ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას

როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას

თავად ალექსანდრე ჩივაძემ ფეხბურთიდან კოკაიას მოკვეთას მხარი არ დაუჭირა

ახლახან გამართულ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს

ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით კლუბების წარმომადგენლები...

უხეშად დარღვეული რეგულაციები

ვრცელი და მკვეთრი განცხადება გააკეთა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

"აღმასკომის ეს გადაწყვეტილება ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან, ამისთვის არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება მტყუან-მართალი გაირკვეს.

საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა თამაშის დროს ვხვდებით უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფის (ხშირად ფიზიკურის) ფაქტებს - მწვრთნელების, ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან. არ მახსენდება, რომ ამის გამო, რომელიმე დამნაშავე პირი ფეხბურთიდან მოეკვეთოთ.

აღმასკომს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. თუ ფიქრობენ, რომ ილია კოკაიას არა აქვს ფეხბურთში საქმიანობის უფლება, გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა მიიღოს და არა აღმასკომმა.

საერთოდ, არ მესმის, რას ნიშნავს ფეხბურთიდან მოკვეთა? თუ ილია კოკაიას გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუნდა, მაინტერესებს, სად უნდა გაასაჩივროს?

...აღმასკომის წევრები მათ მიერვე დაფუძნებული ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს აღარ ცნობენ. ეს აღმასკომი ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროს ჰგავს. სრულ აგონიაში არიან და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავისსავე საპრეზიდენტო კანდიდატს აზიანებენ.

კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთაზე მნიშვნელოვანი გუშინ ტრიბუნალის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი ხელმძღვანელის მოხსნა იყო, რაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდათ. ესაა ფიფასა და უეფას რეგულაციების პირდაპირი და უხეში დარღვევა, რაც ქართული ფეხბურთის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აკნინებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტი თავს დაუცველად გრძნობს, რადგან გამოდის, რომ აღმასკომს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ვერავინ, ვერსად ვეღარ გაასაჩივრებს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაცაა.

უკეთესი იქნება, ყრილობაზე ფეხბურთიდან იმ ადამიანების მოკვეთის საკითხი თუ დადგება, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ. არა მგონია, "ზესტაფონის" პრეზიდენტის გამონათქვამები უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქართული ფეხბურთისთვის, ვიდრე იმ არაკომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც აღმასკომს წარმოადგენს".

უფრო მტრობა, ვიდრე მომავალზე ზრუნვა

თემურ ბოჭორიშვილი, "სამტრედიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

"ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ სფფ-ის აღმასკომმა კოკაიასთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ ორგანოს წევრთა მხრიდან არგუმენტირებული არ არის.

ზოგადად, ეს გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის აწმყოსა და მომავლისთვისაა საზიანო, რადგან თითებზე ჩამოსათვლელ კერძო ინვესტორებს ქართული ფეხბურთის "მამები" (აღმასკომის წევრები) ასე არ უნდა ექცეოდნენ.

"სამტრედიას" აზრით, აღმასკომის ბოლო გადაწყვეტილებები არც ერთ იურიდიულ ნორმაში არ ჯდება და უფრო ქართული ფეხბურთის მტრობაა, ვიდრე მის მომავალზე ზრუნვა".

მეტისმეტად მკაცრია!

ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი:

"ორი აზრი არ არის, რომ ჩივაძის მისამართით კოკაიას სიტყვები სასიამოვნო არ იყო. ამის მიუხედავად, "ზესტაფონის" პრეზიდენტის მოკვეთა მაინც მეტისმეტად მკაცრი და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.

ბოლოს და ბოლოს, კოკაიას ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, ინვესტორს კი ასე არ უნდა ვექცეოდეთ".

არასწორია!

ბესო ჩიხრაძე, "გაგრას" პრეზიდენტი:

"ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია ფეხბურთიდან ინვესტორის გაგდება, ის ჩემი ახლობელიც რომ არ იყოს. იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის.

კარგად ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ილია კიდევ ფიქრობდა საფეხბურთო პროექტების განხორციელებას. ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში ბიზნესს გზა გავუხსნათ და შემოვიყვანოთ, მას გზას ვუჭრით.

ამაზე ალექსანდრე ჩივაძის პოზიციაც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ კოკაია უშუალოდ მას შეეხო, მის მოკვეთას ხმა არ მისცა. ასე მგონია, პირადი წყენის მიუხედავად, ბატონ საშას კარგად ესმის, რომ ინვესტორი ქართული ფეხბურთიდან არ უნდა მოაშორო".

არაადეკვატურია!

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი:

"ორი აზრი არ არის, ჩივაძეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, დიდი ფეხბურთელის გინება ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ მეორე მხრივ, ეს სასჯელიც არაადეკვატურია, რადგან ბიზნესმენის მოკვეთა გაუმართლებელია იმ დროს, როცა ქართულ ფეხბურთში ინვესტორებს სანთლით ვეძებთ".

ზუსტი მიზეზი არ ვიცითო...

ელდარ ბაკურია, მარტვილის "მერანის" დირექტორი:

"ბოლო დღეებია, კლუბთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებით ვარ დაკავებული. ამის გამო, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ზუსტად რა მოხდა. ვიცი, რომ ალექსანდრე ჩივაძე არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიეს, რაც არავის მოეწონა. მაგრამ აღმასკომის ეს გადაწყვეტილება რა მოტივით და არგუმენტით იყო დასაბუთებული, ამაზე არაფერი თქმულა და მეც ვერაფერს მოგახსენებთ".

ვეთანხმები აღმასკომს!

რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი:

"საშა არის ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, საქართველოსთვის კი - სიხარულისა და ბრწყინვალე გამარჯვებების მომტანი უდიდესი კაპიტანი. ერთად ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, ასეთ ხალხს კი ყველა ქვეყანაში აფასებენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩივაძის შეურაცხყოფა საფეხბურთო სამყაროს შეურაცხყოფაა, მათ შორის - ჩემიც. გამომდინარე აქედან, აღმასკომის გადაწყვეტილებას ვეთანხმები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• a talanti

სერიოზული მაფიაა ფეხბურთის ფედერაციაში...არველაძის გამარჯვებით არაფერი შეიცვლება...

• giorgi

ინვესტორებს უნდა შევუქმნათ სამუშაო პირობები ლანძღვა გინების უფლება არავის არ აქ თუმცა ისიც უნდა ვივარაუდოდ ჩვენ რა გველოდება საბიუჯეტო გუნდებით

• Nodari

ჩივაძე ფეხბურთელი ერთია, ფუნქციონერი მეორე. მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია. შეიძლება კოკაიას გამოხატვის ფორმა არ იყო გამართლებული, მაგრამ აღმასკომი უკვე ემსგავსება ინკვიზიციას.

• grigori

ჩემს კომენტარს რატომ არ უშვებთ? მე ვარ მოწმე,თუ როგორ აგინა დედა ჩივაძემ კლუბის მწრვთნელს იმის გამო,რომ ჩივაძის უკითხავად ერთ-ერთი ფეხბურთელი ძირითადში ათამაშა.აი ასეთი ხალხია ქართული ფეხბურთის "მესვეურები".უფრო მეტიც ვიცი ქართულ ფეხბურთში გამეფებული კორუფციის შესახებ.მერე გვიკვირს რატომ განადგურდა ქართული ფეხბურთი!

• გაბრიელ

ჩივაძე ქართული ფეხბურთის სიამაყეა, კოკაია ერთერთი სულისჩამდგმელი თანამედროვე ფეხბურთის. აღმასკომი კი, გულშემატკივართა უმრავლესობის გამაღიზიანებელი, სამწუხაროდ.

• გაბრიელ

ჩივაძე, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის სიამაყეა. კოკაია ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ამჟამად, აღმასკომი კი სარეველა ბალახივითაა სამწუხაროდ...

• gogi

აპა ე აპა ო აირჩიეთ არველაძე და მსოფლიო ჩემპიონობა ჩვენია

• kako

აღმასკომმა სულელური გადაწყვეტილება მიიღო კოკაიას საფეხბურთო საქმიანობიდან მოკვეთის თაობაზე.მათ ამის უფლება არ ჰქონდათ.ამით ფაქტიურად დაასამარეს ფეხბურთში ინვესტიციების ჩამდებთა მსურველები/აღარავის მოუნდება ფეხბურთში ფულის ჩადება/.ჩივაძე დიდი ფეხბურთელი იყო და მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცყოფა არასწორია,მაგრამ ჩივაძეც სკამის გულისთვის/ოღონდ პოზიციები არ დასთმოს ფედერაციაში/ ყველა უკანონობაზე მიდის,რაც ასევე არასწორია.სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტი უნდა განიხილოს სასამართლომ და არა აღმასკომმა.ძირს კორუმპირებული არველაძის გუნდი. გაუმარჯოს ფედერაციის ახალ სისხლს,მომავალ ახალ პრეზიდენტს...კ ო ბ ი ა შ ვ ი ლ ს!!!

• Unknown

სასამარტლო რისტვის არსებობს,ეჩივლა მერე,ხოლო ფეხბურთიდან ინვესტორის მოკვეთა უცნაური გადაცკვეტილებაა და დიკტატურის სუნი ასდის, ასეთი რამე ალბათ კომუნისტების დროს თუ მოხდებოდა

• Nukri

ის (......) ვინც არველაძეს აძლევს ხმას ახლა მაინც მიხვდეს რომ ასეთი არჩევნით ქართულ ფეხბურთს დაღუპავს

• ლაშა

ეხლა ფიფიასაც აუკრძალეთ და გაფრინდება ქართული ფეხბურთი. კოკაია არ ვიცნობ და არანაირი შეხება არ მქონია მაგრამ ეს კაცი იყო ერთერთი პირველი ვინც ქართულ ფეხბურთში ფული ჩადო და ესეთ ადამიანებს ესე ერთი ხელის მოსმით არ უნდა ყრიდნენ ფეხბურთიდან იმის გამო რომ ჩივაძეს იუდა უწოდა. ეჩივლა მერე ჩივაძეს სასამართლოში პატივი და ღირსების შეურაწობისთვის. მაგრამ ეგრეა განსხვავებული აზრის მოსმენა და კრიტიკა არ უყვართ ვიღაცეებს. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მერა რა რო ჩივაძეა.....

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!

ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება

ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია

[ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა

რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია

"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო

რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

უეფას სოლიდარობის თანხა უმაღლესი ლიგის 16 კლუბზე გადანაწილდება

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

როგორ გამოვლინდებიან ჩემპიონი, ევროსაგზურის მფლობელები და გავარდნილები

მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!

სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

როგორ ემზადება მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის

ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...

ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი დაასრულა

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ხვალ, 26 იანვარს სფფ-ის აღმასკომი კახა ცხადაძის საკითხს განიხილავს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

10 ივნისს ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით აღმასკომის სხდომა გაიმართება

ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს

მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ

"მერანის" დირექტორი ქომაგთან კამათს უარყოფს და "ლელოს" სტატიას ეხმაურება

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში

მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...

სფფ-მ რეგიონულ ფედერაციებს დაფინანსება გაუზარდა

გიორგი გაბედავა: მაქსიმუმ, ორი კვირა დავისვენებ და მოედანს დავუბრუნდები

კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის