ლა ლიგა. XX ტური: ბილბაოს "ატლეტიკმა" 3:0 გაანადგურა "ერკულესი" და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რომელიც ევროპის ლიგის საგზურს იძლევა

XX ტური წუხელ "სან მამესზე" დასრულდა - ბილბაოს "ატლეტიკმა" 3:0 გაანადგურა "ერკულესი" და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ეს ადგილი ლა ლიგაში, სეზონის ბოლოს ევროპის ლიგის საგზურს იძლევა, თუმცა, არა გვგონია, ხოაკინ კაპაროსის გუნდი ამით დაკმაყოფილდეს და უფრო მაღალი მიზნისთვის - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის არ იბრძოლოს.

ყოველ შემთხვევაში, ბასკებს ყველაფერი ხელს უწყობს: დიდებული მოთამაშეები - პრიმერას საჰაერო დუბლების "მეფე ლომი" ფერნანდო ლორენტე, რომელმაც ამ შეხვედრაში სეზონში მე-8 გოლი გაიტანა თავურით, უნიკალური მონაცემების ნახევარმცველი ხავიერ მარტინესი, უნიჭიერესი ტალანტი, იკერ მუნიაინი და, რაც მთავარია, ციხესიმაგრე სახელად "სან მამესი", სადაც ბევრმა უკვე, ბევრიც კი დარჩენილ ნახევარში წაიმტვრევს კისერს...

ზემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს კიდეც "ერკულესის" კარში, რომლის რიგებშიც როისტონ დრენტე არ ყოფილა და რომელიც ისე უსუსურად გამოიყურებოდა, ბასკებისთვის იოტისოდენა პრობლემა არ შეუქმნია. "ლომები" კი პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდნენ და კიდევ მცირე სხვაობით მოიგეს, ვიდრე იმსახურებდნენ.

ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გაიხსნა, დავიდ ლოპესმა კუთხური ჩამოაწოდა, ყველას კი თავით ხავიერ მარტინესმა დაასწრო.

მაყურებელს მეორე გოლის ნახვამდე კარგა ხანს მოცდა დასჭირდა - 59-ე წუთზე ანდონი ირაოლამ მარჯვენა ფრთიდან ჩამოაწოდა და ფერნანდო ლორენტემ თავით სეზონში მე-12 გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე ალიკანტეელთა ტანჯვას წერტილი იკერ მუნიაინმა დაუსვა, რომელიც "ერკულესის" საჯარიმოში შეიჭრა და ცაციათი გაუტანა კალატაიუდს.

ბილბაო-ერკულესი 3:0

ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, გურპეგი (46. ორბაისი), ხ. მარტინესი, მუნიაინი (76. გაბილონდო) - ფ. ლორენტე (66. დე სერიო), ტოკერო.

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი (60. როდრიგესი), პამარო, პენია - აგილარი, ფრიტცლერი (60. კრისტიანი) - რუფეტე, ტ. გომეში (71. პორტილიო), ვალდესი - ტრეზეგე.

გოლები: 1:0 ხ. მარტინესი (5), 2:0 ფ. ლორენტე (59), 3:0 მუნიაინი (64)

გაფრთხილება: სან ხოსე, ირაოლა, კოიკილი - კორტესი, ფრიტცლერი, რუფეტე, პორტილიო

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 12-7 (4-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 26 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 20 18 1 1 64-11 55

2. რეალი 20 16 3 1 48-17 51

3. ვილიარეალი 20 13 3 4 40-21 42

4. ვალენსია 20 12 4 4 33-23 40

5. ესპანიოლი 20 12 1 7 28-26 37

6. ბილბაო 20 10 2 8 32-31 32

7. ატლეტიკო 20 9 3 8 31-24 30

8. სევილია 20 9 2 9 30-32 29

9. მალიორკა 20 8 3 9 23-25 27

10. ხეტაფე 20 8 3 9 29-32 27

11. სოსიედადი 20 8 1 11 30-33 25

12. ერკულესი 20 6 4 10 22-31 22

13. დეპორტივო 20 5 6 9 15-27 21

14. რასინგი 20 5 5 10 15-29 20

15. სპორტინგი 20 4 7 9 18-27 19

16. სარაგოსა 20 4 7 9 18-32 19

17. ოსასუნა 20 4 6 10 19-28 18

18. ალმერია 20 3 8 9 20-34 17

19. მალაგა 20 5 2 13 27-45 17

20. ლევანტე 20 4 3 13 20-34 15

ლა ლიგა. სტატისტიკიდან

მეგოლეები

ფეხბურთი გუნდი ჯამში პენ. საჯ. თავით პასი

რონალდო რეალი 22 5 3 2 6

მესი ბარსელონა 19 2 1 - 14

ვილია ბარსელონა 14 - - 1 5

ფ. ლორენტე ბილბაო 12 - - 8 -

პედრო ბარსელონა 11 - - - 7

როსი ვილიარეალი 11 3 - - 5

ნილმარი ვილიარეალი 10 - - 1 3

ტრეზეგე ერკულესი 9 2 - 1 -

ადურისი ვალენსია 8 - - 5 1

ლ. ფაბიანო სევილია 8 1 - 1 1

კანუტე სევილია 8 2 - 1 2

ულოა ალმერია 7 - - 2 -

ფორლანი ატლეტიკო 7 - - - 2

რონდონი მალაგა 7 - - 2 -

ვალდესი ერკულესი 7 - - 1 1

ინიესტა ბარსელონა 7 - - - 3

ოსვალდო ესპანიოლი 7 1 - 1 2

კაისედო ლევანტე 7 - - - 1

აგუერო ატლეტიკო 7 - - 1 2

იგუაინი რეალი 7 - - - 3

საშუალო დასწრება ლა ლიგაში

გუნდი საშ. დასწრება

ბარსელონა 77 210

რეალი 70 800

ატლეტიკო 42 900

ვალენსია 38 399

სევილია 35 818

ბილბაო 35 400

ესპანიოლი 28 001

სოსიედადი 25 222

სარაგოსა 24 181

მალაგა 23 833

ერკულესი 21 888

სპორტინგი 19 636

დეპორტივო 18 666

ვილიარეალი 18 318

ოსასუნა 15 713

რასინგი 15 025

მალიორკა 13 401

ლევანტე 12 763

ალმერია 12 199

ხეტაფე 10 090

საშუალოდ 27 974

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა