ტაბო სეფოლოშა პოლიციის წინააღმდეგ
"ატლანტა ჰოქსის" კალათბურთელმა ტაბო სეფოლოშამ გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ნიუ იორკის პოლიციას.

შვეიცარიელი, რომელიც აპრილში ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს, უკმაყოფილო დარჩა მოვლენათა განვითარებით.

სეფოლოშა "ინდიანა პეისერსის" ფორვარდზე კრის კოუპლენდზე თავდასხმის საქმის ფიგურანტი გახდა. დაკავებისას, პოლიციამ კალათბურთელს ფეხი მოტეხა.

მოგვიანებით, სეფოლოშას ბრალი წაუყენეს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში. ოქტომბრის დასაწყისში, შვეიცარიელი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ამასთან, კალათბურთელმა ჯერაც ვერ მოირჩინა აპრილში მიღებული ტრავმა.

"ცნობილი არ არის, როგორ აისახება ეს შემთხვევა ჩემს კარიერაზე ორი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იქნება - ნათელი მოვფინოთ ამ სიტუაციას სასამართლოს გზით. ეს მომავალში ბევრ ადამიანს დაეხმარება", - განაცხადა სეფოლოშამ.

ინციდენტი აპრილში, ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. როცა კოპლენდი და მისი მეუღლე კლუბს ტოვებდნენ, მათ თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რომელმაც დანით მუცელში დაჭრა კალათბურთელი.

ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, სეფოლოშა და "ატლანტას" კიდევ ერთი კალათბურთელი პერო ანტიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...