11 ნოემბერს ბერძენთა სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი მოზარდებს პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაუტარებს
ხვალ, 11 ნოემბერს, ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს ბერძენთა სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი (90; ჯარჯი ზვიადაური).

საბერძნეთში გადასვლის მიუხედავად, ის ყოველთვის ახლოს იყო საქართველოსთან და დიდი შეჯიბრებების წინ, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ყოველთვის ჩვენთან ემზადება. საქართველოს ნაკრებთანაც ხშირად ემზადება და ბოლო დღეებშიც თბილისში ვარჯიშობდა საბერძნეთში გადასულ კიდევ ერთ ქართველ რომან მასტოპულოსთან (73; ვანო რევაზიშვილი) ერთად.

ეს მასტერკლასი ტარდება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის - "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები" ფარგლებში, ანუ სახელოვანი ფალავანი მოზარდებს ჩაუტარებს პრაქტიკულ გაკვეთილებს, რაც მათთვის ძალიან დიდი სკოლა იქნება.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ძიუდოს ფედერაციამ ეს პროექტი ამ შემოდგომაზე წამოიწყო და ის განკუთვნილია ჭაბუკთა უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის. პირველ ეტაპზე ის, ძირითადად, თბილისელებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან რაიონებიდან გუნდების ორგანიზებული ჩამოყვანა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა ინტერესი იმდენად დიდია, რაიონების ცალკეული დარბაზების გუნდები მზად არიან, თავად გაიღონ ტრანსპორტირების ხარჯი და სავარჯიშოდ თავიანთი ფულით ჩამოვიდნენ დედაქალაქში.

ამ ვარჯიშებს უკვე შეუერთდნენ გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, საგარეჯოს და სხვათა გუნდები. მათ ვარჯიშებს უტარებენ მოქმედი სპორტსმენები, ნაკრების ამჟამინდელი წევრებიც და სახელოვანი ვეტერანებიც.

ამგვარ მასტერკლასებზე ჩვენი სპორტსმენებიც ხშირად დადიან უცხოეთში, განსაკუთრებით - ვალერი ლიპარტელიანი (90), რომელიც ბოლო თვეებში ესპანეთში, პოლონეთსა და სხვაგან იყო ამ მიზნით წასული.

სავარაუდოდ, ილიადისის ხვალინდელ ვარჯიშსაც დაესწრებიან რეგიონების წარმომადგენლები, რადგან ასეთ ტიტულოვან ფალავანთან ვარჯიშის საშუალება მათ ხშირად არ მიეცემათ. მასტერკლასი აკადემიაში ხვალაც ტრადიციულ დროს - 18 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga.
MESMİS FULİS GULİSTVİS SHEİZLEBA GADAVİDES KACİ SXVA QVEYANASHİÇ MAGRAM VERASODES VER GAVİGEB SAXELSA DA GVARS RO GAMOİCVLİS KACİ MEZİZGEBAŞ QARTVELTA 90 PROCENTİ MOGALATEEBİ XART.ROGORC İVANİSHVİLİÇ KALAZE DA DANARCENEBİ.
akofa
ყველა აქ დამდები პირველი - ოთხი კომენტარის "ავტორი" ერთი და იგივე პიროვნებაა. ანუ ერთი რიგითი ..., უდიდესი ქართველი. ვის რაში ჭირდება შენი ქართული გვარი საზღვარგარეთ. უკვე საქართველოში დაიწყეს ქართველებმა გვარის გადაკეთება. ზვიადაურს კი ნაღდად ჯობია ილიადისი. აქ ორი აზრი არ არის.
შალიკაშვილიც ქართველია და ...უზლუც? :)))
ერთი მალხაზ შალიკაშვილი და/ან ერთი ალექსანდრე ქართველი მირჩევნია/სჯობია მილიონ ილიადისს, უზლუს და... დავუთოღლუს, ერთად!
ილიადისი და... უზლუ!
ვაი, უბედურო საქართველო! 21-ე საუკუნეში იყიდება... ქართველობა! კახიაშვილიც ვერ მოიქცა ..., მაგრამ კახიაშვილი-სი მაინც ქართულად ჟღერს და ეს ილიადისი და მით უმეტეს, უზლუ(ადრე, როცა ქართველი იყო(?) შუკვანად იწოდებოდა) საიდან მოიტანეს?
"სამწუხაროა ფრიად"!
ილიას ილიადისი? სად ჯარჯი და სად ილიას-ი? სად ზვიადაური და სად... ზ ვ ი ა დ ა უ რ ო , ქართველი ხაარ ?! პ.ს.მალე მოვა სიბერე და მიხვდები, რომ სამშობლო და ეროვნება(ც!) არ იყიდება! მართლა და მართლა, სახელს მაინც რას ერჩოდი?....
რ ა ტ ო მ ?!
გაუგებარია, ვერაფრით ვიღებ და ძალიან გული მტკივა, როცა ნაღდი(წესით!) ქართველი ქართველობას კარგავს. რ ა ტ ო მ ა ა ილიადისი? სახელი მაინც რომ დაეტოვებინა/დაებრუნებინა არ შეიძლებ(ოდ)ა? პ.ს. ჯონ-მალხაზ(!) შალიკაშვილს რაღა უნდა ექნა(საქართველოში ნამყოფიც არ იყო და დედაც არაქართველი ჰყავდა!)?!
[VIDEOS] ოქროს გემო გავიხსენეთ - ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ბაქო 2015. ძიუდო: ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
თედორე აბელაშვილი - პატრიარქის ხელდასხმული ფალავანი