"ნიუკასლ ფანკონზსთან" შეხვედრის შემდეგ საქართველოს მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს
29 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიუკასლიდან გილდფორდში ბრუნდება, სადაც სარის სპორტულ ცენტრში გააგრძელებს შეკრებას.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" კანადას შეხვდებიან.

მატჩი 2 სექტემბერს, ეშერში გაიმართება და საქართველოს დროით 22.30 საათზე დაიწყება.

შეკრების დასრულებამდე "ბორჯღალოსნები" მესამე მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, შაბათს, 5 სექტემბერს, გლოსთერში ჩაატარებენ. ეს თამაში 18.45 საათზე დაიწყება.

"ნიუკასლ ფანკონზსთან" შეხვედრის შემდეგ საქართველოს მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ილია ზედგინიძე (სამწვრთნელო შტაბის წევრი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი):

"მომზადების დამაგვირგვინებელ ფაზაში გადავედით. 9-კვირიანი წრთობის შემდეგ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სათამაშო გარემოში გვენახა გუნდი.

რა თქმა უნდა, სარაგბო კუთხით ჯერაც ბევრია სამუშაო და ამდენხნიანი ფიზმომზადების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნებოდა. გამოჩნდა ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ მეტი ყურადღება. ახლა მიმდინარეობს ვიდეო-ანალიზი, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად ვიმოქმედებთ.

წრთობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ფიზიკურად ყველა ისეთ ფორმაშია, რომ დატვირთვას გაუძლოს. მატჩის განმავლობაში მოთამაშეებს ენერგია არ გამოლევიათ და ყოჩაღად იყვნენ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ სათამაშო დროის ყველასთვის მისაცემად, 30-მა მორაგბემ ითამაშა - ზოგს 40, სხვას კი ნაკლები წუთი ერგო.

ტესტებს რომ მოვილევთ, საბოლოო დასკვნებს მერეღა გამოვიტანთ. მოთამაშეებმა ფაქტიურად ჩააბარეს წინასწარი გამოცდა და ამას შტაბში დადებითად ვაფასებთ"

მილთონ ჰეიგი (მთავარი მწვრთნელი):

"უმნიშვნელოვანესი სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ. ამ პროცესის გავლა აუცილებელი იყო. რამდენიმე დაგეგმილ კომბინაციაზე ვიმუშავეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენთვის სავარჯიშო მატჩი იყო, ზოგადად კმაყოფილი ვარ და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ყველას მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ გუნდს ამდენი მზადების შემდეგ აკლდა სათამაშო პრაქტიკა - ძალიან ბევრს დიდი ხნის განმავლობაში აღარ ებურთავა. განვლილი წრთობის შემდეგ, ეს ჩვენი მზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან უკვე უშუალოდ სარაგბო კომპონენტებზე და თამაშზე ვართ გადასულნი.

გავიმეორებ და შევნიშნავ, რომ ეს ნაწილია მზადების პროცესისა, რომლის განმავლობაშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგასთან ძალიან კარგად ვითამაშოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ, და იმასაც ვიტყვი, რომ მატჩმა ზოგი მოთამაშე გამოაფხიზლა. ეს მსოფლიოსთვის მზადების გზაზე კიდევ ერთი და კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ ეტყობა, ამისათვის საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. პირველი ნახევრით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ბურთსაც ბლომად ვფლობდით, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წნეხში ვამყოფებდით და მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით.

კარგად ვუტევდით, მაგრამ ეგეც ვთქვათ, რომ დასრულება გვიჭირდა, მეორე ნახევარში კი "ნიუკასლმა" ისეთი ლელოები დაგვიდო, რომელთაგან თავის დაღწევა შეგვეძლო.

ისეთი ბევრი რამ დავინახეთ, რისი მზადების პროცესში გათვალისწინებაც გვარგებს. ბიჭებთან ერთად ვიდეო-ანალიზს გავივლით და შესაბამისად ვიმუშავებთ. ჯამში, მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, თან მისი მიღების შესაძლებლობა ყველას მიეცა.

გუშინდელი გაკვეთილი გუნდზე დადებითად იმოქმედებს. 4 დღეში კანადას ვეთამაშებით. შესაბამისად, უკვე ამ მატჩზე ვფიქრობთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ჰეიგის სიტყვები: "მატჩმა ზოგი მოთამაშე გამოაფხიზლა", ცუდის ნიშანია, ეტყობა რაღაცეები არეულია გუნდში
გიო
1. ნუ წუწუნებთ, ნაკრები ვარჯიშობს 2. ინგლისის საშუალო გუნდს შეუძლია ჩვენი დონის გუდნის (კანადა, რუმინეთი, იაპონია, აშშ...) დამარცხება, საკმაოდ მაღალი დონეა ინგლისში, 2 წლის წინ იგივე ფალკონსმა ტონგას მოუგო... 3. წესით კლუბი უფრო შეთამაშებულია ვიდრე ნაკრები 4. ჩვენები ვარჯიშობენ და ემზადებიან მსოფლიო თასისთვის, ფალკონთან თამაშის მოგება მთავარი მიზანი არ იყო 5. ჯარიმებს არ ურტყავდნენ, შესაბამისად ქულებიც ვერ დაგროვდა 6. 31 კაცმა ითამაშა 80 წუთი, შესაბამისად ერთი გუნდით არ ვთამაშობდით, ძნელია გუნდის დალაგება როცა ყოველ 10 წუთში კაცი იცვლება 7. ტონგასთან დიდი შანსია წავაგოთ და ყველა ნუ ელოდება მათთან მოგებას!!!
ROMA
ჩემო კარგებო,უკვე 25_ი წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ისევ საბჭოთა კავშირივით ვაზროვნებთ,დროა უკვე გავიზარდოთ.გისვამთ კითხვას რატომ არ გვიშვებენ 6_თა ერის გათამაშებაზე?იმიტომ,რომ ისე სუსტები ვართ,რომ აზრი არ აქვს იქ ჩვენს ყოფნას,ასევე გრანდებს მხოლოდ მსოფლიო თასზე ვეთამაშებით,ისიც იმიტომ,რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ,ხოლო ერთმანეთში ზალიან ხშირად ასპარეზობენ,ეს იმიტომ ხდება,რომ სუსტები ვართ და ჩვენთან თამაში მათ არაფერში ჭირდებათ.
st
თუ ვინმეს ჰგონია რომ საქართველოს ბალკონებისთვის მთელი ენერგია უნდა დაეხარჯა - ცდებით... ჩვენი მიზანი მსოფლიოზე ტონგაა.... საქართველო კი ის გუნდია რომელიც ტაკტიკურ უკანდახევას აკეთებს რომელიც როდესაც დრო მმოვა მთელი ძალით მიზანს დედას უტირებს.... დამიჯერეთ... ბიჭები ვარჯიშობენ!!!!
st
ვარჯიში იყო.... დამიჯერეთ გუნდი სუ სხვაა.... სულ სხვა...
giorgi
ისე ირონია გვერძე იყოს და ელემენტარულია რო სანამ ასეთ უაზრობებს დაწერდეთ ჯობია გაერკვიოთ რა ხდება და მერე შეგრცხვეთ და იძახდეთ ყველაფერში ვაგებთო. თქვენი ქომაგობა არ გაიშვას, ტფუი.
giorgi
ვისაც საქართველოს ნაკრების რცხვენია წავიდეს და ფეხბურთს უბალეშიკოს, მარტივია ძალიან. მანდ ხოა ყოველი თამაში 10-0 რო ვიგებთ და უყურეთ მაგას და იბედნიერეთ და იხარეთ. ჩვენ კიდე რაგბის ქომაგები დავჯდებით ცხვირჩამოშვებულები და....
GERONTI
ვააააახ ყველგან ყველასთან და ყველაფერში ვაგებთ.....
მრცხვენია
ასეთი სამარცხვინო განადგურება ინგლისის საშუალო გუნდისგან?თან პრეტენზია გვაქვს 6 ერის მონაწილეობაზე.რა ხდება ასეთი მაგარი ჩამორჩენილები თუ ვართ.
burnuta
მაქსიმალურად კრიტიკულად მილტონ,მაქსიმალურად კრიტიკულად შეხედეთ სამწვთნელო შტაბში ყველაფერს და გამოსწორებას ეცადეთ.ეს მსოფლიო თასი ისტორიული უნდა გახდეს ბორჯღალოსნებისთვის.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ილია ზედგინიძე: დაძაბულობის განმუხტვა ჩემი ერთ-ერთი მიზანია
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
გოჩა სვანიძე: რაგბი უნდა გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი
მსოფლიოს თასის გახსნის ცერემონიალზე ილია ზედგენიძეც წარსდგა [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინეს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს