ქებათა ქება გია ცეცაძეს! აფერუმ ვარლამ კილასონიას!
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური არჩევნების თანხლებით გათამაშდა. ნიშანდობლივი იყო ქართულ სტადიონებზე ისედაც მცირე რაოდენობის მაყურებლის კიდევ უფრო "შეთხელება". შაბათის მატჩებს კი ჟურნალისტთა ძალიან მცირე რაოდენობა დაესწრო. ცხადია, მთელი ყურადღება "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე პროცესებისკენ იყო მიმართული.

თან სრული ტური ვერ შედგა. "გურია"-"ზუგდიდის" მატჩი მასპინძელთა ახალგაზრდა მეკარის, მიხეილ გოგუაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადაიდო...

ორი მთავარი მოვლენა

ტურის მთავარი მოვლენა ლიდერის შეცვლაა. "დილამ" გასვლაზე 0:5 წააგო "სამტრედიასთან" და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.

ამას წინათ, გორელთა დამრიგებელმა უჩა სოსიაშვილმა "ლელოსთან" საუბარში თქვა, რომ გუნდში არცთუ იდეალური სიტუაციაა და საინტერესოა, ეს მარცხი სწორედ ამის გამოძახილი ხომ არ არის?..

თბილისის "დინამომ" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო ბათუმის "დინამოს" და ლიდერობა დაიბრუნა. დინამოელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (ალექსანდრე იაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ბეგაშვილი) აკლდათ. თბილისელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს, მათ შორის - გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებული ცვლილებების ხარჯზეც და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ბათუმელები, ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს საქართველოს ჩემპიონატში და ეს იმის ბრალიც უნდა იყოს, რომ ამ მომენტისთვის გუნდში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელია.

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქუთაისში მოხდა. "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ საჩხერის "ჩიხურასთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ თანამდებობა დატოვა.

სენსაცია

სხვას ვერაფერს დაარქმევ გორის "დილას" გასვლით მარცხს "სამტრედიასთან". მარცხიცაა და მარცხიც - ჩემპიონს ნამდვილად არ ეკადრება 0:5! ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ზემოთ უკვე ვახსენეთ. ფაქტია, "დილა" ისეა დაკომპლექტებული ქართული მასშტაბებით, ასეთი ანგარიშით არავისთან უნდა აგებდეს. ალბათ, ფეხბურთელებმაც მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს.

ეს მატჩი არასოდეს დაავიწყდება 21 წლის შემტევ ავთანდილ ენდელაძეს, ვინც უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. ცნობისთვის - ის ახლო წარსულში გამორჩეული ფორვარდის, ზვიად ენდელაძის ვაჟია.

ქებათა ქება გია ცეცაძეს! "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი არ ღალატობს თავის საფეხბურთო გეზს - მისი გუნდი ლაღად და შედეგიანად თამაშობს.

წაუგებელი "სიონი"

სანამ ამ ტურის გამორჩეულ გუნდებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, მასპინძელთა დომინაციაზე ვთქვათ - მათ ამ ტურში შვიდივე შეხვედრა მოიგეს!

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ "ცხინვალის" შესანიშნავი გარჯა. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ამ სამ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

შესანიშნავ ფორმაშია გუნდის შეტევების ლიდერი ნიკა კაჭარავა. რაც საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, მან უკვე 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, ეს 8 გოლი... 4 დუბლისგან შედგება!

თუ ასე გაგრძელდა, კაჭარავა აუცილებლად იბრძოლებს ჩვენი პირველობის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ლაშა ქოჩლაძე, ცხინვალელთა 20 წლის "ათიანი", ვინც ზედიზედ ორი მატჩია, ძალიან გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. შემთხვევითი არ არის, რომ "კოლხეთთან" მოგებულ (5:1) შეხვედრაში მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს "სიონის" 31 წლის ფორვარდის, დიმიტრი ტატანაშვილის დუბლიც. "სიონმა" ამჯერადაც იმარჯვა და სრულიად დამსახურებულადაა მეორე ადგილზე.

აფერუმ ვარლამ კილასონიას! მისი ხელმძღვანელობით, "სიონი" ერთადერთ გუნდად რჩება საქართველოში, რომელსაც ამ სეზონის (იგულისხმება სათასო მატჩებიც) დაწყებიდან მოყოლებული, თამაში არ წაუგია...

პირველად, 20 წლის შემდეგ...

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა თერჯოლის "საპოვნელამ". თერჯოლელებმა საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში 20 წლისა და 4 თვის შემდეგ მოიგეს!

გოლის გემო გაიხსენა "შუქურას" ლიდერმა გიორგი ჩელებაძემ. მამამისს, რევაზ ჩელებაძეს, ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, 2 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა...

ფაქტები

საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა "ლოკომოტივის" 27 წლის მცველმა გიორგი ხიდეშელმა. უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა "ჩიხურას" ფეხბურთელმა ომარ კურტანიძემ.

ტურში ნაჩვენები იქნა 3 წითელი ბარათი. აქედან ორი - "კოლხეთს" ერგო...

ანონსი

სანაკრებო შესვენებით გამოწვეული პაუზის შემდეგ მართლაც განსაკუთრებული მატჩი გველოდება. ქუთაისში გასამართავ ქართულ "კლასიკოში" ერთმანეთს "ტორპედო" და თბილისის "დინამო" შეხვდებიან. მოლოდინად ღირს.

მანამდე კი საქართველოს ნაკრებს ვუქომაგოთ გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრებში!

ავტორები:

გია ტუხაშვილი

ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი
პირველი გოლის გავიდა იმ დროს,როცა"დილას"მცველი,საიდანაც გავიდა გოლი, მიღებული მცირე ტრამვის გამო მინდორზე არ იმყოფებოდა.ისე,რომ "სამტრედიამ"პირველი გოლი კაცნაკლულ "დილას"გაუტანა.ამის შემდეგ"დილა"უკვე გუნდს აღარ გავდა/რა მოხდა ვერ გეტყვით/."სამტრედიამ"დამსახურებულად გაიმარჯვა.
gia.batumi.
სამტრედია ევროპაზე იასპარეზებს და დინამო ბატუმი.
ჯაბა
სენსაცია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, სამტრედიაშიც არა ნაკლები ფეხბურთელები თამაშობენ
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"სამტრედიამ" სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ცხინვალი-სიონი 4:2 - ჯამარაული და ჟვანია ქართულ ფეხბურთს უბრუნდებიან
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ნიკა კაჭარავამ პენალტი ვერ გამოიყენა, ფრანგები სერბეთს უგებენ
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ნიკა კაჭარავამ თურქებს მაინც გაუტანა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
თურქები ქართველ 19-წლამდელებთან მატჩში კვლავ დაწინაურდნენ
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
თბილისის "დინამო": კოვტალიუკი, ქოჩლაძე და შულაია დაკვირკვების ქვეშ...
გია ცეცაძე: წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან?! ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
დინამო(თბ)-ჩიხურა 5:0 - დინამოელთა რეკორდი [VIDEO]
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" უშეცდომოდ!..
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
დინამო(თბ)-დილა 5:0 - ეფექტურიც და ეფექტიანიც! [VIDEO]
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ავთანდილ ენდელაძემ ფოთის "კოლხეთი" დატოვა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით