"მზად ვარ, აქეთ მივცე პირველ წელს ფული, ოღონდ ჩვენი ჩემპიონატის თამაშები აჩვენონ"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღეღა რჩება. "ლელომ" არ დაარღვია ტრადიცია და გუშინ პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი - ლევან კობიაშვილიც ისტუმრა...

ვნახე მთელი საქართველო...

- უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. თქვენ იცით, როგორ ვუყურებ თითოეულ თქვენგანს და რას ნიშნავს ჩემთვის თქვენი გაზეთი და ზოგადად, მედია.

- სწორედ მედიაზე კითხვით დავიწყოთ. როგორ ხედავთ მის როლს ქართულ ფეხბურთში?

- ერთი თვის წინათ დავიწყე საარჩევნო კამპანია და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ვიყავი. როცა პირველად შევხვდი კლუბების წარმომადგენლებს, მაშინვე ვთქვი, რომ ჩავიდოდი ყველა ქალაქში, რადგან საკუთარი თვალით დანახულ პრობლემას სხვა ფასი აქვს, პრობლემა კი ძალიან ბევრია... მხოლოდ სამ ქალაქში არ ვყოფილვარ - გორში, რუსთავსა და თერჯოლაში. არჩევნებამდე ამასაც მოვახერხებ. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა - ვნახე მთელი საქართველო...

კარგია, რომ დიდი აჟიოტაჟია არჩევნების თემაზე. დღე არ გავა, ტელევიზიით არ გაშუქდეს, პრესაში არ დაიწეროს. ეს ძალიან კარგია. კარგია, რომ ინტერესი არის. მე რასაც ვხედავ, არის ძალიან დიდი მოლოდინი, მოლოდინი იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული რეალობა შეიცვალოს. მედიის როლი არის უდიდესი.

- ელოდით თუ არა ასეთ დაძაბულ ფონს, ამხელა აჟიოტაჟს არჩევნების ირგვლივ?

- ნამდვილად არ მქონდა იმის განცდა, რომ ვინმე წითელ ხალიჩას დამიგებდა. არის მოლოდინი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ეს მოლოდინი აქვს გულშემატკივარს.

კარგია, რომ საარჩევნო კამპანია არ გადასულა პირად დაპირისპირებაში. მე სისტემასთან მაქვს პრობლემა და ამ სისტემის ნაწილია რევაზ არველაძე, თორემ ის ჩემი უფროსი მეგობარია.ზღვარს არავინ გადადის და ეს უკვე მისასალმებელია. პირადი პრობლემა მე არავისთან მქონია და არც მინდა, რომ მომავალში მქონდეს.

- ფაქტია, რომ მოლოდინი მართლაც განსაკუთრებულია...

- ეს არ მიკვირს. უკეთესობას ელის გულშემატკივარი და იმიტომ.

რას აკეთებს ვიცე-პრეზიდენტი?

- რას იტყვით აღმასკომის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე?

- მე ამას ერთი სიტყვით შევაფასებდი - არაადეკვატური! რაზეა ლაპარაკი, როცა 3 ოქტომბერს საარჩევნო ყრილობაა, აღმასკომს კი ვადა ეწურება და ახალი აღმასკომის არჩევა არ არის შეტანილი ყრილობის მიერ განსახილველ საკითხებში...

თუნდაც ტრიბუნალის თემას რომ შევეხოთ - ფაქტია, მისი გადაწყვეტილებები არ სრულდება...

- დავუშვათ, ლევან კობიაშვილი გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. როგორ იქნება აღმასკომის საქმე?

- ახლა არც ვიცი, რა გიპასუხოთ. ალბათ, იქნება რიგგარეშე ყრილობა...

- თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ სისტემა უნდა აშენდეს კიდეც. როგორი იქნება კობიაშვილისეული სისტემა?

- ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია გერმანული მოდელი. გერმანიაში არის პრეზიდენტი და არის ბორდი. არის ოლივერ ბირჰოფი, ნაკრების მენეჯერი, რომელსაც აქვს ხმის უფლება, არიან კლუბებიც. ანუ ლაპარაკია მმართველობის გუნდურ პრინციპზე და ეს არის ასევე ჩემი პრინციპიც. არ ვაპირებ, მივიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილებები...

დღევანდელ ფედერაციაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ფუნქცია არ აქვს. მაგალითად, რას აკეთებს ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა? როგორც ვიცი, მისი ფუნქცია ბოლო დროს მხოლოდ ის იყო, რომ უეფაში გასაგზავნი წერილები ეწერა...

კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის მთავარია გუნდური მმართველობის პრინციპი. მე არ ვიყავი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, მე ვიყავი გუნდური მოთამაშე და თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე ჩემი შრომით...

ჩემპიონატი არ აინტერესებთ...

- რას იტყვით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე პროცესებზე?

- მექმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთის ფედერაციას არ აინტერესებს, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. რა თანხაც ერიცხებათ, ახმარენ ნაკრებებს და თანამშრომლების ხელფასებს...

მუნიციპალურ კლუბებში რომ ფული იხარჯება, იმას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთო, ამბობენ. როგორ შეიძლება, ფეხბურთის მმართველი ორგანო არ ინტერესდებოდეს იმ თანხით, რომელიც ქართულ ფეხბურთში იხარჯება? საერთოდ, რა ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს იმისა, რომ აქ ამხელა თანხა იხარჯება?

უნდა არსებობდეს მეტი კომუნიკაცია - კლუბებსა და ფედერაციას ან ფედერაციას და სახელმწიფოს შორის...

თუნდაც, სამწვრთნელო ლიცენზირების საკითხი ავიღოთ. ლიცენზიები გაიცემა და მერე ფეხბურთის ფედერაცია ნაკლებად ინტერესდება იმით, როგორ მუშაობს ის მწვრთნელი, რომელმაც ლიცენზია აიღო? რა მიაქვს მას შეგირდებამდე? უნდა იყოს სერიოზული კონტროლი იმაზე, თუ რას აკეთებს ლიცენზირებული მწვრთნელი...

- ისე, ლიცენზირებული მწვრთნელები ზედმეტად ხომ არ მოგვიმრავლდნენ? აქ კონტროლი არ უნდა იყოს?

- გერმანიაში მეც ავიღე სამწვრთნელო ლიცენზია. ამ სფეროში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მაინც დამაინტერესა და ავიღე. 25 მსმენელი ვიყავით სულ და თორმეტმა საერთოდ ვერ აიღო ლიცენზია. ხუთმა თუ ექვსმა კონკრეტულ ეტაპამდე მისვლა ვერ შეძლო...

მწვრთნელს ცოდნას ვაძლევთ იმიტომ, რომ მერე მან ეს ცოდნა კვალიფიციურად მიიტანოს ფეხბურთელებამდე. გერმანიაშიც კი მკაცრდება მოთხოვნები ლიცენზირებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო სიახლეა ის, რომ 17 და 19-წლამდელთა შორისაც კი უკვე პროლიცენზიაა საჭიროა. აქ საუბარი აღარ არის ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაზე...

- საქართველოს ჩემპიონატის პროგრესი, ალბათ, ზღაპარია მანამ, ვიდრე ნორმალური ინფრასტრუქტურა არ გვექნება...

- ჩვენ ფეხბურთი ხომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს? თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება, ამას როგორ შევძლებთ? უნდა მოვახერხოთ და, ზოგადად, ბავშვი გამოვიყვანოთ სახლიდან გარეთ. ჩემს ბავშვობაში ჩვენი შინ შეყვანა ჭირდა, ახლა ბავშვების გარეთ გამოყვანა ჭირს. რომ გამოიყვან, რაღაცით ხომ უნდა დააინტერესო?

- ისიც ფაქტია, რომ მასობრიობა და პროფესიული ფეხბურთი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ... ფაქტია, რომ უმაღლეს ლიგაში მასობრიობის პრინციპით არ უნდა თამაშობდნენ გუნდები...

- რა თქმა უნდა! თუნდაც გერმანულ მოდელში დეტალურად არის გამიჯნული ეს ორი სფერო. ჩემიანია და თვალი დავხუჭო - ეს მიდგომა არ გამოვა.

სადღაც ვიღაცას ასე აწყობს

- რა აზრის ხართ პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენაზე?

- იდეალურ ვარიანტში პროფლიგის აღდგენა ძალიან კარგი იქნებოდა. ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო და ეს სამუშაო აუცილებლად დაიწყება ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში. ამისთვის მზად უნდა იყოს კერძო სექტორი, უნდა იყოს სატელევიზიო პროექტი...

ყოველივე ამის გარეშე პროფლიგას არ ექნება ფუნქცია. ჩემი აზრია, რომ ის მხოლოდ სახელისთვის არ უნდა იყოს.

- რით შეიძლება გახდეს საინტერესო საქართველოს ჩემპიონატი - გნებავთ, მაყურებლისთვის და გნებავთ, ინვესტორისთვის?

- პირველ რიგში, ჩემპიონატმა ნდობა უნდა დაიბრუნოს. ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ, სახელმწიფომ ერთად უნდა დაგეგმონ და გაიარონ ყველა საკითხი.

დღეს საქართველოს ჩემპიონატი არავის აინტერესებს. პირდაპირ გეტყვით - მზად ვარ, აქეთ მივცე პირველ წელს ფული, ოღონდ ჩვენი ჩემპიონატის თამაშები აჩვენონ, ოღონდ მიმზიდველი გახდეს ეროვნული პირველობა. როგორც კი ჩემპიონატი მიმზიდველი პროექტი გახდება, მერე აქეთ მოიტანს შემოსავალს...

საწყენი ისაა, რომ თუ დინამიკას შევხედავთ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში კლებულობს და კლებულობს კერძო ინვესტიცია. ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. თავიდან ბუნდესლიგაც არ იყო ყველასთვის მიმზიდველი, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. ვიცი, საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით ვერ გახდება გერმანია, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ...

- გვერდს ვერ ავუვლით ჩაწყობილი თამაშების თემას. ფაქტია, ბოლო წლებში ეს პრობლემა ძალიან გვაწუხებს. განსაკუთრებით საეჭვო სიტუაციაა დაბალ ლიგებში. ბევრი თამაში იქ შუა კვირაში ტარდება და უცნაურ დროს იწყება...

- ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ. რატომ ტარდება თამაშები ასეთ დროს? ამ კითხვაზე პასუხი ხომ ყველამ კარგად ვიცით. ეტყობა, სადღაც ვიღაცას ასე აწყობს. ეს არის სენი, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ...

ჩემი აზრით, ჩვენი დაბალი ლიგების დებულება ჩახლართულია. შეიძლება, პირველ ადგილზე გახვიდე და მაინც ვერ აღზევდე ზედა ლიგაში. რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას, ძალიან გამიხარდება, თუ 16 კი არა, არამედ 18 კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება...

ჩვენთან ყოველ წელს რაღაც იცვლება. უცხოეთში თუ რამეს ცვლიან, ამას წლებით ადრე აანონსებენ, ამისთვის ემზადებიან. ჩვენ კი ერთი ჩემპიონატი ჩავამთავრეთ და მეორე სხვა ფორმატით დავიწყეთ ისე, რომ თუნდაც ცოტა ხნით ადრე ამაზე არავინ არაფერი იცოდა. მაშინ მე ვსვამ კითხვას - რა საჭირო იყო წინა ჩემპიონატის ჩატარება, თუ მის შედეგებს არ გაითვალისწინებ?

შემეძლო, გერმანიაში კარგად ვყოფილიყავი

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ თქვა, რომ 6-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის ფეხბურთი უფასო უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- რა თქმა უნდა, ეს დასაფიქრებელი საკითხია. ამას სჭირდება ერთობლივი მიდგომა, მუშაობა სახელმწიფოსთან, განათლების სამინისტროსთან ერთად... შესაძლებელია, რომ დაწესდეს შეღავათები გარკვეული კატეგორიის მოზარდებისთვის...

ისე, რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, უფასო ყოფილიყო ბავშვთა ფეხბურთი, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ შევცვლი კანონმდებლობას.

- ლევან კობიაშვილს უკეთესი მომავლის იმედი რომ არ ჰქონდეს, ალბათ, არ დათანხმებოდა ამ გამოწვევას. ასეა?

- მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატი გახდება ბუნდესლიგის დონის, მაგრამ მე ვხედავ ძალას საკუთარ თავში იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველაფერი გავაკეთო. ხალხის დიდი სიყვარული ვიგრძენი გურჯაანში, ზესტაფონში... ყველა ქალაქში, სადაც ვიყავი... ეს მაძლიერებს...

- ერთ-ერთ წინა ინტერვიუში თქვით, რომ კარიერაში სანანებელი ნაბიჯი ჯერ არ გადაგიდგამთ...

- მჯერა, არც ჩემს ახლანდელ გადაწყვეტილებას ვინანებ. საქართველოს ნაკრებში 100 თამაში ჩავატარე. ეს 100 თამაში მთელი ცხოვრებაა ჩემთვის, მაგრამ რომ ვუკვირდები, ფასი ეკარგება. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რაც შეგვეძლო. გული უზომოდ მტკივა ამის გამო...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩემი გვარის ამოკითხვას პატარა ბავშვივით ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ 1000 პროცენტით ვიცოდი, მწვრთნელის სიაში ვიქნებოდი...

არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს დაუგეგმავად. მიმაჩნია, რომ შემიძლია, გამოვადგე ქართულ ფეხბურთს. შეიძლება, სადაც ვიყავი, იქ უკეთესად ვყოფილიყავი და, ვთქვათ, ოჯახის წევრებიც კმაყოფილი მყოლოდა, მაგრამ... ეს ჩემი არჩევანია!

- არსებობს ასეთი გამოთქმა: ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის! ფაქტია, პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაჩნდება. კრიტიკის ატანაც მოგიწევთ...

- კრიტიკა აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ფეხბურთელობისას ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამითვალისწინებია და ასე იქნება მომავალშიც. მე ვალდებული ვიქნები ქართველი ხალხის წინაშე და ეს კარგად მესმის.

- არჩევნებამდე ორი დღე რჩება. რა წინათგრძნობა გაქვთ?

- ნერვიულობის მეტყობა რამე (იცინის)? ემოციები, განწყობა დადებითია. ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ერთხელაც ვისაუბრებ ჩემი პროგრამისა და გეგმების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
წარმატებები კობის! კოჭებზე ეტყობა მშრომელი კაცია და საქმეს მიხედავს. დავიღალეთ ჭაობში ყოფნით... არ გვეკადრება ჩვენი შესაძლებლობის ხალხს ამ პოზიციაში ყოფნა. პ.ს. ბესო, სასვენი ნიშნების შესახებ რამე გსმენია? ;)
Givi
Kobiashvili wesieri da chamoyalibebuli kacia tavisi saxeli aq safexburto samyaroshi kaladzem orjer moigo liga da tavisi shromit miagwia racaaq chemtvis ki ar waurtmevia.me mati axlobeli ar var magram vinc saqartvelostvis da qartveli xalxistvis kargi unda yvela chemianad mimachnia. Xo oratorebs rac sheexeba kargad unda gvaxsovdes wesit dubinkebis da msgavsi ambebi
მერაბი
ბესოს- ლაპარაკი არ არის საჭირო,საქმის კეთებაა მთავარი.მჯერა კობიაშვილი,მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში,და მისი გუნდი გამოასწორებს ფეხბურთის მდგომარებას/ასწევს მის დონეს/ საქართველოში.
j.....
ბესოს სახელით უეჭველი რეზო არველაძე აკომენტარებს. შენ თუ საერთოდ გაწუხებს ქართული ფეხბურთის ბედი ლაპარაკი კი არა საქმეა მთავარი. ტორემ ორატორი სააკაშვილია მაგარი და ის დანიშნეთ.
besos
ბესო შენ ღვარძლიანი კაცის შბაბეჭდილებას ტოვებ,ჰაერზე ისვრი სიტყვებს,იმიტომ რომ ფეხბურთის გაგებაში არა ხარ.
giorgi
shen ras laparakob magatze uketesi xar ra tu amatma tu ar ician saqmis gaketeba kidev ra klaviaturia lomoba getyoba dzalian shen
beso
ნაგდი გიჩირავს შენ და კალაძეს ნერვიულობ აბა რას შვები ლაპარაკი რომ არიცით და არც საქმე შენ და კალაძემაც
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...