ყოფილი რუსი ჩოგბურთელი შეშინებულია
ყოფილი რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე აპირებს სასამართლოში უჩივლოს მამაკაცს, რომელიც 10 წელია სდევნის. ჩაკვეტაძემ უსაფრთხოების მიზნით, პირადი მცველიც აიყვანა.

"ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 წლის ასაკში ბათუმში ჩავედი ტურნირის სათამაშოდ. როგორც ეს ხშირად ხდება, ტურნირზე სხვადასხვა ადამიანს ეცნობი - ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს. იქ პირველად ვიყავი, ამიტომაც რჩევებს მაძლევდნენ - სად წავსულიყავი, გემრიელად სად მესადილა.

ბათუმში გულშემატკივრების ჯგუფი მიჭერდა მხარს, ისინი კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემ მიმართ. მომდევნო წელს ისევ ვესტუმრე ამ ტურნირს და აი, აქედან დაიწყო ყველაფერი. იმ გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა დაიწყო. მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე.

არ ვიცი, საიდან გაიგო ამ მამაკაცმა ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი, მაგრამ მალე სატელეფონო ზარებით ამიკლო. გარდა ამისა, ელექტრონულ წერილებს მიგზავნიდა. იმის გამო, რომ დროის დიდ ნაწილს ტურნირებზე ვატარებდი, მას უფრო ხშირად ჩემს მშობლებთან უწევდა ლაპარაკი. ზარების გახშირებასთან ერთად, გაჩნდა მისი მხრიდან მკვეთრი მოთხოვნები - უნდოდა შეხვედრები, ურთიერთობა.

რამდენჯერმე დაესწრო იმ ტურნირებს, სადაც მე გამოვდიოდი, მაგრამ იქ დაცვაა, თან ჩემთან ერთად ყოველთვის ახლობელი ადამიანი მოგზაურობდა. ვხედავდი მას, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. მაგრამ ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ეს ადამიანი თვალს ადევნებს ჩემს სოციალურ ქსელს - იცის, სად დავდივარ, რომელ რესტორნებში ვიკვებები, მეგობართაგან ვინ არის ჩემ გვერდით.

მაგალითად, მივდივარ რაიმე სპორტულ ღონისძიებაზე - ის იქ მხვდება, ითხოვს შეხვედრას. სასადილოდ მივდივარ - რესტორანთან მელოდება. ეს ყველაფერი მაშინებს, რადგან არ ვიცი, თავში რა უდევს. თავიდან უწყინარი ჩანდა, მაგრამ გაჩნდა ზიზღი და გაბოროტება.

ჩემი მოთმინების ძაფი მაშინ გაწყდა, როცა საკუთარი საჩოგბურთო სკოლის გახსნის წინ ბავშვებისთვის მასტერ-კლასი ჩავატარე. ის ითხოვდა ჩახუტებას, მისთვის დროის დათმობას, ახლო ურთიერთობას. საბედნიეროდ, იქ ბევრი ხალხი იყო, დაცვაც.

ასე რომ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა უკანა გასასვლელიდან მომიწია წასვლა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ზომების მიღება, რადგან ახლა მის შეტყობინებებში არა მხოლოდ სიყვარულის აღიარება და თხოვნები, არამედ მუქარებიცაა. ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს", - წერია ჩაკვეტაძის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
ესთები თავად არაფერს თაკილობენ და შენ რატომ მოევლინე დამცველად.
ლია
იმედია დაიჭერენ მაგ ავადმყოფს და ციხეს ახეხინებენ.
რომას
ასეთი ბნელი სად გაიზარდე? პ.ს რა ლამაზია გოგო
რეზი
უყვარხარ ანა და რატომ გაშინებს სიყვარული, ..................( შეხვდი და თუ არ დაჯდა შენს გემოვნებაში დარწმუნებული იყავი რო დაგშორდება სამუდამოდ)
roma
შენთვის ძნელი არ უნდა იყოს ამ კაცთან ურთიერთობის მოგვარება,შეხვდი,მოეფერე,ჩაეხუტე და ა.შ.შემდეგ მოწყინდები და მიგაგდებს,არამგონია სერიოზული ურთიერთობა უნდოდეს შენთან.
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს