ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

რატომ განაცხადა კლუბმა უარი დასაქმებულ პირთა ვინაობის გამხელაზე
საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" და ქუთაისის მერიამ კლუბში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

გამოცემამ ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მერიას, რომლის ბალანსზეც იმყოფება საფეხბურთო კლუბი და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც კლუბში დასაქმებული ადამიანების ვინაობას, მათ სამუშაო ადგილებსა და თანამდებობრივ სარგოს ეხებოდა.

ქუთაისელი გულშემატკივრისგან ხშირად ისმის, რომ კლუბში ნებისმიერ პოზიციაზე ქალაქის მერის და მისი მოადგილის სამეგობროა დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი სწორედ საზოგადოების ეს მაღალი ინტერესი გახდა.

"დანართის სახით გეგზავნებათ შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედოს" საშტატო ნუსხა დამტკიცებული საშტატო ერთეულებისა და თანამდებობრივი სარგოს მითითებით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (გარდა აღმასრულებელი დირექტორისა) დასაქმებულ პირთა ვინაობის ამსახველი ინფორმაცია.

აქვე, დირექტორის პოზიციას იკავებდა დავით ფრუიძე, ხოლო ივლისიდან დღემდე, კლუბის აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ჩაკვეტაძე", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 42-ე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ქუთაისის მერიამ და კლუბმა არ მოგვაწოდეს, მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

"ყველას აქვს უფლება იცოდეს:

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე, სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომლებშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე, საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე, მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ, გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს".

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რაც კლუბის შემთხვევაში არ მომხდარა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი ინფორმაციის გასაიდუმლოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტს სცნობს: პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება.

ქუთაისის მერიის და კლუბის მხრიდან ამ ინფორმაციაზე უარის თქმა კანონით დასაბუთებული არ ყოფილა, ამიტომ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიასა და ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილს გუნდში საკუთარი ახლობლები, მეგობრები და კლასელები ჰყავთ დასაქმებული, ეს პასუხი კიდევ უფრო აღრმავებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურა ჩაკვეტაძე და მისი მოადგილე შალვა (დევი) ასათიანი მურღულიასა და მიქიაშვილის ახლო მეგობრები არიან. ვიცე-მერი მიქიაშვილი კი ასათიანის მეჯვარეა.

"ტორპედოს" საიტის ადმინისტრატორი და პრესსამსახურის წარმომადგენელი შიო აფრიდონიძე მურღულიამ და მიქიაშვილმა გამოუგზავნეს კლუბს.

ქუთაისის მერმა კლუბში კიდევ ორი "ახალი" კადრი, პაპუნა მელაძე (სელექციონერი) და კახა აბზიანიძე (გუნდის უფროსი) დაამატა, რომლებიც "ტორპედოში" ათი წლის წინაც მუშაობდნენ. კახა აბზიანიძე შოთა მურღულიას მეუღლის ახლობელია. ინფორმაციისთვის, ათი წლის წინ, როდესაც "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, გუნდში ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჩაკვეტაძე, მელაძე და აბზიანიძე ერთად მუშაობდნენ.

ახლა, 9 ტურის შემდეგ, იმერულ გუნდს 9 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება...

მაგდა კლდიაშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

• ალექსანდრე - ს

იმედია ამ წერილით მივხები ვინ ვარ. და იმედი მაქვს შენტან საკონტაქტოსაც გამოვნახავ. მე არც ტორპედოს ვეხები ამ ეტაპზე და არც მის დღევანდელ პოლიტიკას, შენ უნდა დაასაბუთო "აუცილებლად" შენი სიტყვები რომ გოგა პაპიაშვილს გინდაც 1 ლარი აქვს შეჭმული ტორპედოს ან ვისოლის ფული. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ნუ ცოდავთ იმას რაც არ იცით ეს მცირე მეგობრული დარიგება. საცოდაობაა და გულის ამრევი თქვენი კომენტარი რომელშიც თვითონ არ იცით რა დაწერეთ

• Magda

საერთოდ, ვერიდები ხოლმე მსგავს კომენტარებზე პასუხის გაცემას, მაგრამ, რადგან ტორპედოს ხელმძღვანელობად წოდებულებმაც რაღაც პასუხი დაწერეს და აქაც კითხვები აქვთ, აუცილებლად დავწერ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. დავიწყებ ბოლნისის სიონით - თუ ვინმეს აინტერესებს ამ გუნდის ბიუჯეტი, ხარჯთაღრიცხვა, შეუძლია მიმართოს ისეთივე სახის განცხადებით, როგორითაც მე მივმართე რიგ მუნიციპალურ გუნდებს. აქამდე, მსგავსი განცხადება სიონს არ მიუღია, შესაბამისად, სხვაზე ხელის გაშვერით, საკუთარ ნამუსს ვერ მოიწმენდთ. 2. ბიუჯეტის გადახარჯვა კანონით დასჯადია. თუკი მერიამ მილიონ რვაასი ათასი მოგცათ მანამდე, ეს უნდა გეკმარათ მთელს წელზე, დამატებით 400 ათასი ლარის მოცემა, აყენებს როგორც თქვენს პასუხისმგებლობას, ასევე მერისა და მისი მოადგილისა, რომელიც დევი ასათიანის მეჯვარეა, დანარჩენები ძმაკაცები ხართ ყველანი. 3. მე გამოვითხოვე თანამშრომელთა სია, კონკრეტული გვარებითა და სახელებით, რაც გუნდმა დამალა, იმიტომ, რომ ყველა ქუთაისელმა იცის, ვინაა მერის ძმაკაცი, ვინ მისი მოადგილის და ვინ ჩაკვეტაძე-ასათიანის. 4. საიტის ადმინისტრატორად რომ ოროსანი გყავთ გაფორმებული, ეს უკვე ბევრისთვის თვალსაჩინო გარემოებაა. ისიც კი ვერ გაგირკვევიათ, სად მასპინძლები ხართ და სად სტუმრები. 5. ჭამაში, ამ დრომდე, უკვე დახარჯეთ 145 ლარი, თქვენ არ მომაწოდეთ ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ტენდერების ჩაშლის შემდეგ პირდაპირი წესით გააფორმეთ, განა ამიტომ არ ჩაშალეთ ეს ტენდერები? 6. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც 7 000 ლარი იოგურტებისთვის გამოყო, 43 ათასი ლარი ხორცისთვის და 18 600ლარი რძის პროდუქტებისთვის, რამდნეიმე დღეში კი ისევ გამოაცხადეთ მსხვილი ტენდერები იგივე პროდუქტებზე და რამდენჯერმე ჩააშალეთ. ტენერი, რომელიც ორჯერ მაინც ჩაიშლება, გამომცხადებელს აქვს უფლება პირდაპირ დადოს ხელშეკრულება. ესეც იმის ნათელი მაგალითი, რომ ატკატები მოგდიოდათ ასეთი ხელშეკრულებებიდან. 7. მე მოვითხოვე დამატებითი შემოსავლები და მათი ხარჯთაღირცხვა, სად მიგქონდათ, რაშიც მხოლოდ შემოსავლები მივიღე - 116 ათასი ლარი სტადიონის იჯარიდან, მათ შორის ერთი 73 ათასი ლარი და პლიუს სადღც 20 ათასი ლარი +- სად წაიღეთ ეს ფული? რატომ არ მომწერეთ? სტადიონზე რა დახარჯეთ? 8. წამლებში რომ 10 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადეთ, სად გაქვთ ეს წამლები, ან ამ ტენდერზე რატომ არ მომწერეთ, ან რა შეიძინეთ დასახელელები იმ წამლების, თქვენი ფეხბურთელები იძახიან, ექიმი ნახშირის მეტს არაფერს გვასმევსო და კი არ მიკვირს, ამდენს რომ ჭამთ, მონელებაც გჭირდებათ. 9. რატომ დამალეთ ევროპაბეთიდან მიღებული შემოსავალი? 10. ზურა ჩაკვეტაძემ იმის გამო, რომ ფანებს პრეტენზია გაუჩნდათ გაზრდილ ხელფასებზე, წავიდა და ქუთაისის პირველ განყოფილებაში მათ წინააღმდეგ საჩივარი დაწერა და ასეთი კაცი გუნდის დირექტორი უნდა იყოს? 11. ახალი ფანკლუბის ჩამოყალიბება იმ ხალხით, ვინც მის წინააღმდეგ არ იყვირებდა, აი, ესეც აშკარად ტაშისდასაკვრელია, მე ღიმილს მგვრის. 12. რაც შეეხება აბზიანიძე -მელაძეს, დინამოსთან თამაშზე ორივე მათგანი სათადარიგოს სკამის გვერდით იდგა, თამაშის მიმდინარეობისას ხაზს ვუსვამ, რომლის ფოტოებიც მაქვს. დებულების მიხედვით, იქ ყოფნა შეუძლიათ პირებს, რომლებიც მითითებულია დებულებით და აქვთ კონტრაქტი კლუბთან - მაშ დაგირღვევიათ დებულება და ამისთვის სანქციას იმსახურებთ. 13. რაც შეეხება რამაზ ჩხიკვაძეს, მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ და ის ერთადერთია ახლა თქვენს გუნდში, რომელიც თქვენს შაიკაში არ მოიაზრება და არ მიკვირს, რატომ ცდილობთ მის მოშორებას გუნდიდან. 14. თქვემ დაბარეთ ფანები და უთხარით, რომ მერია და თქვენ მხარს არველაძეს უჭერდით და თავი დაენებებინათ კობიაშვილისთვის, თქვენ ასევე გინდოდათ ჩხიკვაძე ჩაგეხსნათ დელეგატობიდან, რომ ხმა კობიაშვილს არ მიეღო, რაც ვერ გამოგივიდათ და ეს წმინდად ჩხიკვაძის დამსახურებაა. თქვენ არ გაწყობდათ კობიაშვილი, რომელიციძახდა, რომ მუნიციპალიტეტების ფულებს ჩვენ გავაკონტროლებთო და თქვენ გეცლებოდათ კარგი შემოსავალი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტს პარავდით. არ მითხრათ ახლა, რომ მურთაზ ხურცილავასა და რეზიკო არველაძესაც არ შეხვედრიხართ ჩუმად :))) პ.ს. თქვენ ბინძური კამპანია ვინ უნდა აგიგოროთ, იმაზე მეტ სიბინძურეს ვერავინ აგიგორებთ, ვიდრე თავად აკეთებთ მაგ გუნდში, რომელსაც ტოპედო ჰქვია!

• Gogita

კოლას დაუძახეთ ისიც უმუშევარია

• dato

ვნახე მაგრამ დარღვევა არ ვიცი რა არი.ეს სპეციალისტები მინიმალურია რაც ჭირდება ამხელა სტდიონს და ბაზას.სხვა საქმეა რამდენად სპეციალისტები არიან და ტავის საქმეს აკეტებენ

• torpedo 2015

მაგდა კლდიაშვილს ურცევნია ბოლისელებს მიაწოდოს სიონის ხარჯთაღრიცხვა რომელსაც ბოლნისელებია ითხოვენ და წლებია ვერ ირებენ, ბურდულს მიწეროს სიონში და სიონის შტატები და ხელფასები გაასაჯაროვოს რომელსაც მალავენ, სპორტალ გეს კიდევ ცალმხრივად რომ აშუქებთ ტორპედოზე, ბოლნისზე გაგეშუქებინათ სიონმა შტატების რაოდენობა საერთოდ რომ დაუმალა გულშემატკივრებს.

• chakve

ზურია ჩაკვეტაძე გიცანით გიცანით ))) ძველი ბიჭეის დრო უნდა დამთავრდეს ტორპედოში . ............ და გუნდს მიხედეთ თორე ფულოს ჭამას არავნ შეგარჩეთ ! დევი სირაძემ რა იცის ფეხურთის ან რა გაეგება? ნეპოტიზმი ყვავის ტორპედოში

• saba

ნაციონალების ინტრიგებს ჰგავს ეს ყოველივე,მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობა იმისთვის რომ გუნდ გვერდში დაუდგა,დიახ მისთVის სანდო კადრები უნდა მიიყვანოს,ფაქტია რომამ ბოლოს არეული იყოყველაფერი და დალაგება უნდოდა..ხოლოგუნდის შექმნას დრო უნდა.ყველაფერს მომავალისეზონი გვიჩვენებს.

• levani

გუნდის აშენება ადვილიპროცესი არ არის,ბოლო წელიწადნახევარია გუნდი დატოვა 45 ფეხბურთელმა,ძოძუაშვილის და დარასელიას ხელში კიდევ კარგად დავრჩით.დიახ ზოგიერთებსარ აწყობთ ახალი მწვრთნელი სიახლე..გუნდის აწყობას ორისამი წელი უნდა,მცოდნე გაიგებსდაბალი დონის მყვირალა ვერასოდეს.მე მჯერა გუნდის წარმატების,მთავარია კარგი ბიუჯეტიგამოეყოს მომავალი წლიდან.მინიმუმორმილიონ ნახევარი.ესეც ცოტაა,ასეთ ხელფასს თვეში ღებულობს ევროპელი ფეხბურთელი,მაგრამ იმედი გვაქვს მცირედითაც რაღაც წარმატებას მივაღწევთ.

• shako

რატო არ გრცხვენიათ? რა შეიცვალა უკეთესობისენ გითხარით გულშემატკივარს ! კობი დაგვეხმარე მოგვაშორე ეს ხალხი!

• ჩვენებური

პირველ რიგში ის მიხარია, რომ ტორბედოს გულალალი ჭირისუფლები ყავს (კომენტარებიდან ჩანს), მაგრამ ამ კომენტარებიდან ისიც ჩანს, რომ ჩხიკაძე ზედმეტად აქტიურობს სხვადასხვა სახელით. მე მახსოვს მისი შაშიაშვილის დაპელნიკობა.

• ვასია

ამდენი კარგი რამ გაკეთებულა გუნდში და ბარემ დავაბოლაოდ კარკად. გავუშვათ 3 ასაკოვანი 35-36 წწ ფეხბურთელები პენსიაზე. მეკარე- დამცველი და ნახევარცველი და მიაყოლეთ მენეჯერი და ..... - ყველა მთავრობის მაქებარი ჩხიკვაძე და მწვრთნელი ოდიკაძე. ვსიო.

• aleko

სირცხვილიც აღარ გაქვთ ჰო ? რა შეიცვალე უკეთესობისკენ კაცურად გეკითხები ? ხვალაც თუ წავაგეთ უკვე დაიწყება აჟიოტაჟი დირექტორის და იმ ხალხის მიმართ ვინც მოიყვანა მერიამ . გულშემატკივრებო ჯუნგლებკ ხვალაც თუ ვერ მოვიგეთ ძალის საშუალებით გავყაროთ გუნდიდან ეს მჭამაელები . რამაზ შენ რაც შეგეხება გუნდი და ჯუნგელბი შენთან ვართ !! ჯიგარი ხარ და გაფასებთ

• ზურა

კობი დრო აღარ ითმენს დაიქნიე ყველა ფედერაციიდან თუ კლუბებიდან! შენც კოჰაბიტაციაში თუ აპირებ მაგ ... ყოფნას მაშინ საღოლ! ქუთაისი მთლიანად უქნარა და უნიათო მედროვეების ხელშია! აღებული აქვთ მთელი ქალაქი თუ სადმე რამეა სულ თითონ არიან!

• goga

სამი თვეა ახალი ხელძღვანელობაა კლუბში,ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება ახლი მთავარი მწვრთნელი,ახალი მიდგომები,რომ გუნდმათავი დააღწიოს მრავალწლიან წარუმატებლობას.მავანი გულზე სკდება და შავ პიარს აგორებს გუნდის ირგვლივ.

• torpedo123

აქცენტი ნუ გადაგაქვთ გვარებზე და სახელებზე. საგანგაშო აქ ის არის რომ ნეპოტიზმია გუნდში. ნამდვილად ცუდი და საგანგაშო ვითარებაა. რაში იხარჯება ჩვენი ქალაქის ფული ?

• megi10

ალქსანდრე მეგი ვარ კუპატაძე რომელიც ახსენე . გეტყვი რომ თერჯოლის "საპოვნელაში" არ ვმუშაობ, თუმცა იმიტომ რომ დახმარება სჭირდებათ უკაპიკოდ ვეხმარები ჩემი რაიონის გუდს და ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო . მე არავინ გამილანძღია და გამიკრიტიკებია უსაფუძვლოდ. თქვენმა ხელმძღვანლობამაც იცის ეს .

• levani

ეს ყველაფერი იმას ემსაგვსება რომ ორი დიდი კლანის დაპირისპირება მიდის მერია და ტორპედოს ხელმძ?ღვანელობა უპირისპირდება ჩხიკვაძეს და გულშემატკივარს, თუ ეგ მართალია მაგენი ვისოლის ფულს მაინც ჭამდნენ და ესენი ჩვენ ფულს ჭამენ და მაშინ შედეგი მაინც იყო ეხლა ეგეც არ არის

• torpedo25

საძმაკაცო და საახლობლო რომ შეიკრა გუდში კაი მსუყე ლუკმა გაქვთ ? ვისოლის დროსაც მუშაობდა ჩხიკვაძე გუნდში , სულ 3 ადამიანი იყო გუნდში ადმინისტრაციაში ახლა ხო ხართ ... შეყრილები ? მერიამ იპოვა პატიოსანი ხალხი ? რომელია პატიოსანი ? ან რა კადრებია ? რომელმა იცის ფეხბურთი? ჩვენ დაგვზდევთ ფანებს და ჩაკვეტაძეს ჩვენზე დაწერილი განცხადებები და საჩივრები შერჩება ჰგონია .

• jungli

ნახეთ ეგრე თუ გაგრძელდა ტორეპედო გავარდებადროა გამოვაფხიზლოთ მერია,გაეთრიეთ გუნდიდან ფულის მკეთებლები დააბრუნეთ ის ფრუიძეც ყველაზე მეტად მომწონდა ეგ ტანდემი ხელმძღვაელობაში ფრუიძე და ჩხიკვაძე და შედეგიც იყო . თავში აუვარდა ჩანკვეტაძეს .

• irakli

მაშინ რატო აქვს ასეთი ახლო ურთიერთობა გუნდთAნ აბზიანიძეს როგორც ვიცი ბაზაზეა სულ და ლოჯაშიც ვხედავ და ასე შემდეგ ! დიახ მე ვიცავ ჩხიკვაძეს მისი პიროვნების და ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო მაგ კაცის დამსახურეება ტორპედო რო არსებობს და შედეგს ხედავთ რო მოუნდათ გაშვება რაც ჭირს გუნდს ....

• nikusha1

არც ჩხიკვაძის შვილი ვარ არც ძმა არც მამა და არაფერი საერთო მაქ მაგ კაცთან გარდა იმისა, რომ ტორპედო უყვარს მასაც და მეც დაააფსეთ მაგ კაცი და მოაშორეთ ჩაკვეტაძე ! ცვილლილებების დროა !

• პაატა

გაიღიმე რამაზ }}}}}}}

• რამაზი

რამაზ ჩხიკვაძე და გოგა პაპიაშვილი არიან ხალხი რომლებიც ჭამდნენ კომპანია ვისოლის თანხებს 3წელი წყალტუბოში აცხოვრებდნენ სასტუმროში გუნდს და თანხებს წერდნენ იმის მაგივრად რომ ელემენტარული რემონტი გაეკეთებინათ საწვრთნელ ბაზაზე...ეს ის ხალხია რომელმაც საუკეთესო სახურავი მოხადა ბაზას და ჯართში ჩააბარა და უხარისხო თურქული მასალით გადახურეს..რამაზ ჩხიკვაძის დროს იყო თბილისში 116 ლარს რომ იხდიდა გუნდი სასტუმროში სინამდვილეში ეს სასტუმრო 80ლარი გირდა..რამაზ ჩხიკვაძის ...... ბრალია ისიც რომ ასეთ შავ პიარს კლუბის მიმართ პასუხი არ ეცემა ის ხომ კლუბის პრესსამსახურია }}}}}}}}

• ალექსანდრე

რამაზ ჩხიკვაძის მეგი კუპატაძის რომელიც თერჯოლის საპოვნელაში მუშაობს და მაგდა კლდიაშვილი რომელიც ბოლნისის სიონში მუშაობს და მხოლოდ იმიტომ მიიღეს სამსახურში რომ სიონის დირექტორს ლანზღავდა და აღარ ელანძგა აი ასეთი ხალხი აკრიტიკებს უსაფუძვლოდ ტორპედოს რომელთა დონეზეც არ უნდა დაეცეს ტორპედო

• qutaisi123

ეჰ მეტის ღირსია ბევრი ამდენი რო გააკეთა კაცმა და არ აფასებთ ეგ არის უბედურება ! ჯერ სამარცხვინოა 10 წლის წინ ჩაკვეტაძე აბზიანიძე და პაპუნა იყვენენ გუნდში გუნდი რო გავარდა ღმერთმა ნუ ქნას ეგრე რო მოხდეს !! მე შედეგს ვუყურებ ჩხიკვაძე როცა იღებდა გადაწკვეტილებებს კლუბში გუნდი 1 ლიგიდან ამოვიდა !! და 14 ადგილზე რო ვიკავიტ 7 ზე გავედით ! მე ამას ვუყურებ ! ნუ გახდები ფულის მონა !!!

• gia

რამაზ ჩხიკვაძის მსგავსი ,,, ბოლო9 წელია ძირავენ გუნდს საშინელიმდგომარეობა რომ იყო ამიტომაც შეარჩია მერიამ პატიოსანიხალხი რათა გუნდს მიეხედოს ერთხელ და სამუდამოდ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და გულშემატკივრების ტვინის არევას ყველა ... უნდა შეეშვას..არასწორია ის ინფორმაცია რომ კახა აბზიანიძე გუნდში მუშაობს ხოლო პაპუნა მელაძე სელექციონერი კი არა გუნდისუფროსია რაც შეეხება ზურაბ ჩაკვეტაძე მაშინ მუშაობდა როდესაც კლუბი სამჯერ ჩემპიონი გახლდა და ორჯერ თასის მფლობელი ხოლო 2002 წლის შემდეგ საერთოდ აგარ ცხოვრობდა საქართველოში ათი წლის განმავლობაში

• ნოშრევანი

ძალიან ცუდი ამბებია ტორპედოში,მეწყინა ასეთი ამბები თუ ხდება,არადა გუნდს წელიწადში 2 მილიონზე მეტი დაფინანსება აქვს(((((

• torpedo II

ჩხიკვაძის დამცველი ქუთაისში! მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძეა))))) მეტი არავინ))))

• Torpedo

Samarcxvinoebi xart vinc torpedoshi mushsobt, magram male gaikrebit maqedan satitaulod kvela. Chakvetadzes ar shercheba fanebze sarchelis cera. Fexebit dagkidebt. Male tan.

• qutaisi123

დამისაბუთე რატო არის გასაგდები ჩხიკვაძე ? მე არც მაგის დამცველი ვარ და არც ფანი უბრალოდ ტორპედო მიყვარს !! და ვიცი რაც გაუკეთებია ტორპედოსთვის და ქალაქისთვის და მე დაგისაბუთებ მის შემდეგ როცა შენ მეტყვი რატო არის გასაშვები >>? უბრალოდ გულიმწყდება ეგრე რო არ აფასებთ კაცს :))

• III

ჩხიკვაძის ხელწერაა ეტყობა.სხვაზე გადააქვს აქცენტი.პირველ რიგში ეგაა მოსაცილებელი გუნდიდან

• torpedo15

ეგეც არის ყველაზე მეტად ვაფასებ ტორპედოში მაგ კაცს თუ კიდე ტორპედოშია !? ჯერ ტორპედო რო გადაარჩინა და პირველი ლიგიდან ამოიყვანა და მერე მეორე რო რატომგაც მგონია რომ პატიოსანი კაცია თან ნამდვილი ქართველი ჩანს და ასეც არის ალბათ მე არ ვიცნობ პიროვნულად მაგრამ ვიცი რაღაცეები !!

• torpedo25

ვის რაში ჭირდება ჩხიკვაძე და პატიოსანი ხალხი გუნდში. ფულის კეთებაზე არიან გადასული. გაჭირვებულ ხალხს დაეხმარეთ მაგ ფულით

• torpedo15

კაი რა აღარც სირცხვილი აღარ აქვთ ! პაპუნა რატო ყავთ და აბზიანძე გასაგებია ფული ფული ჯოჯოხეთს ანათებს ! და მეორე საკითხია ჩხიკვაძე იზოლირებული ყავთ როგორც ჩემთვის ცნობილია და აღარ აკარებენ გუნდს ეს სეზონია ისმის კიტხვა რატო !?

• Unknown

კობი რაგას უცდი, დაიცკე კართული ფეხბურთის გაცმენდა, სხვანაირად ცინ სვლა არ იკნება

• torpedo25

ხო შეჭამეს ეს გუნდი ამ მუქთახორებმა . რა არის შეკვეთილი გამოდით და გვიპასუხეთ? მერიამ გაგვცეს პასუხი. მოაშორეთ .... გუნდიდან .

• Dima

მოკლედ ეს საწყალი თორპედო გააპატიურეს რა.........

• 123

კლასიკური შეკვეთილი სტატიაა, ოღონდ ძალიან უნიჭოდ შესრულებული. დიდი ამბები გასკდა ვითომ)))

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

ფეხბურთელები, რომელთა მიყვანა გიორგი დარასელიას "ტორპედოში" სურს

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

დავით ფრუიძე: სახელმწიფომ პიროვნული მომენტი უნდა გამორიცხოს...

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!

კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა

დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია

ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]

რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა