კიკე სეზონის ბოლომდე რჩება

მადრიდის "ატლეტიკოს" დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა განაცხადა, რომ კიკე ფლორესი აუცილებლად გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე, რაც უნდა მოხდეს სეზონის განმავლობაში. მიგელ ანხელ ხილ მარინი სპეციალურად შეხვდა გუნდს მთელი შემადგენლობით, შეკრებაზე მან აღნიშნა, რომ "ატლეტიკომ" დაასრულა ზამთრის სატრანსფერო მოღვაწეობა და სეზონის ბოლომდე კლუბი არც არავის შეიძენს და არც არავის გაუშვებს: "ჩვენ იძულებულნი ვიყავით სიმაოს შევლეოდით. ამიტომ კლუბმა ორი ახალი ფეხბურთელი შეიძინა, ხუანფრანი და ელიასი. კიკე სეზონის ბოლომდე "ატლეტიკოს" მწვრთნელია, როგორც ეს მას კონტრაქტში უწერია. შემდეგ კი მოვიქცევით ისე, როგორც შარშანდელ სეზონში, რომელიც ევროპის ლიგის მოგებით მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ - მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და შევხედავთ. მაგრამ, ვიმეორებ, ეს შეხვედრა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება და არა მანამდე. ამიტომაც თითოეული თქვენთაგანის მოვალეობაა ბოლომდე უერთგულოთ კიკეს და მისი ბრძანებები შეასრულოთ. რა თქმა უნდა, სეზონის მიმდინარეობით კმაყოფილი არ ვართ, კლუბი ძალიან ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ადგილს ცხრილში. მე შემიძლია გავიგო, რატომ შეიძლება დამარცხდეს "ატლეტიკო" მადრიდის "რეალთან" სათასო დაპირისპირებაში, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება წააგოს კლუბმა ყოველი მეორე შეხვედრა. ვერ წარმომიდგენია, რომ "ატლეტიკომ" სეზონი ტოპ-4-ში არ დაასრულოს", - განაცხადა ხილ მარინმა.

დრენტე, გაამართლე შენში დახარჯული ფული!

"ერკულესის" პრეზიდენტი ვალენტინ ბოტელია გაოცებულია ჰოლანდიელი როისტონ დრენტეს მოქცევით. ალიკანტეელთა ბოსი მიიჩნევს, რომ, მართალია, ხანდახან დრენტე უბრალოდ დიდებულად თამაშობს, მაგრამ საერთო ჯამში, "რეალის" ფეხბურთელი, რომელიც იჯარითაა ვალენსიის მხარეში, ვერ ამართლებს იმ ფულს, რასაც "ერკულესი" მის სანაცვლოდ იხდის. ჰოლანდიელმა ლა ლიგის 20 ტურში 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ბოლო 5 წუთში მან მოედანზე ჯამში 28 წუთი გაატარა.

მოგეხსენებათ, დრენტე ბოლოს კლუბთან ფინანსური უთანხმოების გამო არ თამაშობდა - ასე ვთქვათ, აჯანყდა. შემდეგ ჰოლანდიელი დაუბრუნდა "ერკულესს", მაგრამ ახლა მას მუხლის ტრავმა აწუხებს: "ჩვენ ძალიან ვნანობთ. ძალიან ბევრს ვეცადეთ, რომ დრენტე გუნდის ნაწილი გამხდარიყო, ბევრი ფულიც გავიღეთ, ის კი ვერ ამართლებს. ჩვენ კვლავ შევეცდებით, მაგრამ ცოტა ფეხბურთელმაც უნდა შეგვიწყოს ხელი", - განაცხადა ბოტელიამ.

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა