საქართველოს ნაკრების მეტოქეს კაპიტანი დაუშავდა
4 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიას უმასპინძლებს.

გორდონ სტრაჩანის გუნდი თბილისში 2 სექტემბერს ჩამოფრინდება. შოტლანდიის გუნდმა მზადება უკვე დაიწყო, ნაკრებში გამოძახებული 21 ფეხბურთელიდან 18 ვარჯიშობს.

შოტლანდიას კაპიტანი სკოტ ბრაუნი დაემტვრა, "სელტიკის" კაპიტანი "სენტ ჯონსტონთან" მატჩში დაშავდა. ბრაუნი მაინც გამოცხადდა ნაკრების შეკრებაზე, ისევე, როგორც ტრავმირებულები იკეჩი ანია და რასელ მარტინი.

მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ დაელოდონ კაპიტანს და ის არ ჩაანაცვლონ. შესაძლოა, ბრაუნმა თბილისში ჩამოსვლამდე ვერც ივარჯიშოს, რადგან შოტლანდიელები საქართველოსთან მატჩს ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრად მიიჩნევენ:

bbc.com-თან ინტერვიუში "ჰალის" შოტლანდიელმა ახალწვეულმა შონ მელონიმ საქართველოსთან თამაშზე ილაპარაკა:

"ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში ჩვენ კარგად ვეთამაშეთ საფრანგეთს, მაგრამ საქართველოსთან მატჩმა გული დაგვწყვიტა. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან.

მაგრამ ახლანდელ ციკლში საქართველოს ნაკრებს შინ ძალიან კარგად ვეთამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში საქართველომ აჩვენა, რომ კარგი გუნდია.

ვიცი, რომ მათ უფრო მეტი ქულა დაიმსახურეს, ვიდრე მოიპოვეს. ყოველ შემთხვევაში, რისი იმედიც ჰქონდათ. როგორც ყველა საერთაშორისო მატჩი, ესეც ძალიან რთული იქნება ჩვენთვის.

ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რამდენად კარგები ვართ ჩვენ და იმედია, ეს ჩვენ სასარგებლოდ მოხდება".

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეწვევა. ირლანდიელთა მწვრთნელი მარტინ ონილი ამბობს, რომ საქართველო-შოტლანდიის მატჩზე არ ფიქრობს, თუმცა მათთვის იდეალური იქნება, თუკი ჩვენი გუნდი შოტლანდიას ქულებს დააკარგვინებს.

gau
გენიოსები არიან. გადამეტებულად უნდა შეაფასო მეტოქე, სამაგიეროს მერე იგრიალებ. ჩვენები წინასწარ ზეიმობენ და მერე ყველას აბრალებენ თავის თავის გარდა.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
შოტლანდიის ნაკრების კაპიტანს ბრაუნს მალტელმა მცველმა ბორგმა შეაფურთხა
გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრებიდან წავიდა
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
შოტლანდიის ნაკრებს დროებით მალკი მაკეი გაწვრთნის
მარტინ ონილი: ფიფას რეიტინგის არ მჯერა - საქართველო რთული მეტოქეა
მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს
სტრაჩანმა წარუმატებლობა შოტლანდიელთა გენეტიკას დააბრალა
"გონება მკარნახობს, რომ საქართველო მაინცდამაინც შოტლანდიას დააზარალებს"
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი.D ჯგუფი: გოლი და სიკვდილი [VIDEO]
მეტოქე: ონილმა ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ფეხბურთის "ცუდი ბიჭები": სერხიო რამოსი, ლუის სუარესი, ნეიმარი...
12 მამა-შვილი, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ [PHOTO]
მარტინ ონილი: საქართველოსთან მხოლოდ რთულ თამაშს ველი
ირლანდია VS საქართველო - დროა, ეს ისტორია დასრულდეს
გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა
შოტლანდიის ნაკრები კრიზისში - სტრაჩანი ბეწვის ხიდზე
გორდონ სტრაჩანი: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვნერვიულობთ