"ასტონ ვილა": იქნებ რემი გარდმა "გახსნას" ფრანგული ლეგიონი

ბირმინგემის "ასტონ ვილას" ეშლი ვესტვუდს "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მუსა დემბელესთან ორთაბრძოლისას თავში მოხვდა.

ის სერიოზულ ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ ამ ინციდენტს დიდი გარჩევა მოჰყვა, რადგან თამაში გაგრძელდა და ვესტვუდი დაახლოებით 1 წუთს ელოდებოდა ექიმების შემოსვლას. იქამდე არბიტრმა მაიკ დინმა ზომები არ მიიღო.

ამის გამო "ასტონ ვილას" სამწვრთნელო შტაბის წევრმა კევინ მაკდონალდმა, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა გუნდს, მსაჯი გააკრიტიკა, კიდევ კარგი, გადავრჩით, მაგრამ ასე არ შეიძლებაო. მან ისიც დაამატა, "ვილას" დიდი პოტენციალი აქვს და რემი გარდს კარგი გუნდი ხვდებაო. ოღონდ ეს კარგი გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა.

ბირმინგემელთა ახალმა თავკაცმა რემი გარდმა კი შეხვედრას ტრიბუნებიდან მიადევნა თვალყური და ხარვეზებსაც კარგად დაინახავდა. თუმცა იყო მონაკვეთი, როდესაც "ასტონ ვილამ" სიტუაცია დაძაბა და 2:1-ზე ერთი-ორი მომენტიც შექმნა, მაგრამ მაინც დამარცხდა. გარდი "ლიონის" ყოფილი თავკაცია და სახელი მან ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში კარგი მუშაობით გაითქვა.

მან არაერთი კარგი მოთამაშე გამოზარდა, ალექსანდრ ლაკაზეტის თამადობით. გარდა მისი ხელმისაწვდომობისა და ტაქტიკური განსწავლულობისა, არჩევანის გარდზე შეჩერების მიზეზთაგანი, ალბათ, ისიც იყო, რომ "ვილამ" ლიგა 1-დან არაერთი მოთამაშე გადაიყვანა და მათ "გახსნა" გაუჭირდათ. ეგებ სწორედ რემიმ მოახერხოს ეს.

იქამდე კი, ფაქტია, რომ ბირმინგემელების საქმე უკან და უკან მიდის და სასწრაფო მოქმედებაა საჭირო. "ასტონ ვილამ" ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა. ასევე, გუნდმა მე-9 შეხვედრა დათმო საწყის 11 ტურში, რითაც პრემიერლიგის ისტორიაში მე-4 მსგავსი გუნდი გახდა, 9-ზე მეტჯერ საწყის 11 ტურში არავის წაუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ლაკაზეტი ყოფილ გუნდში დაბრუნდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ქართველი "ნიუკასლში" ახალ სიოს მოიტანდაო... თემურ ქეცბაიამ აპოელ-ი იუარა
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᕘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᕢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓤᓠᓗᓮᓘᓚᓘ "ᓚᓘᓚᓘ"
ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ
"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
L'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ
მიქაუტაძე: მე და ლაკაზეტმა ერთმანეთს შევხედეთ - მადლობა საგოლე პასით გადავუხადე
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სამწვრთნელო საქმე: ბოლო 3 თვეში 13 მწვრთნელი მოიხსნა
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა