ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი მომავალ არჩევნებსა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლანჩხუთის "გურიის" ვეტერანმა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსების აქტიურმა მხარდამჭერმა დავით უგრელიძემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე "ლელოსთან" ილაპარაკა...

სიჭინავას გადადგომასა და სისტემაზე

- ეს კაცი დიდი ხნით ადრე უნდა გადამდგარიყო. საერთოდ, არ მესმის, კაცის ორჯერ გადადგომა რას ნიშნავს, ცირკში ხომ არ ვართ? ეტყობა, ჰგონია, რომ მეხსიერება დაგვიქვეითდა. აგვისტოში თუ გადადგება, მეორედ ამის შეხსენება ვის დასჭირდა, ვინც ამ არეულობისკენ აქეზებს?..

...ყურადღებით ვაკვირდები საარჩევნო პროცესს. სამწუხაროდ, სფფ-ის მხრიდან მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე. არც მიკვირს, რადგან საქმე გვაქვს წლების განმავლობაში კარგად ჩამოყალიბებულ უსამართლო სისტემასთან. პატრონი თუ "დაქოქავს", ფედერაციის ყველა წევრი მზადაა, შეიკრას და მიწასთან გაასწოროს ისინი, ვისი მიზანიც ვითარების გაჯანსაღება, ძირეული ცვლილებები და ქართულ ფეხბურთში სამართლიანობის აღდგენაა...

ის, რაც საარჩევნო პროცესის დროს ხდება, არის ერთი მუჭა ფუნქციონერებისა და გაყიდული სუბიექტების შეთქმულება ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ და დანაშაული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე...

დროა, შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ დამანგრეველ ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ და ფეხბურთში გზა გავუხსნათ ახალ ძალას, რომელიც ვითარებას რადიკალურად შეცვლის...

არჩევნები უკვე გაყალბებულია

- ფეხბურთის ფედერაციამ არჩევნების გაყალბება დიდი ხნის წინათ დაიწყო. საამისოდ, ყველა სუბიექტის ხმისთვის ბრძოლა წესდების დარღვევით დაიწყეს, რათა ისინი სრულად გაეკონტროლებინათ.

პირადად ვნახე, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე სასურველი კანდიდატი როგორ გაიყვანეს. მაშინ გიალო ჩხაიძეს უსამართლოდ მოექცნენ. შედეგად, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ყრილობაზე დელეგატის შერჩევისას სფფ-ისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო...

...ფედერაციას უკვე გაყალბებული აქვს არჩევნები და ყველანაირად ცდილობს არსებული ვითარების შენარჩუნებას. სფფ-სა და მის აღმასკომს არაერთხელ მიმართეს, რომ გაესწორებინა წესდება და სამართლიანი გაეხადა, მაგრამ წასაყრუებლად ათასგვარ მიზეზს იგონებდნენ. ასევე მოიქცნენ მოთხოვნაზე, რომ კლუბები სფფ-ის ახალ წევრებად მიეღოთ. იმიტომ, რომ ყრილობაზე წარმოდგენილი სუბიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება არა ქართული ფეხბურთის, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესს.

...კლუბებს ფედერაციის სუბიექტებად მიღება იმიტომაც ეკუთვნით, რომ მისი ეგიდით გამართულ ტურნირებში თამაშობენ და საწევროს იხდიან. მაგრამ ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში, სფფ-ის თავისი კანდიდატის გაყვანის არანაირი შანსი არ დარჩება და მოთხოვნას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან...

...კიდევ ერთი ფაქტია, სფფ-ის მიერ ყრილობის შედეგების წინასწარ გაყალბებას რომ ადასტურებს. რევაზ არველაძემ ბრძანა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეთიკის კოდექსის მუხლს არ იცნობს. არადა, მე-5 მუხლში სწორედ ამაზეა ლაპარაკი - არველაძეს უფლება არ ჰქონდა, თვალი დაეხუჭა, რომ დელეგატად დაამტკიცეს პირები, რომლებიც მისგან ხელფასს იღებდნენ - მისი თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახთან დაახლოებული პირები.

ეს დაუშვებელია და ამიტომ დელეგატთა შემადგენლობა სასწრაფოდ შესაცვლელია. მათ რეგიონულ ფედერაციებს უნდა მისცენ უფლება, ეს ხალხი დემოკრატიული წესით თავად დაასახელონ. ერთპიროვნულად წარდგენილი დელეგატი რეგიონის ინტერესს ვერ დაიცავს.

ეს და სხვა მრავალი დარღვევა, რაც მამუკა კვარაცხელიამ გამოააშკარავა, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს...

...სფფ და აღმასკომი არ რეაგირებენ ამ დარღვევებზე და ცდილობენ, როგორმე მივიდნენ არჩევნებამდე და 5-წლიანი მმართველობა კიდევ ერთხელ უკანონოდ გაიფორმონ. მივმართავ მათ, რომ დროზე გამოფხიზლდნენ და მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილება, დროულად დააკმაყოფილონ 24 კლუბის მოთხოვნა და გაზარდონ სუბიექტების რაოდენობა.

ნუ დაუპირისპირდებიან ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა და ვეტერანთა დიდ არმიას, რომლებიც ფეხბურთით ვცხოვრობთ და რეფორმებს ველით. ნუ შეუწყობთ ხელს ვითარების დაძაბვას და ისედაც განადგურებულ ქართულ ფეხბურთს უარესად ნუ გავხლეჩთ. საზოგადოება უკანონობას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს...

ვინ ლაპარაკობს სახელმწიფოს ჩარევაზე?!

- მცირე ხნის წინათ იმერეთის გუბერნატორმა თავისი რეგიონის კლუბებს მოუწოდა, ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანებულიყვნენ და ქართული ფეხბურთის მომავლის გადაწყვეტაში მიეღოთ მონაწილეობა. ზემოთ რომ ვახსენე, ის ადამიანები ამ ყველაფერს ეძახიან სახელმწიფოს ჩარევას...

...სირცხვილია ასეთი განცხადებები მათგან, ვინც შეეცადა, ბატონი რეზოს სასარგებლოდ ვითარება დაელაგებინა, რაშიც თავად გენმდივანიც აქტიურად მონაწილეობდა. ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბრძოლა წესების გარეშე, არჩევნების გასაყალბებლად კი ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდი გამოიყენეს. ამით არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და პოსტების შენარჩუნება სურთ. ახლა კი ერთი ამბავი ატეხეს, სახელმწიფოს ჩარევას არ დავუშვებთო.

რეალურად, ამ ლოზუნგს შირმად იყენებენ და უკანონობის დაკანონება სურთ...

...მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მათ, ვისაც ქართულ ფეხბურთში წლების განმავლობაში მომხდარ უსამართლობებზე პროტესტი არ გამოუთქვამთ და ხშირად მისი თანამონაწილეები და შემოქმედებიც კი იყვნენ, მმართველობა გაიხანგრძლივონ.

როდის ამოიღო ამ ხალხმა ხმა? როცა კანონიერად არჩეული გიორგი ნემსაძე მათმა პრეზიდენტმა ნახევარ საათში გადააყენა? ეს ყველაფერი წყნარად გაატარეს და ძალადობით არჩეულ უმცროს ნოდარ ახალკაცთან თანამშრომლობა გააგრძელეს...

...იქნებ მაშინ, როცა მათმა უპრინციპობამ და ყველაფერზე თვალების დახუჭვამ არაერთ ფინანსურ და სხვა სახის დარღვევამდე და 16 მილიონის გაფლანგვამდე მიგვიყვანა? შედეგად მივიღეთ განადგურებული ფეხბურთი და 16-მილიონიანი დავალიანება.

ეს მხოლოდ მამუკა კვარაცხელიამ, "ქომაგთა ლიგამ" და "ჩვენმა ფეხბურთმა" გააპროტესტეს. ხმა ამოიღეს მაშინ, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მამუკა კვარაცხელია თავდადებისთვის სასიკვდილოდ გაიმეტეს?

მაშინაც დუმდნენ, სახელმწიფო უხეშად რომ ჩაერია და პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა დაგვინიშნა, პირიქით, ტაში დაუკრეს...

...მათმა უპრინციპობამ და უკანონობასთან შეგუებამ სავალალო შედეგები რომ მოგვიტანა, ამაზე მიგვითითებს ეროვნული ნაკრებისა და კლუბების სამარცხვინო გამოსვლები, ჩაწყობილი თამაშების სიმრავლე და დაჭერები, შემდეგ - მწვრთნელებზე გადაყრილი მილიონები, ჩაგდებული ციკლები და ფიფას რეიტინგი. ეს ხალხი სახელმწიფოს ჩარევაზე რომ ლაპარაკობს, ერთ ფაქტს წარმოადგენენ?..

...ეს გუნდი და მისი ხელმძღვანელები ვერასოდეს გახდებიან სამართლიანები, პრინციპულები, კანონმორჩილები, რაც ფეხბურთის მართვისთვის აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, მათი მცდელობა კრახით დასრულდება...

კანდიდატებზე

- მამუკა კვარაცხელია არის პატრიოტი, მებრძოლი, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. წლებია, სამართლიანობისთვის იბრძვის და ბევრი სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია...

...რევაზ არველაძე არის იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც ქართული ფეხბურთი დღევანდელ მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს...

...ლევან კობიაშვილი კი ღირსეული, წესიერი და პროფესიონალი კანდიდატია და კარგად იცის, ქართულ ფეხბურთს რა უშველოს. მისი მოსვლა აღადგენს ფედერაციისადმი გულშემატკივრის, ბიზნესისა და სახელმწიფოს ნდობას. მას ყველაზე მეტად შეუძლია სახელმწიფოსთან კომუნიკაციის აღდგენა. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კი ეს სასიცოცხლო ამოცანაა...

...იმავეს ვერ ვიტყვი არველაძის გამარჯვების შემთხვევაში. არადა, სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ასეთ შემთხვევაში, კობიაშვილის გამარჯვება გარდაუვალი იქნება...

...მივმართავ სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის საპარლამენტო კომიტეტს - დღეს სრული ნეიტრალიტეტის დრო არ არის! ამიტომ, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, უნდა ჩაერიონ.

...სუბიექტებს კი ვთხოვ, პირად ინტერესებს ქართულ ფეხბურთზე მაღლა ნუ დააყენებთ. ნუ დაგვიკარგავთ მილიონთათვის საყვარელი სახეობის განვითარების უნიკალურ შანსს და ნუ გახდებით ფეხბურთისა და ქვეყნის მტრები. სხვაგვარად, ამაზე პასუხი ყველას მოეთხოვება!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

55
თუ ითამაშა ბავშვმა მერე კიდე ფულს ითხოვენ ეს ვაი მწვრთნელები. ჯერ ისე ატყავებენ.
vova
კობი წესიერი კაცია, ესენი კი უგრელ მუგრელები და სხვა ვინც უზვრება კობის ყველას რაგც გინდატ თქვე ტექნიკურო მათხოვრებო.
ქომაგი
roma–ს "ასეა ყველაფერში,ჩვენი გუნდები და ნაკრები წარმატებებს,რომ ვერ აღწევს აქ ფედერაცია რა შუაშია,ასე ძალიან ბევრ რამეში" საერთოდ აქვს რაიმეზე პასუხისმგებლობა ფედერაციას?!
roma
არველაძეების დამცველად ვერ გამოვდგები,მაგრამ ზოგ რაღაცეებს შეგახსენებთ,აქ კომენტარების გამკეთებლების 90-ი პროცენტი ჩარჩენილი ხართ საბჭოთა კავშირში და ისე აზროვნებთ,როგორც 25_ი წლის წინ აზროვნებდით,არადა ახლა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ,სხვა სიტუაციაში,კი ბატონო საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო იყო ყველაფერი და ფედერაციაც სახელმწიფო იყო ის წყვეტდა ყველაფერს,სპორტსკოლები და საერთოდ ყველაფერი ფეხბურთში მისი პრეროგატივა იყო,ხოლო ახლა ყველაფერი შცვლილია,ფედერაციას აღარ ევალება იმ საკითხების მოგვარება რასაც თქვენ ვითომ ყველაფრის მცოდნენი ითხოვთ,ახლა ყველაფერი კერძოა,საფეხბურთო სკოლები 80 ლარს გადაახდევინებენ თუ 1000 ლარს ეს რა ფედერაციის საქმეა,მას ვინ ეკითხება რამეს,ასეა ყველაფერში,ჩვენი გუნდები და ნაკრები წარმატებებს,რომ ვერ აღწევს აქ ფედერაცია რა შუაშია,ასე ძალიან ბევრ რამეში,სანამ რამეს იტყვით ცოტა დაფიქრდით და იაზროვნეთ,რისი დაბრალების უფლება არ გაქვთ,რატომ აბრალებთ,რა კობიაშვილი თუ პეტრიაშვილი გაიმარჯვებს ეს ყველაფერი ასე იქნება და ვერც მომდევნო პრეზიდენტი ვერაფერს გახდება.
არველაძე
არველაძეებს (ტყუპებს)ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ მიმაჩნია რომ რევაზ არველაძის არჩევით საქართველოში ფეხბურთი დასამარდება
dato
არველაძე თუ გაიმარჯვებს ხალხი გამოვა და გადააყენებს, ამას მოყვება აქციები მთავრობის წინააღმდეგაც ამითომ მთავრობას ურჩევნია ჩაერიოს და ეს მაფიოზები მოაშოროს ფედერაციიდან.
bibi
იაგორა-ს. სირცხვილ-ნამუსი არა, კვახი ხომ არ გინდა მოხარშული!! აქ ბრძოლა მიდის სასიკვდილო. რომელ სინდის-ნამუსზე ბაასობ. სად ბანაობ თუ იცი!!
zviadi qadagishvili
დღეს ფეხბურთი ცუდ დღეშია,მაგრამ იმედი მაინც დარჩა რომ ღირსეული ადამიანი გახდება ფედერაციის პრეზიდენტი და ამ უფსკრულიდან ამოიყვანს.მე პირადად ორი შვილი მყავს და ორივე ფეხბურთზე დამყავს.ჩემი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობს მაგრამ ისეთი სისტემაა შექმნილი რო გამაღატაკეს ამ გადასახადებმა და მწვრთნელების ხუშტურებმა.იმის მაგივრად რომ ფედერაცია ეხმარებოდეს ბავშვთა ფეხბურთს პირიქით ფულს ახდევინებს გუნდებს ელიტლიგაში მონაწილეობაზე რაც თითო ბავშვს 80 ლარი უჯდება.ვიხდით მსაჯების ფულს და მგზავრობის ფულს.ასევე გააძვირეს გუნდებმა ყოველთვიური გადასახადი და გახდა 80 ლარი.ვყიდულობთ ბურთებს, ფორმაზე და "ზბორზე " კიდე დაახლოებით 600 ლარი მიდის.ვყიდულობთ ბუცებს რომელზეც წელიწადში დაახლოებით 400 ლარი იხარჯება. Eს ყველაფერი ორზე უნდა გავამრავლოთ და დავუმატოთ კვების ფული.სულ მაქვს900 ლარი ხელფასი და როგორ ფიქრობთ მყოფნის?ვალს ვალზე ვიღებ და უკიდურესი გაჭირვებით გავდივარ თვიდან თვემდე.წარმოიდგინეთ ვისაც ამდენი ხელფასიც არ აქვს ის ფეხბურთზე საერთოდ ვერ იფიქრებს.რაღაც უნდა შეიცვალოს თორე როგორც მე ვეღარ გავქაჩავ ისე სხვაც ბევრი და დაანებებინებენ თავს ფეხბურთზე სიარულს თავიანთ შვილებს.კი ვწერ აქ ამ პრობლემაზე მაგრამ ალბათ არც არავინ წაიკითხავს და დარჩება ისევ ისე "მღაღადებელსა უდაბნოსა შიგა"!!!
mamulo
გეტანხმებიტ რომ არველაძე ცუდი ვარიანტია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კობიაშვილია მაგარი.ჩემი აზრით კვარაცხელია ჯობია ორივეს ტავისი გამოცდილებით.
tinano
უნდა დამთავრდეს არველაძეთა ხანა-დაცემა ქAრთული ფეხბურთისა და დაიწყოს კობიაშვილის ერა-აღორძინება ქართული ფეხბურთისა
daviti
ამ კობიაშვილის გამოუცდელობაზე მენეჯერულ საკითხებში ეგეთი აყალ-მაყალი რომ აქვთ ატეხილი ერთი მითხრას ვინმემ ამ ვითომ გამოცდილმა არველაძემ რა გააკეთა სასიკეთო ქათული ფეხბურთისთვის ამდენი წლის მანძილზე??ბევრგუნდიანი ჩემპიონაატ??რომელიც მოყვარულთა დონემდეა უკვე დასული,რამე პროექტი მანახას ვინმემ ამ ფედერაციის განხორციელებული,რომელიც სასიკეტოდ წაადგა ან წაადგება ფეხბურთს,ქრთული კლუბებისა თუ ნაკრების საშინელი შედეგები აი რა არის ამ ხალხის დამსახურება,დიდი პრფესორობა არაა საჭირო ამ ყველაფრის დასანახად თუ ბრმასთან ერთად ყრუ და გონება სუსტი არაა ადამიანი
Nodari
ესენი ცდილობენ ფეხბურთის პრივატიზაციას.როგორც ჩანს არის რაღაც საფეხბურთო კლანი,რომელიც ვერ ეგუება სიახლეებს,არადა რეფორმების გარეშე ნამდვილად არაფერი გვეშველება.სახელმწიფომ და საზოგადოებამარ უნდა დათმოს...
mamulo
უგრელიძე ---ბიძიკო,ეხლა შენ მოგინდა ქარტული ფეხბურთის მღვრიე წყალში თევზის ჭერა?რაო რას შეგპირდა კობიაშვილი,რა პოსტს მოგცემო?ან კობიაშვილი გამოცდილი მენეჯერი როდის მერე გახდა?კარგი ფეხბურთელობა სხვაა და კარგი (მენეჯერობა)პრეზიდენტობა სხვა,თუმცა შენ არც ფეხბურთელი ყოფილხარ დიდი შვილი და ეს შეიძლება არ იცოდე.
იაგორა
რეზი არველაძესგან, ამ წითურასაგან (რიჟასაგან) ისეთი აურა მოდის, გზაში რომ შეგვხდეს იმ დღეს დანავსული იქნები. მას რომ სირცხვილ–ნამუსი ჰქონდეს არავითარ ემთხვევაში არ უნდა დაეყენებინა თავისი კანდიდატურა არჩევნებში.
pavel
მოსალოდნელია დიდი ჯახი, რომელშიც რა თქმა უნდა, ინტელიგენციის მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს. "საბჭოთა ინტელიგენცია" განაგებს ჯერ კიდებ ღრუზიას. ასე ეს...
bacho
ცირკში ხომ არ ვართ?ასეთ ცინიკური დამოკიდებულბების გამო არ გვეშველება სწორედ რომ არაფერი.ამ სიტყვბის მერე არც წამიკითხია ეს სტატია,მეზიზღებიან ქალაჩუნები
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ᕓᓐᓕᓘᓗ ᓣᓒᓠᓔᓚᓘᓫᓔ: ᓡᓘᓭᓘᓜᓐᓕᓐᓡ ᓛᓡᓒᓐᕕᓡᓘ ᓠᓐᓛ ᓬᓘᓜᓐ ᕮᓔᓚᓘᓡᓣᓤᓚᓔᓑᓘᓡᓒᓐᓜ ᓛᓝᓣᓗᓮᓝᓕᓘᓐ?
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ლანჩხუთის "გურიას" გიალო ჩხაიძე გაწვრთნის
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"პრეზიდენტობის კანდიდატებო, რატომ არ ითხოვთ საარჩევნო კანონის შეცვლას?!"
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"გურიის მოამბე": "გურიის" მწვრთნელი ეჭვობს, რომ ფეხბურთელები შესაძლოა თამაშებს ყიდდნენ
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა