"მეგონა, რომ შეღავათები შეეხებოდა როგორც ქონების, ისე მიწის გადასახადს. სამწუხაროდ, შეღავათი მხოლოდ ქონების გადასახადს შეეხო"
ქართულ ფეხბურთს ერთგულ გუშაგად უდგას თენგიზ სულაქველიძე - ძველი, დიდი "დინამოს" გამორჩეული ფეხბურთელთაგანი, ვინც საბჭოთა ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ. ახლა ის მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს.

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს უმნიშვნელოვანესი მოვლენები მოხდა. შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა, გაჩნდა ახალი იმედები...

სულაქველიძესთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ და მერე სხვა საინტერესო საკითხებსაც გადავწვდით...

- ბატონო თენგიზ, ბოლო დროს ქართული ფეხბურთის ზედა ეშელონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. რას ელით ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან?

- ველი უკეთესობას. ველი იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დაგროვდა ქართულ ფეხბურთში. თან პრობლემა იმდენია, რომ რთული იქნება, მაგრამ მჯერა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა, რაც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს?

- ჩემი აზრით, დღეს მთავარი პრობლემა არის ბავშვთა ფეხბურთში არსებული უმძიმესი ვითარება. უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ და ცხადია, ბევრი ვიცი ამის თაობაზე.

თუ არ ვცდები, თბილისში ბავშვთა 40 საფეხბურთო სკოლაა. ამდენი სკოლა საჭირო არ არის. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. სკოლას რომ ვამბობ, ვგულისხმობ ნამდვილ სკოლას - ისეთს, რომელიც ყველა თავისი კომპონენტით ხელს შეუწყობს ბავშვების პროგრესს.

- მაგალითად, რა არის თქვენი საფეხბურთო სკოლის, თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის მთავარი პრობლემა?

- მთავარი პრობლემა ჩვენთვის ამ დროისთვის ის არის, რომ არ გვაქვს ხელოვნური მინდვრები. არადა, გვჭირდება. მაგალითად, წვიმიან ამინდში ეს ხელს გვიშლის სრულყოფილი სავარჯიშო პროცესის წარმართვაში. სხვებს სხვა რამ აწუხებთ.

- აუცილებლად გააქტიურდება ლიცენზირების თემა. ამ საკითხს როგორ უყურებთ?

- ჩემი აზრით, სკოლების ლიცენზირებაც აუცილებელია და ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებისაც. მეტიც - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯობია, 10 სკოლა იყოს ნორმალური, ვიდრე 100 და ცუდი.

არაერთ საშუალო სკოლაშია გახსნილი ფეხბურთის ჯგუფები და ხშირ შემთხვევაში, კაცმა არ იცის, ვინ და როგორ ატარებს იქ მეცადინეობას. არადა, ეს ის შემთხვევაა, როცა პირდაპირი გავლენა ხდება ბავშვის მომავალზე. მწვრთნელი პატარა ასაკში ხომ უშუალოდ განაპირობებს ბავშვის მომავალს.

- თქვენს სკოლაში ყველა მწვრთნელი ლიცენზირებულია?

- აბსოლუტურად ყველა! მეტიც - ისინი დღესაც აგრძელებენ სწავლას. როგორც იცით, არის მწვრთნელთა განათლების სხვადასხვა საფეხური. მიმაჩნია, რომ ჩვენს სკოლაში უმჯობესია იყოს ცოტა და მცოდნე მწვრთნელი.

- რამდენი უნდა გადაიხადოს მოზარდმა იმისთვის, რომ თქვენს საფეხბურთო აკადემიაში ისწავლოს?

- თვეში 50 ლარი.

- ბოლო დროს დაწესებული საგადასახადო შეღავათები არ შეგეხოთ?

- თავიდან, როცა ამაზე დაიწყო ლაპარაკი, მეგონა, რომ შეღავათები შეეხებოდა როგორც ქონების, ისე მიწის გადასახადს. სამწუხაროდ, შეღავათი შეეხო მხოლოდ ქონების გადასახადს. არადა, რა დიდი ქონება ჩვენ გვაქვს? თითქმის მარტო გასახდელებია და მორჩა.

- რამდენს იხდით წლიურად მიწის გადასახადს?

- დაახლოებით 15 ათას ლარს. ეს არ არის პატარა თანხა. ალბათ, უპრიანი იქნებოდა, შეღავათი სწორედ ამ კუთხით შეგვხებოდა.

- და როგორ ფინანსდება თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადავიდა სხვასხვა დროს სხვადასხვა გუნდში. არ არსებობს, ზამთარში ან ზაფხულში, როცა ქართული სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ჩვენი სკოლიდან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდებმა რამდენიმე ფეხბურთელი მაინც არ წაიყვანონ.

ერთი ესაა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს საფეხბურთო სკოლიდან ბავშვი რომ მიჰყავთ, უმრავლეს შემთხვევაში ფულის გადახდა არ უნდათ. არადა, ეს დაუშვებელია! მაშინ, რა ქნას სკოლამ? რა შემოსავლით იარსებოს?! ეს არის პრობლემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მოგვარება.

4-5 წლის განმავლობაში ბავშვი საფეხბურთო სკოლაში ხვეწს თავის ოსტატობას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ის სხვა დონეზე გადის სათამაშოდ, ეს ასეა, მაგრამ სკოლას ამაგი ხომ უნდა დაუფასდეს?!

- რას ენიჭება პრიორიტეტი თქვენს აკადემიაში - შედეგს თუ ხარისხს?

- შედეგიდან მოდის ყველაფერი, ეს ფაქტია. ამის მიუხედავად, მთავარია, ბავშვმა ფეხბურთი ისწავლოს - სწორი ფეხბურთი. მე, როგორც აკადემიის ხელმძღვანელს, არანაირი თასი და ტიტული არ მიღირს იმად, რომ ბავშვი დავაკომპლექსოთ და მას არასწორი დატვირთვებით მოვუსპოთ მომავალი.

როცა საფეხბურთო კარიერა დავასრულე, ბავშვთა ფეხბურთში მუშაობა იოლი მეგონა. ამას გულწრფელად გეუბნებით. არადა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ეს არის სფერო, სადაც მუშაობა არის ურთულესი, სადაც შეხება გიწევს უფაქიზეს ნიუანსებთან. სასწორზე ხომ უამრავი ბავშვის მომავალი დევს.

- ახერხებს თუ არა თქვენი სკოლა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას?

- არა, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ის კი არა, ჩვენს გუნდებს, ქალაქის პირველობაზე რომ თამაშობენ, რეგიონებში ჩასვლა უჭირთ. ჩვენთან ერთად თამაშობენ თელავის, ხაშურის, ლაგოდეხის გუნდები...

- რას ფიქრობთ რეგიონულ ლიგებთან დაკავშირებით, სადაც, გადაუჭარბებლად ვიტყვით, უამრავი პრობლემაა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, უპრიანია, რეგიონულ ლიგაში დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი ფეხბურთელებზე. იქ უნდა ითამაშოს ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა. ეს აუცილებლობა მგონია. საქმე რაშია, იცით? 20 წლის ფეხბურთელი არ არის ჩამოსაწერი. შეიძლება, რეგიონულ ლიგაში ითამაშოს და პერსპექტივა ჰქონდეს. ამიტომ უნდა იყოს ასაკობრივი ზღვარი... სადღაც 20 წლამდე. ეს იმისთვის, რომ ნიჭი არ დაიკარგოს.

არავის ვადარებ ამ დიდებულ ფეხბურთელებს, მაგრამ მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან - დავით ყიფიანმა და ვახტანგ ქორიძემ დიდი ფეხბურთის თამაში მაშინ დაიწყეს, როცა 20 წელს კარგა ხნის გადაცილებულები იყვნენ...

აქვე, ჩემს ერთ ნააზრევსაც გაგიმხელთ - ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ რეგიონულ ლიგაში დიდი საფეხბურთო სკოლების წარმომადგენელი გუნდები ითამაშებენ. საერთოდ, რეგიონული ლიგა უნდა იყოს მიმართული ფეხბურთელების პროგრესისკენ. ჩვენ გვყავს 16-17 წლის არაერთი ფეხბურთელი, რომელიც ამთავრებს საფეხბურთო სკოლას და ამის შემდეგ ვერ ხვდება ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში. და რა ხდება ამის გამო? ნიჭიერი ბავშვი რჩება ფეხბურთს მიღმა! ეს სერიოზული პრობლემაა, მას დაფიქრება და გადაწყვეტა სჭირდება...

ახალგაზრდა ფეხბურთელი რეგიონულ ლიგაში მიიღებს სათამაშო პრაქტიკას და, შესაბამისად, მიიღებს შანსს. შევა ფორმაში და მერე, შეიძლება, მისთვის დიდი ფეხბურთის კარიც გაიღოს. ზოგიერთ გუნდს და ზოგიერთ სკოლას თავისი, ასე თუ ისე მისაღები, სტადიონიც კი არ აქვს - ესეც სერიოზული პრობლემაა და ამასაც აუცილებლად სჭირდება მიხედვა.

- ბატონო თენგიზ, თავის ერთ-ერთ ბოლო გზავნილში ლევან კობიაშვილმა შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა გარიგებულ მატჩებს. როგორ უყურებთ ამ პრობლემას, როგორ უნდა მოვერიოთ ამ სენს?

- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ამაზე არაერთხელ მიფიქრია, მით უმეტეს, ადრე ვიყავი სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე... დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, პირველი ლიგიდან იქნება თუ უმაღლესიდან, უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან. დამეთანხმებით, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სენი და სადაც მეტ-ნაკლებად მოერივნენ ამას, ყველგან დიდი პრინციპულობა და სიმკაცრე დასჭირდათ.

"ეს ჩემი მეგობარია", "ის ჩემი ახლობელია" - ამგვარი მიდგომა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან საქმე ქართული ფეხბურთის მომავალს ეხება და ეს მომავალი ვერანაირად ვერ იქნება კარგი, თუ ამ ავადმყოფობას ვერ მოვერიეთ.

- საჭიროების შემთხვევაში, მზად ხართ, თქვენი ხედვა ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობას გააცნოთ?

- ქართული ფეხბურთის მომავლისთვის რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
რა გვჭირს ხალხნო ,ხალხს ბოლო 20 წელია ფეხბურთი ცოცხლად არ გინახავთ მწვანე მინდორზე საქართველოში თუნდაც და ფეხბურთზე მსჯელობთ!აღარაფერს ვამბობ ქართველი ფეხბურთელების თამაშზე ადრე,როგორ შეიზლება ფეხბურთზე მხოლოდ იმ მამიკოს შვილი დადიოდეს ვისაც ჯიბეზე ფული აქვს,საჭიროა ცოტა სხვა მიდგომა.სანამ ჭომას გააკრიტიკებთ,სანამ თბილისზე და ქუთაისზე დაიწყებთ საუბარს ეგებ დაფიქრებულიყავით--ბურთი ყველგან მრგვალია!
giga
ფეხბურთის ბაბურში არა ხართ რაა!1ატყავებენ თქვეს შვილებს და არაFერი-იმიტომაა 1 ფეხბურთელი არა ყავს საქართველოს!1
besos
ბესო, იქნებ ფოთის მიმართაც გაქ ალერგია. მე კლავიატურის გარეშე მირჩევნია შენაირებთან ბაასი. მერე აღარ მოგინდება ვრედნობა.
ზაზა ახალაია
თენგიზ სულაქველიძე–ფეხბურთელი,რომელიც ნებისმიერი ფილოსოფიის მწვრთნელის მოთხოვნებს 100%–ით აკმაყოფილებდა!სუპერუნივერსალი!დღეს ფეხბურთელი სულაქველიძე მსოფლიოს ნებისმიერი ტოპ–კლუბის ძირითადის შეუცვლელი მოთამაშე იქნებოდა!
beso-s
კუთაისი საზღვარგარეთია? თუ თბილისია მხოლოდ საქართველო?
quTaiseli
ბესო შენ ქუთაისს რაღაც ცუდად უყურებ ეს ქალაქი შენი ირონიულად მოსახსენიებელი ნაღდად არარი გაიგე.
beso
ცადი შენი აზრები ქუთაიში გაუზიარე აქ არავის ჩირდები
murtalo
მასლაჩენკომ ერთერთი რეპორტაჟისას "ვოლნორეზი" უწოდა(სხვათა შორის არც მანამდე და არც შემდეგში ეს თიკუნი აღარ გამოუყენებია...qiqa-ალბათ ძალზედ ახალგაზრდაა და მივუტევოთ, ამით ბატონ რამაზის დიდებას არც არაფერი დააკლდება... გაიხარე და შენ რომ გაჯობოს ისეთი გაზარდე ერთი მაინც.
zaza
არავის არ უნდა ფეხბურთი ფასიანი,მაგრამ რით გადაიხადოს სკოლამ გადასახადები ხელფასები და ა.შ.გიგა თენგოზე კარგს ნუ იტყვი არავინ გაძალებს,ნაგრამ ნუ უკარგავ იმას რაც სიხარული მოგვანიჩა,რამ გაგაბოროტად,
llcl
qiqa-შენ მსოფლიო დონის საფეხბურთო ექსპერტი გამოხვალ რომ მოინდომო, სულაქველიძე აბა რა ფეხბურთელი იყო))))))))))) სუფრაზე მთვრალი რომ იქნება ხალხი არსად წამოგცდეს, თავს გაუფრთხილდი ბიძიკო
ვანო
დიდი უსამართლობაა თენგიზ სულაქველიძეზე ყველაზე ცუდი იყოო ნეტა ახლანდელ ფეხბურთსი 2–3 მასეთი მაინც გვყავდეს და ჩვენ ფეხბურთს ძლიერ წაადგება. დიდება თენგიზ სულაქველიძეს
ნამუსი მართლა საქონელია :))
თვეში 50 ლარს ახდევინებენ ბავშვზე და კიდე ,სკოლას ფული" ხო ინდაო, ზბორების ფული ცალკე სამმაგი, ბურთების ფულიო და...
ნუკრი
გიგას.სულაქველიძის დარი საყრდენი ცოტა იყო საბჭოთა კავშირში. მაგის გატანილი გოლი ფეინოორდთან თბილისში, თასების თასის ნახევარფინალში, 3-0 რომ მოვიგეთ,დღესაც თვალწინ მიდგას. ჭომა მაგარი იყავი ღმერთი იყოს შენი მფარველი
G7
დავითს ვეთანხმები,სანამ ფეხბურთი უფასო არ იქნება საქართველოში ვერანაირ ფეხბურთის მასობრიობაზე და განვითარებაზე ვერ იქნება ლაპარაკი!
qiqa
ეს თენგიზა დინამოში ყველაზე ცუდად თამაშობდა.რაც დაარტყა ყველა კარის ზემოთ 50 მეტრით ზემით გააფრინა.....
Davit
ბავშვება ფული არ უნდა გადაიხადონ თუ გინდათ განვითარდეს ფეხბურთ. ფეხბურთი ღარიბების შანსია და არა მდიდრების. ღარიბების სპორტია.. რა 50 ლარი.
tngh
გენაცვალე ბ-ნო თენგიზ!!! თქვენი სკოლა საქართველოში ერთად ერთია, რომელიც ფუნქციონალურად მომზადებულ ფეხბურთელებს ამზადებს.
ქალაქის გულშემატკივარი
ჭომა ბიძიკო! იმ შენი სკოლის (ანუ შენი ბიზნესის) ასაშენებლად ასობით ხე რომ მოჭერი, სამაგიერო თუ დარგე?
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"10 კაცი წამოვიდა, მაგრამ ვიტალი არ შეეპუა და მოსკოველებს მაგრად სცემა..."
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მერე იტყვიან, რაგბიზე გადავერთოთო"
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ოქტომბრის ლაურეატები დააჯილდოვეს
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა