
"კრისტალ პალასის" ფეხბურთელი საფრანგეთში უქმეების გასატარებლად იმყოფებოდა
ინგლისური "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი მარტინ კელი უქმეების გასატარებლად საფრანგეთში გაემგზავრა.
პარასკევს საღამოს მან საკუთარ ტვიტერზე იმ კაფეს ფოტო ატვირთა, რომელშიც მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით კაფე La Perle-ზეც ხორციელდებოდა შეტევა, მაგრამ ინფორმაცია არ დაზუსტებულა.
გუშინ ღამით კი ინტერნეტში კელის ფოტოები გამოჩნდა, სადაც მარტინ კელი დაჭრილ პოლიცილებთანაა.
კლუბის ოფიციალური ტვიტერი იტყობინება, რომ კელი ხაზზე გამოვიდა და კარგადაა.