერს უასპარეზია: ჩასემს, ევოჩეს, ჯუისს (სამივე - კამერუნი), რამონს, ლეონარდოს, ნათან ჟუნიორს (სამივე - ბრაზილია), აკუასაგას, ოვონოს, აკირემის (სამივე - გაბონი), ოვონიკოკოს, ჯერემიას (ორივე - ნიგერია), ბოტი გოას, ვუოს (ორივე - კოტ დ'ივუარი), ორიოლ ლოსანოს, ჩისკოს (ორივე - ესპანეთი), ედნილსონს (პორტუგალია/გვინეა-ბისაუ), კრშკოს (სლოვაკეთი), სპასოევიჩს (ჩერნოგორია), ინომოვს (უზბეკეთი), პეტკოვს (ბულგარეთი), იელიჩს (სერბეთი), გოგას (რუმინეთი), გლიშიჩს (მაკედონია).

ამათგან საუკეთესო შედეგი ჩისკოს აქვს: ესპანელმა შემტევმა ორჯერ ითამაშა სუპერთასზე და შარშან, 11 დეკემბერს "დინამომ" სულაც მისი გოლით გაიმარჯვა. თითო-თითო გოლი აქვთ გატანილი სხვა ლეგიონერებსაც: ჯონი ჯერემიას ("გაგრა") და აბაიომი ოვონიკოკოს ("ზესტაფონი").

* არბიტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ლაშა სილაგავას აქვს, რომელსაც სუპერთასზე სამჯერ უმსაჯია (2009, 2010 და 2013 წლებში). ორ-ორჯერ იმსაჯეს: ლევან ფანიაშვილმა და გიორგი ვადაჭკორიამ; თითო-თითოჯერ: ელგუჯა სილაგავამ, პაატა დოგრაშვილმა, თამაზ ლაცაბიძემ, კახა მესხმა, დავით ხარიტონაშვილმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა და ალექსანდრე კრიჭაშვილმა.

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა: რიგით XI გათამაშებაში, 2013 წლის 22 თებერვალს რომ ჩატარდა, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" პენალტების სერიაში 4:2 მოუგო ვალდას ივანაუსკასის დამოძღვრილ "დილას".

2009 წლის 17 დეკემბერს, რუსთავის "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩატარდა და რიგით IX გათამაშებაში თბილისის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" პაექრობამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა; აი, დამატებითი დროის მიწურულს კი "ვეტერინარებმა" გამარჯვების გოლი გაიტანეს და კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს სუპერთასს.

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი დღესდღეობით "სამტრედიაში" მოასპარეზე გრიგოლ დოლიძე გახლავთ: "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა სუპერთასზე და 4 გოლი გაიტანა; ამას გარდა, დოლიძე ერთადერთი ფეხბურთელია, საქართველოს სუპერთასზე ჰეთ-თრიკი ვისაც შეუსრულებია: 2007 წლის 9 დეკემბერს, გორში, თოვლიან ამინდში, "ამერმა" დიდი ანგარიშით (4:1) მოუგო "ოლიმპს" და თბილისელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმაც ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა რუსთაველთა გუნდის კარში.

* აღსანიშნავია, რომ, ჰეთ-თრიკისა არ იყოს, "დუბლიც" მხოლოდ ერთხელ არის შესრულებული: სულ პირველ გათამაშებაში (1996 წლის 28 ივლისს რომ ჩატარდა), თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა დავით ყიზილაშვილმა ბათუმის "დინამოს" კარში 2 გოლი გაიტანა.

* საქართველოს სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ - 5 გამარჯვება (სამჯერ - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის"); სამ-სამჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი გიორგი დავითნიძეს (თბილისის "დინამო" - 1, "ამერი" - 2), დავით ბოლქვაძეს ("ამერი" - 2, "ოლიმპი"- 1), შოთა ბაბუნაშვილს ("ზესტაფონი"- 2, თბილისის "დინამო" - 1) და დავით ოდიკაძეს (თბილისის "დინამო" - 2, "ჩიხურა" - 1).

სუპერთასის ყველა მატჩი

28.07.1996 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:0

04.08.1997 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:1

02.08.1998 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:2

29.02.2000 დინამო (თბ)-ტორპედო 1:0

17.09.2005 დინამო (თბ)-ლოკომოტივი 1:0

01.12.2006 ამერი-სიონი 1:0

09.12.2007 ოლიმპი-ამერი 1:4

03.12.2008 დინამო (თბ)-ზესტაფონი 1:0

17.12.2009 დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 1:2 დდ

21.12.2010 ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0

29.05.2012 ზესტაფონი-გაგრა 3:1

22.02.2013 ზესტაფონი-დილა 0:0, პენ 4:2

22.12.2013 დინამო (თბ)-ჩიხურა 0:1

11.12.2014 დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gori

ჰაა გამოვიცანი თუარა? ან რა დიდი გამოცნობა მაგას უნდოდა?დილას 3 გოლიც რო გაეტანა დინამო 4-ს გაუტანდა ,,,ეს იაფფასიანი სპექტაკლი იყო,,სოსიაშვილს მოგება რო უნდა რამისა თვითონაც შევიდეს სათამაშოდ,,მარა გუშინ ეტყობა ძიებმა გააფრთხილეს და რა ექნა???

• ana

თას ალბათ რეზიკო გადასცემს გიხაროდეტ ვაი თქვენს პატრონს

• gori

რატო დონამოზე არ ტარდებაა???:D:D:Dვაი თქვენს პატრონს რა გეშველებათ,,,ეს თამაში უბრალოდ ფორმალობაა თორემ ყველამ იცის რაც უნდა მოხდეს უკვე.თორე აგერ ნახავთ

• ლაშა

ს უ პ ე რ -ი არა კუ.. კარგით რა, სინდისიც კარგი საქონელია .... :)

• გივი

რატომ "ს უ პ ე რ" და არა რაიმე სხვა მოკლეთ ამ ინგლისურზე ჭკუა გეკეტებათ

• narod

ეჰჰ ყველანაირი ინტერესი დამეკარგა ევრო თასებზე ამათი გამოსვლის შემდეგ , საქ.ჩემპიონატს რომ ვუყურო... წინა ჩემპიონატს ძალით ვუყურებდი ხოლმე , ეხლა ამ უბედურებას ძალითაც ვერ ვუყურებ :)

• გორელი

არ არის პრივილეგია თბილისის "დინამოსთვის"თბილისში მასპინძლის სტატუსით თამაში? ეს ხომ მას უპირატესობას ანიჭებს? მერე იტყვიან"დინამომ"ამდენჯერ მოიგო ტიტულიო. ჩატარებულიყო გორში ეს ფინალი,უკეთესი არ იქნებოდაა?დასწრებაც გაცილებით მეტი იქნებოდა,ვიდრე თბილისში. ან უკიდურეს შემთხვევაში ნეიტრალურ მოედანზე,ვთქვათ ქუთაისში.იქნებოდა სამართლიანი.

• gio

სუპერი ფარჩაკთა შორის..

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]

თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა

გორის "დილამ" სპარინგში თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა

გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით