დიკ ადვოკაატი საბოლოოდ დაგვემშვიდობა
დიკ ადვოკაატმა "სანდერლენდი" ახლა უკვე საბოლოოდ დატოვა. ჰოლანდიელმა, ალბათ, ინანა, რომ თავის დროზე მობრუნდა, წასვლა გადაიფიქრა და ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, ბევრი ნერვიულობა მოუხდა და გუნდიც ვერ გამოიყვანა კრიზისიდან. ასეა თუ ისე, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და დამსახურებულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმაც კარი გამოიხურა, ხოლო "შავი კატები" ახალი თავკაცის ძიებაში არიან.

"სანდერლენდი" ისეთ რთულ მდგომარეობაშია, ასე ადვილად ვაკანტურ თანამდებობაზე მისვლას ბევრი ვერ გადაწყვეტს. თუმცა მთავარი კანდიდატ-ფავორიტების ვინაობა ვიცით - სემ ალარდაისი, ნაიჯელ პირსონი და შონ დაიჩი.

"დიდი სემის" უქმად ყოფნა საცოდაობაა. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბინადარია და ამ ჩემპიონატს თავის ეშხსაც სძენს. პეწისა რა გითხრათ, მაგრამ თავისი ფანები ნაიჯელ პირსონმაც გაიჩინა, როდესაც "ლესტერთან" ერთად სასწაულების კეთება დაიწყო და მერე ჯადოსნური ჯოხი კლაუდიო რანიერის გადაულოცა.

მოგეხსენებათ, რომ მას "მელიებიდან" წამოსვლა მინი-სკანდალის მერე მოუხდა და ამიტომაც ახლა ასარჩევად საქმე არ აქვს. ასე რომ, თუ "ლაითზე" დაუძახებენ, წესით, წინადადება სიამოვნებით უნდა მიიღოს, პლუს, ჩვენ უკვე ვთქვით კიდეც - მას რთული სიტუაციებიდან გამოძრომა ეხერხება.

დაიჩს რაც შეეხება, ამ ნიჭიერ და ემოციურ ახალგაზრდა მწვრთნელს ალბათ უკან, პრემიერლიგისკენ გული კი მოუწევს "ბარნლისთან" ერთად გავარდნის მერე, მაგრამ მიატოვოს კლუბი, რომელიც აშკარად უყვარს და მივიდეს გუნდში, რომელსაც გავარდნა სერიოზულად ემუქრება... შეიძლება ღირდეს კიდეც, მაგრამ მის ადგილას ბევრი კარგად დაფიქრდებოდა. თანაც "ბარნლი" იდეაში ჩემპიონშიპში დიდხანს გაჩერებას არ აპირებს.

მართალია, ჩვენ ეს სამეული განვიხილეთ და საბუკმეკერო კანტორები ფსონებსაც კი იღებენ, მაგრამ "სანდერლენდის" უფროსობას კიდევ ერთი კანდიდატი ჰყოლია - დევიდ მოიესი.

შოტლანდიელის ესპანეთში წასვლა მოულოდნელი და უცნაური გახლდათ. "სოსიედადში" მისი საქმეები იდეალურად აშკარად ვერ მიდის და გამორიცხული არ არის, "ევერტონის" ექსდამრიგებელმა სენტიმენტებს გასაქანი მისცეს და გულმა ნისლიანი ალბიონისკენ გამოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
დიკ ადვოკაატი კლუბს აღარ გაწვრთნის
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
დიკ ადვოკაატმა ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი დაასახელა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
ადვოკაატი: სად ჩვენ და სად საფრანგეთი?!
დრიბლინგი: დიკ ადვოკაატი, ლუი ვან გაალი და შიშველი გოგონები
[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო
ჰოლანდიის ნაკრები ყველაზე მოხუცის იმედად...
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
დიკ ადვოკაატი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა