1-ელ ნოემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის ოქროს და ვერცხლის ლიგების პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
1-ელ ნოემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის ოქროს და ვერცხლის ლიგების პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

მერვე სეზონის რიგით მესამე სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ "საქრუსენერგოსა" და "ბიპი ჯორჯიას" გუნდები წარდგნენ. დაძაბული შეხვედრა "ენერგეტიკების" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

ამავე ლიგაში კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის დებიუტანტების დაპირისპირებაში "ალიანს ჯორჯიამ" 5-0 სძლია "ავერსს". დიდი ანგარიშით დამარცხდა კიდევ ერთი დებიუტანტი, "თეთრი ქუდი", რომელმაც თბილისის მერიის გუნდთან დათმო - 2-8. გამარჯვებით დაიწყო სეზონი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, რომელმაც "ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლის გუნდი დაამარცხა - 4-0.

პირველი ტურის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება "საბანკო დერბიში" გაიმართა, სადაც "ვითიბი ბანკმა" 3-1 სძლია "ბანკ რესპუბლიკას".

01.11.2015. ვერცხლის ლიგა. I ტური

BP GEORGIA - საქრუსენერგო 2-3

ალიანს ჯორჯია - ავერსი 5-0

ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 3-1

თბილისის მერია - თეთრი ქუდი 8-2

ბაქსვუდი - ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 0-4

პირველი ტურის მატჩები გაიმართა ოქროს ლიგაშიც. შარშანდელი ჩემპიონი "ნატახტარი" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც შარშანდელ ფინალისტს, "ევროპაბეთს" 4-2 სძლია. ფრედ, 2-2 დასრულდა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და "საქართველოს ბანკის" დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ "ბანკირები" კარგად მოთამაშე მეტოქესთან 0-2 მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს.

ყველაზე დაძაბული და საინტერესო კი "საქართველოს ფოსტისა" და "ვესტ ინვესტის" დაპირისპირება გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა საბოლოოდ "ფოსტალიონების" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

01.11.2015. ოქროს ლიგა. I ტური

TTC - ნატახტარი 0-3

პატრული - ევროპაბეთი 4-2

GWP - საქართველოს ბანკი 2-2

ვესტ ინვესტი - საქართველოს ფოსტა 2-3

*კრედო პირველ ტურში ისვენებდა

კორპორატიული ლიგების მომდევნო ტურის შეხვედრები 15 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, 8 ნოემბერს, მეორე ტურის მატჩებს სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა