ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ

მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ

"ფედერაციის პრეზიდენტი რომ გავხდები, პირობას გაძლევთ, სფფ-ს მინიმუმ 10 სპონსორი ეყოლება და ფეხბურთს ბიზნესად გადავაქცევთ!"
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა და ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ილაპარაკა.

ასე ხომ არ შეიძლება?!.

- საარჩევნო პროცესში კიდევ ბევრი დარღვევა აღმოვაჩინე. მაგალითად, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს არ ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად დაესახელებინა დელეგატი. გურიის ფედერაციის წესდების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტში წერია, რომ პრეზიდენტი ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ასე რომ, გურიის ფედერაციის გამგეობას თამამად შეუძლია მოიწვიოს საერთო კრება და შეცვალოს პრეზიდენტის უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება!..

...სფფ გამოვააშკარავე საკუთარი წესდების წამდაუწუმ და უკანონო ცვლაში. ახლა საკუთარი ეთიკის კოდექსის არცოდნაშიც ვამხელ - ფედერაციამ ეს კოდექსი 2012 წლის ივლისში მიიღო და ისე ჩანს, რომ თავადაც არ აქვთ წაკითხული. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, თქვენ მაინც წაიკითხეთ! მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურმა პირებმა არ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ თანამდებობა და ამით კერძო ინტერესების დაკმაყოფილებას არ უნდა შეეცადონ.

...ინტერესთა კონფლიქტზე მე-5 მუხლში წერია: "დანიშვნამდე, ნებისმიერ თანამდებობაზე კანდიდატმა უნდა ამოწუროს ნებისმიერი პირადი ინტერესი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მომავალ საქმიანობას".

...ასე რომ, არავითარი უფლება არ აქვთ, დელეგატად დანიშნონ ადამიანი, ვინც ფედერაციაში ხელფასს იღებს! ფედერაციამ კი ასეთი პრეცედენტები რეგიონებში დაუშვა, სადაც დელეგატებად საკუთარი თანამშრომლები შეარჩია.

მიბაძეთ იმერეთის გუბერნატორს!

- ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე.

...მომავალში, სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და სხვა კლუბებსაც იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გაგზავნილი მიმართვა. ჯერ უნდა მიმართოთ სფფ-ს წევრობაზე და არა ხმის უფლებაზე, რადგან წევრობა ამას ავტომატურად გულისხმობს!

მზად ვარ, ყველა კლუბს დავუწერო განცხადება, თუ იურიდიულ მხარეში ვერ ერკვევიან.

სად ხართ, სპონსორებო?!

- ფედერაციის პრეზიდენტი რომ გავხდები, პირობას გაძლევთ, ამ ორგანიზაციას მინიმუმ 10 სპონსორი ეყოლება და სახელმწიფოსთან ერთად ვიმუშავებთ, ფეხბურთს ბიზნესად გადავაქცევთ! სხვაგვარად, საქართველოში ფეხბურთს მომავალი არ ექნება.

...განა ნორმალურია, რომ "პირველი არხი", რომელიც ჩვენი ფულით საზრდოობს, ლამისაა აქეთ გვთხოვს ფულს მატჩების ჩვენებაში?! მერამდენე პრესკონფერენციას ვატარებ და ყველა ტელევიზია მოდის, "პირველი არხის" გარდა! რაში იღებენ ჩვენი და ჩვენი შვილების ფულს ხელფასად?! ნუთუ, ქართული ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდიათ?!

გამოუყენებელი მილიონები

- როგორც უმაღლესი პირების გამოსვლებიდან ვიცი, სახელმწიფო აპირებს 5-წლიანი პროგრამის გატარებას, რომლის მიხედვით, ყოველ წელს ფეხბურთისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. განცხადებაც დავუწერე, მაგრამ დიდი თხოვნის მიუხედავად, არ შემიყვანეს სახელმწიფო კომისიაში, სადაც ორი წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა, არაფერი გაკეთებულა!

...აგერ, ბატონო, 15 წუთის საქმეა. ჩემი ხედვით, ფეხბურთის განვითარებისთვის თქვენ მიერ დასახელებული 44 მილიონიც საკმარისია, 50 მილიონით კი პროგრამა უფრო შედეგიანი იქნება.

...სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ამ 44 მილიონიდან უმაღლეს ლიგაში 11,64 მილიონი ლარი დაიხარჯება. სეზონამდე ყველა გუნდი 500 ათას ლარს მიიღებს. 8 მილიონი პრიზიორებისაა: ჩემპიონისთვის - მილიონი, მეორეადგილოსნისთვის - 500 ათასი, ხოლო ბრინჯაოსმედალოსნისთვის - 300 ათასი. დანარჩენი 3 მილიონიც ადგილების მიხედვით ნაწილდება.

თასის მფლობელი 250 ათასს მიიღებს, ფინალისტი - 100 ათასს, ნახევარფინალისტები - 25 ათასს, მეოთხედფინალისტები - 10 ათასს. ანუ ამ გათამაშებაში სულ 490 ათასი იხარჯება. გარდა ამისა, სუპერთასზე 150 ათასია გათვალისწინებული, მისი მფლობელი 100 ათასს მიიღებს, ფინალისტი - 50 ათასს.

...პირველი ლიგის 20 გუნდზე კი 6,8 მილიონს გასცემენ: სეზონამდე თითოეულს 250 ათასი დაერიცხება, გამარჯვებულებს - 150 ათასი, მეორეადგილოსნებს - 120 ათასი.

უფასო ბავშვთა ფეხბურთი

- დანიაში ჩემს მეგობარს, ცნობილ ფეხბურთელ პერ ფრიმანს ბავშვების წვრთნაში ვეხმარებოდი. 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, მთავარია, ფეხბურთი შევაყვაროთ, შემდეგ თავად გადაწყვეტენ, რა გზას დაადგნენ. ასეთი მიდგომა ფეხბურთს უფრო მასობრივს გახდის. დანიაში მარტო 80 ათასი ქალი ფეხბურთელია, 300 ათასი კი - კაცი.

...ჩვენს 150 სკოლაში კი 6-18-წლამდელი სულ 12 ათასი ბავშვია. მასობრიობის გარეშე ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა როგორ გვინდა? მაგრამ პირობას გაძლევთ, ამ რიცხვს გავაორმაგებ. ამ მიმართულებით 4 მილიონია გათვალისწინებული. ჩემი ხედვა ემსახურება იმას, რომ ყველა ბავშვის ოცნება ასრულდეს და ამ თანხით 6-დან 13 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი გადასახადისგან გათავისუფლდეს!

ფეხბურთის მასობრიობისთვის საჭიროა მეტი განათლებული, ლიცენზირებული მწვრთნელი. C და B კატეგორიის ასაღებად, შესაბამისად, 400 და 800 ლარია საჭირო და ბევრ დამწყებ მწვრთნელს ამის საშუალება არ აქვს. ამ მიმართულებით წელიწადში 88 ათასის გაღება საკმარისი იქნება.

მასობრიობისთვის აუცილებელია რეგიონული ფედერაციების გაძლიერება და მათი დაფინანსების 50 ათასამდე გაზრდა. 13 რეგიონია და წელიწადში სულ 650 ათასი ლარი დაგვჭირდება.

მსაჯობაზე გათვალისწინებული 500 ათასიდან 100 ათასი სეზონისწინა შეკრებას მოხმარდება, 400 ათასი - სეზონის ბოლოს მსაჯების პრემირებას. აქედან 100-100 ათასი თანაბრად დაიხარჯება უმაღლეს, პირველ, მეორე ლიგებსა და ბავშვთა ჩემპიონატებში.

სტადიონები, ანუ გახსოვდეს აფხაზეთი!

- სამწუხაროდ, ბევრ ქალაქში ფეხბურთი აღარ არის. თუ სახელმწიფო ჩემს ხედვას გაითვალისწინებს, ყველა ქალაქში აღდგება გუნდი, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების - სოხუმის "ცხუმიც", ოჩამჩირის "ამირანიც" და გალის "მზიურიც"!

...რომ არა ბესო ჩიხრაძე, აფხაზური ფეხბურთი არავის ემახსოვრებოდა. ჩემეული ხედვით, "გაგრა" იმსახურებს სტადიონს და თუ პრეზიდენტი გავხდი, ზუსტად წელიწადში ავუშენებ კიდეც თბილისში ანდაც მუხრანში, სადაც "გაგრას" ბაზა აქვს!

...არსებული პროგრამით, ინფრასტრუქტურაზე 12 მილიონი გამოიყოფა, დაპირების შემთხვევაში კი - 6 მილიონი დაემატება.

ბოლო წლებში ბევრს ლაპარაკობენ ბათუმის სტადიონის აშენებაზე, მაგრამ ტენდერი მერამდენედ ჩაიშალა? ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, 2016 წლის 3 ოქტომბერს ბათუმში ვახტანგ ქორიძის სახელობის, ხოლო ზუგდიდში ოთარ გაბელიას სახელობის ახალი სტადიონი გაიხსნება.

...აუცილებელია სტადიონების აშენება ტყიბულში, მაუდისა და ფეიქრის არენების რეკონსტრუქცია, უმაღლესი ლიგის ყველა სტადიონზე განათების სისტემის მოწყობა და ბაზების მშენებლობა...

ცხადია, ფული უნდა გადანაწილდეს ფუტსალზე, ქალთა, უნარშეზღუდულთა, ქვიშისა და ეზოს ფეხბურთის ასოციაციებზე, ვეტერანებზე... ფეხბურთის ფედერაციამ კი სახელმწიფოსგან 4 მილიონი უნდა მოიკლოს, რადგან ფიფასა და უეფასგან ფულს საკმაოდ იღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaza

მამუკა მაგარი ხარ,მიდი მიაწექი

• johnny10

საინტერესოა ამ კანდიდატს რატომ არ აქცევენ ყურადღებას. არველაძე-კობიაშვილი რომ ერთად დასვეს, მგონი კვარაცხელიაც მათთან ერთად უნდა ჩაერთოთ რომელიღაც ტელევიზიაში. არველაძემ ისე საცოდავად წააგო დებატი, აშკარად აკლდა კიდევ ერთი ძლიერი ხმა დებატს. პიარის არქონის გამო არ უნდა ჩამოეწერათ, აქ მშვენივრად საუბრობს, საინტერესო და ლოგიკური იდეებიც აქვს და მონოპოლისტ არველაძეს და მინდორიდან ახალ გამოსულ კობიზე აკეთებენ ფსონებს. გასაგებიცაა, უბრალოდ ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა, ჯობია ყველას მიაქციოს ყურადღება, განსაკუთრებით ასეთ გამოცდილს ფეხბურთში, რო საუკეთესო გახდეს პრეზიდენტი

• beka

მამუკა, გეთანხმები. ტვ არ უნდა ვეწვეწოთ. კარგი იქნება სფფ თავისი არხი გააკეთოს და პირდაპირებში უჩვენოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები. საკაბელო ქსელებში ჩართვა არ წარმოადგენს პრობლემას. აფხაზური კლუბებზე გეთანხმები თუმცა უნდა ვეცადოთ დნესტრისპირეთის მაგალითზე ვიზრუნოთ. ჩემპიონატის წახალისებაზე ყაბულს ვარ და სწორიცაა !!! ლიცენზირებაზეც გეთანხმები!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ

როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..

ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

შესაძლოა, 14 სექტემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს!

[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!

სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

მამუკა კვარაცხელია: სააკაშვილის დანიშნული სახელმწიფოს ჩარევაზე როგორ ლაპარაკობს?

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია