1-ელ ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
1-ელ ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

პირველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

კორპორატიულ ლიგებში ჯამში 19 გუნდი ითამაშებს, საიდანაც შედარებით ძლიერი 9 გუნდი ოქროს ლიგის პირველობისთვის იბრძოლებს, ხოლო დანარჩენი ათი ვერცხლის ლიგაში ცდის ძალებს. ორივე ლიგაში გუნდები ერთ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

პლეი ოფის საგზურს საუკეთესო 8-8 გუნდი მოიპოვებს, სადაც გამარჯვებული 2 მოგების შედეგად გამოვლინდება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება კორპორატიული თასის გათამაშებაც, სადაც ოქროს და ვერცხლის ლიგის 8-8 საუკეთესო გუნდი უკვე ერთმანეთთან გაარკვევს ურთიერთობას.

რაც შეეხება პირველი ტურის შეხვედრებს, განსაკუთრებულ ინტერესს ოქროს ლიგა იწვევს, სადაც საკმაოდ ძლიერმა კონტინგენტმა მოიყარა თავი. დებიუტანტი მხოლოდ ერთია, სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი", რომელიც შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის მონაწილეს, "საქართველოს ფოსტის" გუნდს დაუპირისპირდება. ორწლიანი პაუზის შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა საპატრულო პოლიცის საფეხბურთო გუნდი, რომლის მეტოქეც ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტი "ევროპაბეთი" იქნება. საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ტრადიციულ მეტოქეებს, შარშანდელ ჩემპიონ "ნატახტარსა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდებს შორის. არანაკლებ საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერსა" და "საქართველოს ბანკს" შორის.

რაც შეეხება ვერცხლის ლიგის შარშანდელ ფინალისტს, "კრედოს", რომელიც წელს ოქროს ლიგაში ასპარეზობს, კალენდრის მიხედვით, ტურის გამოტოვება უწევს.

01.11.2015. ოქროს ლიგა. I ტური

12:00 TTC - ნატახტარი

15:00 პატრული - ევროპაბეთი

16:00 GWP - საქართველოს ბანკი

17:00 ვესტ ინვესტი - საქართველოს ფოსტა

*კრედო პირველ ტურში ისვენებს

ერთბაშად სამი დებიუტანტი ითამაშებს ვერცხლის ლიგაში. აქედან ორი თავის პირველ შეხვედრას ერთმანეთთან გამართავს, სადისტრიბუციო კომპანია "ალიანს ჯორჯია" "ავერსს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება სოკოს მწარმოებელ კომპანია "თეთრი ქუდის" გუნდს, ისინი "თბილისის მერიას" დაუპირისპირდებიან. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი საბანკო დერბი იქნება, რომელშიც ერთმანეთს "ვითიბი ბანკი" და "ბანკი რესპუბლიკა" დაუპირისპირდებიან.

01.11.2015. ვერცხლის ლიგა. I ტური

11:00 BP GEORGIA - საქრუსენერგო

13:00 ალიანს ჯორჯია - ავერსი

14:00 ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

18:00 თბილისის მერია - თეთრი ქუდი

19:00 ბაქსვუდი - ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა