"მესმის, ამას რომ წაიკითხავენ, ბევრი არ დაიჯერებს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს პასპორტით პრობლემა მხოლოდ მე არ შექმნია"
ფოტოზე: სანდრო ხაბაძე და გიორგი ლორია

საქართველოში ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებ. ყოფილა შემთხვევა, მაგალითად, საბა კვირკველიას საქართველოს ჩემპიონატშიც არ ჰქონდა ნათამაშები და უცებ ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში ვიხილეთ. ასე მოხდა მათე ღვინიანიძის შემთხვევაშიც, რომელიც რეგიონული ლიგის "ნორჩი დინამოდან" ასევე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მოსკოვის "ლოკომოტივში" აღმოჩნდა...

დღესაც რაღაც ამის მსგავსზე მოგითხრობთ. სანდრო ხაბაძე 20 წლის თავდამსხმელია, გოლიათური აღნაგობით. 2-მეტრი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დუბლებსა და თამარაშენის "ლიახვში" თამაშობდა, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. სხვათა შორის, ეს ბიჭი ეროვნული ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარის, გიორგი ლორიას დისშვილია.

მერე კი კარიერა ლიტვის ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ კლაიპედას "გრანიტასში" გააგრძელა, სადაც 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. შარშან, ზამთარში, ქართველი ფორვარდი პოლონეთში, კერძოდ - მელეცის "სტალში" ისინჯებოდა. მაგრამ საბოლოოდ, ახალგაზრდა თადამსხმელი ფინეთის საფეხბურთო კლუბ "კაიაანში" აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც შვედურ "ჰუდინგეში" გადავიდა.

წლეულს გაზაფხულზე კი მის კვალს ვერსად მივაგენით. და აი, ახლახან გავარკვიეთ, რომ ხაბაძე ცენტრალური ზონის დუშეთის "არაგვში" თამაშობს:

"ახლა მეორე ლიგის გუნდში ვთამაშობ. ლიტვაში ვიყავი, მერე კი ფინეთში, ბოლოს კი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ ოფი-ში ვვარჯიშობდი. დიახ, იქ, სადაც ლორია და მერებაშვილი იყვნენ. მე მგონი, ეს ამბავი საქართველოში არავინ იცის", - ამბობს ხაბაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ოფი-ში მისი ჩარიცხვა რეალური იყო: "სამი თვე მთავარ გუნდში ვიყავი და არა დუბლებში - ახალგაზრდულში ერთხელაც არ მივარჯიშია. ოფი-ს ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი სამი თვე მაკვირდებოდნენ და ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ. მწვრთნელი კარგი თვალით მიყურებდა.

ოფი-ში ჩასვლა ძალიან ცუდ დროს მომიხდა. ფედერაციამ კლუბს ლეგიონერების დამატება აუკრძალა, რადგან ფეხბურთელების ხელფასები გასტუმრებული არ ჰქონდა. ფეხბურთელებმაც კლუბს საბერძნეთის ფედერაციაში უჩივლეს და ჩემი დამატებაც ამიტომ ვერ შეძლეს.

მერე კი ყველამ იცის, რომ ფინანსური პრობლემების გამო - ჩემს კონტრაქტს ვინღა ჩიოდა, კლუბი საერთოდ დაიშალა. არადა, გუნდმა მთელი სეზონი ერთი თავდამსხმელით ითამაშა. მე კი...

ისე, ყველაფერს ბედი უნდა, საქართველოში არ მითამაშია, არც ლიტვასა და ფინეთში ვიყავი გასაოცარ კლუბებში და ამ ყველაფრის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდში მოხვედრა ზღაპარი იქნებოდა".

ხაბაძეს შანსი ამის შემდეგაც გაუჩნდა:

"გუნდი რომ დაიშალა, საქართველოში წამოსვლას ვაპირებდი. მაგრამ ოფი-ს მთავარმა მწვრთნელმა რეკომენდაცია სხვა კლუბში გამიწია. იქაც დათანხმდნენ ჩემს ჩარიცხვას. თუმცა საბერძნეთში დაზღვევის პრობლემა შემექმნა და არც ვიცი, ამდენი უიღბლობა რას დავაბრალო.

მესმის, ამას რომ წაიკითხავენ, ბევრი არ დაიჯერებს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს პასპორტით პრობლემა მხოლოდ მე არ შექმნია. გაიხსენეთ, ამის გამო ევროკავშირის ქვეყნების გუნდებში რამდენი ჩვენი ფეხბურთელი ვერ ჩაირიცხა".

ამის მიუხედავად, ხაბაძე მაინც იმედიანადაა:

"სიმართლე გითხრათ, საქართველოში თამაში არ მინდოდა, მაგრამ მესამე თვე დაიწყო, რაც დუშეთის "არაგვში" ვარ. შინ ჯდომას მირჩევნია თუნდაც მე-15 ლიგაში ვითამაშო და მუდმივი პრაქტიკა მქონდეს. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, მონდომება არ მაკლია და მჯერა, ადრე თუ გვიან ევროპულ კლუბში სათამაშოდ მაინც წავალ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
გეტყობა, რომ თანდაყოლილი საფეხბურთო ნიჭი არა გაქვს, როგორც ქინქლაძეს, მაგრამ თუ ესე გააგრძელებ და თავდაუზოგავად ივარჯიშებ(როგორც კალაძე და ქეცბაია), შენსას მიაღწევ
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს თასის ისტორიაში მეკარის საუკეთესო თამაში?! მარცხი, თუმცა უამრავი "სეივი" [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
120-წუთიანი მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სანდრო ხაბაძე პოლონეთში ისინჯება
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: ᕚᓐᓢᓕᕘᕘᕡ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ეროვნულ ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს
ᠣ᠙
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "არაგვი" დაამარცხა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
თბილისის "ლოკომოტივმა" ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა
ᓑᓔ
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის ცსკა-ში