Speed Week ირწმუნება, რომ პილოტის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას სხვა გუნდში გადასვლაში დააბრკოლებს

როგორც ცნობილია, ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი "რედ ბულს" დატოვებს და "ფერარიში" გააგრძელებს კარიერას. მაგრამ ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ჟურნალმა Speed Week-მა, რომლის გამომცემელია ავსტრიული კომპანია "რედ ბული".

როგორც ირკვევა, გერმანელი პილოტის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ხელს შეუშლის სებას სხვა გუნდში გადასვლაში.

Speed Week-ის ინფორმაციით, თუ სებასტიანი 2011 წელს ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს, კიდევ ერთი წელი მოუწევს "რედ ბულში" დარჩენა. ჟურნალი ირწმუნება, რომ ფეტელის მომავალი კარიერის შესახებ ყველანაირი სპეკულაცია იმით არის გამოწვეული, რომ მისი კონტრაქტის შესახებ არაფერია ცნობილი.

"არსებობს პირობა, რომელიც მის მომავალ შედეგებს უკავშირდება, - დაადასტურა "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ. - ასეთი დონის პილოტის გაშვებას არ ვაპირებთ".

გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ "ფორს ინდიამ" 2011 წლის სეზონისთვის ძირითად პილოტებად გერმანელი ადრიან სუტილი და ბრიტანელი პოლ დი რესტა დაასახელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უგუნდოდ დარჩა იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი, მიუხედავად იმისა, რომ მას ინდურ საჯინიბოსთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა.

ახლა მხარეები კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის დეტალებს განიხილავენ - ცხადია, რომ "ფორს ინდიას" სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს იტალიელისთვის. ამბობენ, რომ ამ ფულით ლიუცი და მისი მენეჯერი პეტერ კოლინზი HRT-ში ადგილის "შეძენას" აპირებენ. ეს გუნდი ერთადერთია პელოტონში, სადაც მომავალი სეზონისთვის ძირითადი პილოტის ვაკანსია დარჩა.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"