" НТВ–Плюс"-ის კომენტატორი დიმიტრი სავინი "მილანი"-"ჩეზენას" მატჩის კომენტირების შემდეგ ეთერს ჩამოაშორეს

ტელეარხ " НТВ–Плюс"-ის კომენტატორი დიმიტრი სავინი "მილანი"-"ჩეზენას" მატჩის კომენტირების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით ეთერს ჩამოაშორეს. ამ ცნობის შესახებ "НТВ–Плюс"-ის სპორტული არხების მთავარმა რედაქტორმა ვასილი უტკინმა განაცხადა თავის კონფერენციაში ინტერნეტსაიტ Sports.ru-ზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ "НТВ-Плюс"-ის ეთერში მსგავსი შემთხვევა მას პირველად არ მოსვლია და მხედველობაში ვიღებ რა იმას, რომ შესანიშავად ვიცნობ დიმიტრი სავინის როგორც სუსტ ასევე ძლიერ მხარეებს, გადავწყვიტე ის კომენტატორად მუშაობას განუსაზღვრელი ვადით ჩამოვაშორო. "განუსაზღვრელში" ამ შემთხვევაში გრძელვადიანი უნდა ვიგულისხმოთ.

იქნება თუ არა დათხოვილი დიმიტრი სავინი, ოთხშაბათს გადავწყვიტავთ, "НТВ-Плюс"-ის სარედაქციო საბჭოს უფროსთან იური როზანოვთან, იმ განყოფილების ხელმძღვანელის, რომელშიც დიმიტრი სავინი მუშაობს, სერგეი აკულინინთან და სპორტული არხების დირექტორთან დიმიტრი ჩუკოვსკისთან ერთად.

კომენტატორობიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება - ეს მთლიანად ჩემი კომპეტენციაა. გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ დიმიტრი სავინის "მილანი"-"ჩეზენას" მატჩზე კომენტარი და ის რაც ამ კომენტარს მოყვა, არაფროფესიონალიზმის მწვერვალად და " НТВ-Плюс"-ის მოღვაწეობის სირცხვილად მიმაჩნია", -დაწერა უტკინამ.

ინტერნეტსაიტის მომხმარებლის რეაქცია ძირითადად ტელეარხის ხელმძღვანელთა რეაქციისგან განსხვავებულია. ინტერნეტმომხმარებლები მიიჩნევენ, რომ სავინის გაგდება არავითარ შემთხვევაში არაა საჭირო და პირიქით კარგი იქნებოდა პირველ არხზე გადაეყვანათ ვიქტორ გუსევის ნაცვლად.

იხილეთ მატჩის ტრანსლაციის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სავინის კომენტატორობიდან ჩამოშორების მიზეზი გახდა. კომენტატორი ბევრის აზრით მთვრალი იყო და პირდაპირ ეთერში ბოდავდა. თავად განსაჯეთ.

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა