"მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულე უკან დარჩება და ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს

"მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულე უკან დარჩება და ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

სიპრიანის ვარსკვლავი მსოფლიო რაგბის ცის კამარაზე სწრაფად აკიაფდა. საკმაოდ ახალგაზრდამ, ეროვნულ გუნდში რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "პომების" თავკაცებთან მას ურთიერთობა ნელ-ნელა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ერთ-ერთ ბულვარულ გაზეთში მისი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ასახული იყო, როგორ გამოდიოდა სიპრიანი შოტლანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე ღამის კლუბიდან.

დენიმ მაშინ თავი იმართლა, მეგობრებს მატზე დასასწრები ბილეთები მივუტანეო. მოგვიანებით გაზეთები ისევ აჭრელდა სიპრიანის ფოტოებით. ამჟერად მას ხშირად ხედავდნენ ფოტომოდელ კელი ბრუკთან ერთად. ერთი სიტყვით, ყოველივე ამან, მის თამაშზე ცუდი გავლენა იქონია და "პომების თავკაც, მარტინ ჯონსონთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭა.

სიპრიანიმ ავსტრალიას მიაშურა და თავის დროს მთლიანად რაგბის უთმობს. ის აქ, "მელბურნ რებლზში" ცნობილი ავსტრალიელი მწვრთნელის როდ მაკქუინის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. "მელბურნ რებლზი" შესანიშნავი გუნდია. მოთამაშებმა ერთმანეთს კარგად გავუგეთ და, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ.

ყველაფერს ვიღონებ, რომ უკეთ ავთამაშდე და ინგლისის ნაკრებში თამაში დავიმსახურო. თუ მწვრთნელები გადაწყვეტილებას შეცვლიან, "პომების" კვართით თამაშისთვის ყოველთვის მზად ვარ" - თქვა დენი სიპრიანიმ.

"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემები, რაც დენის წარსულში ჰქონდა. ეს ყველაფერი ახლა წარსულშია და ის ავსტრალიაში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. სიპრიანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და, ვფიქრობ, ის "მელბურნ რებლზთან" ერთად ზე რაგბის დაუბრუნდება" - თქვა როდ მაკქუინმა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში