2016 წელს საქართველო ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ჰიუსტონს (აშშ) გაემგზავრა, სადაც 21-29 ნოემბერს ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. საგულისხმოა, რომ ამ სახეობაში ეს არის ბოლო შეჯიბრება, სადაც რიო 2016-ისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვება შეიძლება, თანაც ლიცენზიებს ღებულობს ქვეყანა და არა რომელიმე სპორტსმენი.

თითოეულ ათლეტს თავისი გუნდისთვის სოლიდური ქულების მოტანა შეუძლია დაკავებული ადგილების მიხედვით. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ნაკრები, რომელიც წინა მსოფლიოს ჩემპიონატში მოპოვებული ქულებით ორი ლიცენზიის ზონაშია, ოკეანის გაღმა რვა სპორტსმენით გაემგზავრა.

ესენი არიან: რამინ შამილიშვილი (62 კგ, 23-წლამდელებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი ორჭიდში, ატაცში - პირველი ადგილი), შოთა მიშველიძე (69 კგ, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპის მრავალგზის პრიზიორი), გიორგი ლომთაძე (77 კგ, 20-წლამდელებში ევროპის პირველობების პრიზიორი), რაულ ცირეკიძე (94 კგ, ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპირველობების პრიზიორი), გიორგი ჩხეიძე (105 კგ, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპის პირველობების გამარჯვებული და მრავალგზის პრიზიორი), გია მაჭავარიანი (105 კგ, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში მე-3 ადგილი), ლაშა ტალახაძე (+105 კგ, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონი).

გიორგი ასანიძე: "ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადეთ: ორი შეკრება ბაზალეთზე მოვაწყვეთ, ერთიც - დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე. ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. თითოეულმა სპორტსმენმა თავისი შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა, განსაკუთრებით, ეს საჩხერეში გამართულ შეჯიბრებაზე გამოჩნდა.

მაგალითად, ლაშა ტალახაძემ საქართველოს რვა რეკორდი დაამყარა, აიტაცა 207 და აკრა 248 კილოგრამი. იგი გამორჩეული ტალანტია და გვჯერა, რომ ჰიუსტონში მედლისთვის იბრძოლებს, თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა.

მოგეხსენებათ, მას დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ოფიციალურად ფიცარნაგს ერთი თვის წინ დაუბრუნდა. ცხადია, ლაშას ვარჯიში არასდროს შეუწყვეტია. საბედნიეროდ, დღეს იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ველოდით. უფრო მეტიც შეუძლია, ვიდრე საჩხერეში ნაჩვენები შედეგებია. გულდამშვიდებულნი რომ ვყოფილიყავით, კიოლნის ლაბორატორიაშიც ჩავაბარეთ ლაშას მონაცემები და დღეისთვის დოპინგის არავითარი კვალი არ ჩანს.

ეს კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, დავით გოგიამ მშვიდად იასპარეზა, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, კიოლნის ლაბორატორიამ დოპინგი აღმოუჩინა. ამ საკითხზე მაშინვე შევიტანეთ საჩივრები საერთაშორისო ფედერაციაში. იმედია, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდება. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატზე გამოჭერილ ყველა სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია, გოგიას გარდა. როგორც ჩანს, ჩვენი არგუმენტები მისაღები და გასათვალისწინებელია, ამიტომაც ვერ გამოაქვთ საბოლოო ვერდიქტი...

ირაკლი თურმანიძემ წლეულს ევროპის ჩემპიონობით გაგვახარა. დიდი ოსტატია და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მისგან მაღალ შედეგებს, სოლიდურ სალიცენზიო ქულებს ველით.

რაულ ცირეკიძე და გია მაჭავარიანი გამოცდილი ათლეტები არიან, ტრავმები მოიშუშეს და ახლა უკეთ გრძნობენ თავს. იმედია, ისინიც, როგორც ახალგაზრდები, სათანადო ქულებით შეეწევიან ნაკრებს, რომ რიოში გასამგზავრებლად სამი ლიცენზია დავიბევოთ..."

18 ნოემბერს, საღამოს გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2016 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
მიშველიძე ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილზე გავიდა
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
ძალოსნობა: რიოს ოლიმპიადაზე სამი ლიცენზიით
17-წლამდელებმა ბელორუსის ნაკრებთან მეორე მატჩიც დათმეს
ევროპის ჩემპიონატი: რამინ შამილაშვილი ორჭიდში მერვეა
ვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]
შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია! 2 დღეში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და 4 მედალი!
დავით გოგიამ ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში: ცირეკიძემ და ჩხეიძემ სალიცენზიო ქულები მოიპოვეს
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
"დილამ" ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა - ინტერვიუ
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
U23. გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე
რამინ შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
თბილისი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველთა მონაგარი სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
ქართველი ძალოსანი დოპინგზე ჩავარდა და ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი გაუუქმეს
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
ცვლილება საოლიმპიადე ნაკრებში: რიოში რაულ ცირეკიძის ნაცვლად გიორგი ჩხეიძე იასპარეზებს
U23. ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩეპმიონატის პირველ დღეს 8 მედალი მოიპოვეს
შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია!
შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ძალოსნობა: უფროსები სპლიტში, ჭაბუკები ბანგკოკში
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
სამი ლიცენზია და ოპტიმისტური განწყობა - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძე მე-15 ადგილს დასჯერდა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველო ათი ათლეტით წარდგება