ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]

ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობა 8 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს
დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში სკოლის მოსწავლეებს შორის.

შეჯიბრებაში, რომელსაც ძიუდოს აკადემიამ უმასპინძლა, მონაწილეობა 8 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. ქართველი კარატისტების გარდა, ტურნირში სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, უკრაინელი, თურქი, ირანელი და ყაზახი სპორტსმენებიც გამოვიდნენ. გამარჯვებულები ვაჟებსა და გოგონებს შორის, 10-იდან 18 წლამდე ასაკობრივ და წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრების გახსნის საზეიმო ღონისძიებას ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა, სტუმართა შორის კი იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი გეგა ზურაბაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში და სხვები.

შეჯიბრებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ და სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდნენ კარატეში მსოფლიოსა და ევროპის თურქი ჩემპიონები ჰალდუნ ალაგასი და იასერ შაჰინტეკინი. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონი გოგიტა არქანია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ სპორტული პორტალი Sportall.ge, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი kvira.ge და სპორტული რადიო JAKO (jako.fm).

როგორც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ გვაცნობა, გაისად, მაისის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმება სკოლებს შორის პირველი მსოფლიო თასის ჩატარება კარატეში, რომელშიც 50-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

კახა ბასილია (საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

"სასკოლო ტურნირი კარატეში პირველად ქალაქის, შემდეგ კი რესპუბლიკური მასშტაბით ჩავატარეთ. ამ ღონისძიებებს იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რომ შემდეგ გადავწყვიტეთ, მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სასკოლო ტურნირი ჩაგვეტარებინა კარატეში.

ღონისძიებით კარატეს მსოფლიო ფედერაციაც დაინტერესდა, ჩამოვიდნენ სტუმრები სამეთვალყურეო საბჭოდან. ტურნირში დიდი გუნდით ჩამოვიდნენ რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. წარმომადგენლობითი ხასიათის იყო ჯგუფები ირანიდან, უკრაინიდან...

რაც ყველაზე სასიხარულოა, გადაწყდა, რომ მომავალი წლის მაისის ბოლოს, თბილისში ჩავატარებთ მსოფლიო თასს სკოლებს შორის, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტ ქვეყანას აქვს.

ტურნირის წარმატებით ჩატარებისა და სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში, კარატეს მსოფლიო ფედერაცია იზრუნებს იმაზე, რომ ის ტრადიციული გახდეს. თურქებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, უმასპინძლონ მსგავს შეჯიბრებას".

გია ბეგიაშვილი (სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

"მადლობა თბილისის მერიას ფინანსური მხარდაჭერისა და ასეთი კარგი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

საერთოდ კი, უკვე ორი წელია, რაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ, სკოლის მოსწავლეები მასობრივად ჩავრთოთ სასკოლო სპორტში. მარტო 2014-15 სასწავლო წელს ჩვენი ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ სასკოლო ჩემპიონატებში ათასზე მეტი სკოლის შვიდი ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

გვაქვს სასკოლო ლიგები ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, ფუტსალში, მაგიდის ჩოგბურთში... ტურნირები იწყება ოქტომბერ-ნოემბერში და გრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე. ჩვენი მიზანი მოსწავლეთა არამხოლოდ სპორტული, ინტელექტუალური, კულტურული და მორალური განვითარებაცაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება ბავშვებისთვის უფასოა და თავის წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ იმ მოსწავლეებსაც, რომელთაც არ აქვთ საშუალება, იარონ ფასიან სპორტულ წრეებზე. ისინი მონაწილეობას სწორედ ჩვენ მიერ ორგანიზებულ უფასო ტურნირებში იღებენ.

მაგალითად, ამას წინათ ფრენბურთში ჩატარებულ სასკოლო ტურნირში, სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინეთ მოსწავლე, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში არაჩვეულებრივი მონაცემები გამოამჟღავნა და დღეს უკვე ის საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ანუ, ყველაფერთან ერთად, ჩვენი ფედერაცია ორიენტირებულია იმაზეც, რომ გამოავლინოს ბავშვები, რომლებიც არ ან ვერ დადიან სპორტზე, მაგრამ აქვთ დაფარული ტალანტი, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება".

კახა ნიკოლაძე (საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი):

"ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიმაჩნია, რომ მხოლოდ კარგი მიზნის დასახვა არ იქნებოდა საკმარისი, რომ არა თბილისის მერიის სპორტის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფინანსური დახმარება, რისთვისაც მათ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სახელით მადლობას ვუხდი. მათი დახმარება უმნიშვნელოვანესია სასკოლო და ზოგადად, მასობრივი თუ პროფესიული სპორტის განვითარების საქმეში.

სპორტის, განათლებისა და განათლების საქალაქო სამსახურისა და ჩვენი ფედერაციის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომ სათავე დაედო ძალიან კარგ წამოწყებას, კერძოდ, ტურნირების ჩატარებას, სადაც გუნდში არის მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ასეთი ტურნირი მერიის ფინანსური დახმარებით ჩატარდა შარაშანდელ სასწავლო წელს ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. თითოეულ სახეობაში ორმოცდაათზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.

მაგიდის ჩოგბურთში ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებზე სასკოლო გუნდებს დაემატნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, რომელიც სკოლამ გამოიყენა სპორტული ინვენტარის შესაძენად.

წელს დამატებით რამდენიმე სახეობაში იგეგმება იმავე შინაარსის ტურნირების ჩატარება, რომელსაც პირობითად "3მ"-ს (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) ტურნირები ვუწოდეთ. "3მ"-ის ფარგლებში ჩატარდება ასევე მოსწავლის ინტელექტუალურ, კულტურულ და მორალურ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები.

"3მ"-ის შესახებ ვიტყვი, რომ ერთ გუნდში სკოლის სამივე წევრის ჩართვა და ერთად ვარჯიში მნიშვნელოვნად აახლოებს მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს. ხდება მათი გაერთიანება ერთი მიზნის მისაღწევად. მოსწავლისათვის მისი "უფროსები" უცებ თანაგუნდელებად გადაიქცნენ.

მართალია, ამგვარი სპორტული აქტივობები ჩვენი მოგონილი არ არის, მაგრამ რასაც ვგეგმავთ, ნამდვილად ანალოგი არ ექნება ჩვენთან და შესაძლოა, ბევრ ჩვენზე უფრო წინწასულ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ფინანსურ მხარდამჭერს, თბილისის მერიის სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურს, ჩვენს საინფორმაციო მხარდამჭერებს - Sportall.geე-ს და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას". ასევე, კახა ბასილიას, რომელსაც აქვს სწორი ხედვა და იცის, როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს საქართველოში სპორტის განვითარებას.

როგორც ტურნირზე გაცხადდა, ჩვენი ფედერაციები ვგეგმავთ 2016 წლის მაისში სკოლებს შორის მსოფლიო თასის ტურნირის ჩატარებას. კარატეს გარდა, გეგმაში გვაქვს მძლეოსნობის, მაგიდის ჩოგბურთის, კრივის, ქართული ჭიდაობის, კიკბოქსინგის, ცურვის, საწყლოსნო სპორტის სახეობისა და სპორტული ცეკვების ტურნირების ორგანიზება სკოლის მოსწავლეებს შორის".

გეგა ზურაბაშვილი (თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი):

"ქალაქ თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ ღონისძიებას. საერთოდაც, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასა და კარატეს ფედერაციასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში და ეს მათთვის თავის გამოცდის კარგი საშუალებაა. მომავალ წელს, მაისშიც დაგეგმილ ღონისძიებასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს კალენდარში".

ლია გიგაური (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე):

"უკვე დაგეგმილია მაისში ამ ტურნირის გაგრძელება - მსოფლიოს თასის საქართველოში ჩატარება. განათლების და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს და მიესალმება მოსწავლეების გააქტიურებას სპორტის მიმართულებით და ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, ემზადებიან, მეგობრობენ ერთმანეთთან და რაც მთავარია, ორიენტირებულნი არიან წარმატებაზე".

იასერ შაჰინგეკინი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი):

"საქართველოში პირველად არ ვარ. ამ ღონისძიებით კი ნამდვილად მოხიბლული ვარ - მაღალ დონეზე ჩატარებული ძალიან კარგი შეჯიბრებაა, რაც მასში მონაწილე მოზარდების ზრდა-განვითარებასა და დახელოვნებას ძალიან წაადგება".

შედეგები

ვაჟები

8-9 წლ. კუმიტე.

-30

1. ლომაძე მერაბ

2. ელოშვილი დავით

+30

1. ჩავლეიშვილი საბა

2. შამოვი ნიკიტა

10-11. კუმიტე

-35

1. სულამანიძე ნიკა

2. ჯალაღონია ბაჩო

-40

1. ფონიავა ვალიკო

2. ვეფხვაძე გივი

-46

1. მიქელაძე ჯემალი

2. გაგუა ლევანი

-53

1. უნგიაძე ლუკა

2. ზარიძე ზურა

+53

1. ჩოგოვაძე გიორგი

2. ფსუტური გივი

12-13. კუმიტე.

-40 კგ

1. გლურჯიძე ლუკა

2. ჩხაიძე გიორგი

-45

1. მანია საბა

2. დავით ობერნევი

-51

1. თაბილოვი აზამატი

2. მაკენსი ფუად

-58

1. ნაჭყებია მამუკა

2. აზამათ ლაკოევი

+58

1. დიმიტრი ციგრიაშვილი

2. გიორგი შევარდნაძე.

14-15. კუმიტე.

-52

1. აბეცვაშვილი ოთარ

2. ფეტელავა შალვა

-57

1. გუგა ივანიშვილი

2. აბაშიძე გიორგი

-63

1. გორგოძე ზურა

2. ჩაგანავა მათე

-70

1. გალუსტიანცი ვართან

2. ლაფერაშვილი დაჩი

+70

1. ანთაძე ოთარ

2. გოგოლაძე დავით.

14-15. კატა

1. ახალაძე ნიკა

2. ტერ-ვართანიანი ანდრეი

16-17. კუმიტე

-55

1. აბუაშვილი შოთა

2. სურმანიძე ალეკო

-61

1. კუჩერენკო ვიტალი

2. ქურცაძე რამაზი

-68

1. კეჭეყმაძე გიორგი

2. ბიწკინაშვილი ანრი

-76

1. თამაზ გოჩელაშვილი

2. შერმადინი ბექა

+76

1. აბულაძე ბესიკ

2. ვლადიმირ ქარდავა

18-20. კუმიტე

-60

1. ბერიანიძე ალექსანდრე

2. ჭანტურია ნიკა

-67, -75

1. ჩხაიძე ნიკა

2. დალაქიშვილი ბუბა

-84, +84

1. ჩაბოშვილი მალხაზ

2. კიპაროიძე ხვიჩა

გოგონები

8-9. კუმიტე.

1. მჟავია ალექსანდრა

2. ცორაევა ირინე

10-11. კუმიტე

1. აბრამიშვილი მაია

2. მუკბანიანი მარიამ

12-13. კუმიტე

1. ზვიადაური ლიზი

2. პატრიშვილი ანი

14-15. კუმიტე

1. შინჯიკაშვილი ანა

2. ასაბაშვილი სალომე

14-15. კატა

1. დარჩიაშვილი ანა

16-17. კუმიტე

1. თურმანიძე თამარ

2. გაბისონია მონიკა

16-17 კატა

1. გოგიჩაიშვილი ქეთევან

18-20. კუმიტე

1. ბერიკაშვილი ანასტასია

2. ზაზიკაშვილი ქეთევან

18-20. კატა

1. ბერიკაშვილი ანასტასია.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია

2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა

კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა

გორის "დილას" საჩემპიონო ზეიმი თბილისში გრძელდება [PHOTO]

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!

თბილისის 16 სკოლა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის ტურნირში ჩაერთვება

სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - 46 გუნდი, 280 მონაწილე

ᓚᓔᓕᓐᕜ ᓧᓘᕤᕘᓐᓜᕘ: ᕤᓣᓚᓘ ᓤᕔᕮᕑᓣᓠᓗᓡ ᕣᓜᓓᓐ ᓛᓝᓮᕛᓐᓠᓓᓔᓡ ᓓᓐ ᓐᕠᓐ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓔᕠᕗ ᓚᓘᓒᓐᓡ!

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ

მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!

კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა

კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...

ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს

ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში

ჩემი ქალაქი ჩემი მეგობარია - განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა

კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა

საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა

სპორტის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდება

ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ

თბილისის 16 სკოლის მონაწილეობით, მინი-ფეხბურთში მემორიალური ტურნირი გაიმართა

"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"

სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა