გროზნოს "ტერეკის" 22 წლის ქართველი მცველი გუნდში ბრაზილიელ ლეგიონერებთან მეგობრობს
22 წლის თედორე გრიგალაშვილი გროზნოს "ტერეკში" სეზონის დასაწყისში მივიდა. საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთში წასული ფეხბურთელისთვის იქაურ პირველობასთან ადაპტაცია მთლად იოლი არ არის.

გრიგალაშვილი, ვისიც ქართულ საფეხბურთო თემს ერთობ ეიმედება, ჯერაც ვერ იქცა "ტერეკის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად.

ის ახლა თბილისშია. "ლელომ" ისარგებლა შემთხვევით და თედორე გრიგალაშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- თბილისში სავიზო ამბების მოსაგვარებლად ვარ. სამთვიანი ვიზა მქონდა და მას ვადა გაუვიდა. უკვე ორი კვირაა, აქეთ ვარ.

- მოდი, შეაფასეთ სეზონის პირველი ნახევარი. როგორი იყო ის თქვენთვის?

- ერთი მხრივ, კმაყოფილი ვერაფრით ვიქნები. პირველი წრე დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარე. მეორე მხრივ, სადებიუტო სეზონია და მაშინვე ძირითადში დამკვიდრება რთულია. თან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, აქ სხვა მოთხოვნებია.

კმაყოფილი იმით ვარ, რომ ასეთი დონის ჩემპიონატში მოვხვდი.

- საინტერესოა, როგორია სიტუაცია "ტერეკში"? მწვრთნელისგან მხარდაჭერას თუ გრძნობთ? ან ვის დაუმეგობრდით?

- ერთი თამაში ვითამაშე რუსეთის თასზე. იმ მატჩის შემდეგ მწვრთნელი მელაპარაკა. მითხრა, შენით კმაყოფილი ვარო... "ტერეკი" ძალიან მეგობრული გუნდია. პირადად მე განსაკუთრებით ახლოს ბრაზილიელებთან ვარ.

- გროზნოში ხალხს უყვარს ფეხბურთი?

- ძალიან. თამამად ვიტყვი - როცა "ტერეკი" თამაშობს, იმ დღეს გროზნოში ნამდვილი ზეიმია!..

- თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თუნდაც 6 თვით რომელიმე სხვა გუნდში განათხოვრება შეიძლება უკეთესი იყოს თქვენთვის? მიიღებდით სათამაშო პრაქტიკას და მერე ისევ "ტერეკს" დაუბრუნდებოდით...

- კი, მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ რაკი გუნდში ხარ, ესე იგი, მას სჭირდები. გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ. ყველაფერი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია...

- როგორ ფიქრობთ, რა შეუძლია "ტერეკს" ამ სეზონში?

- ვფიქრობ, "ტერეკს" შეუძლია, რუსეთის საუკეთესო ხუთ გუნდს შორის მოხვდეს. ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყვანან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბოლო წამის პენალტი რომ არა... "საბურთალო" "ტორპედო-ბელაზს" დაუზავდა [VIDEO]
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
თედორე გრიგალაშვილი: "ტერეკს" დავტოვებ, ჩემთვისაც ასე ჯობია და გუნდისთვისაც
"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა
თედორე გრიგალაშვილმა სავიზო პრობლემა მოაგვარა და "ტერეკს" შეუერთდა
თედო გრიგალაშვილმა სავიზო პრობლემები მოაგვრა და "ტერეკს" შეუერთდა
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
თედორე გრიგალაშვილი: ისე დამხვდნენ, თითქოს, მთელი ცხოვრებაა "ტერეკში" ვთამაშობ
საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს - ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი დარჩა
თედორე გრიგალაშვილი "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს
თედო გრიგალაშვილი: ტრავმამ "ტერეკის" ორი შეკრება თითქმის გამაცდენინა