გერმანელმა პილოტმა პირველად მოიგო ჩემპიონთა რბოლის ინდივიდუალური ჩათვლა
ლონდონში ყოველწლიური "ჩემპიონთა რბოლა" გაიმართა, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საავტომობილო სერიის საუკეთესო წარმომადგენლები.

ტურნირი ორ ეტაპად იყოფა: ჯერ გამარჯვებული ირკვევა გუნდურ პირველობაში ("ეროვნებათა თასი"), შემდეგ კი ინდივიდუალურში ვლინდება "ჩემპიონთა ჩემპიონი".

"ეროვნებათა თასზე" ფინალში გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები გავიდნენ. გერმანიის ნაკრებს წარმოადგენდნენ ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტები - სებასტიან ფეტელი და ნიკო როსბერგი, ინგლისს - ენდი პრიოლი და ჯეისონ პლატო.

პირველ რბოლაში პრიოლმა წამზე მეტი მოუგო ფეტელს. ეს იყო გერმანელის პირველი წაგება ეროვნებათა თასზე ექვსი წლის განმავლობაში. მეორე რბოლაში ჰიულკენბერგმა აღადგინა თანაფარდობა პლატოზე ტრიუმფის წყალობით. ბოლო რბოლაში პრიოლმა ჰიულკენბერგს აჯობა და ინგლისმა პირველად გაიმარჯვა ეროვნებათა თასზე.

ფეტელმა რეაბილიტაცია ინდივიდუალურ პირველობაში შეძლო და "ჩემპიონთა ჩემპიონი" გახდა. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონს აქამდე არასოდეს მოეგო ინდივიდუალურში. ფინალში გერმანელმა "ლე მანის 24 საათის" ცხრაგზის გამარჯვებულს ტომ კრისტენსენს აჯობა.

ჩემპიონთა რბოლაში კონკურენცია ძალიან დაძაბული გამოვიდა. ფინალამდე ფეტელმა პეტერ სოლბერგს, ნიკო ჰიულკენბერგსა და შარშანდელ გამარჯვებულს დევიდ კულტჰარდს მოუგო. კრისტენსენმა, თავის მხრივ, ნელსონ პიკე-უმცროსი, ჯეისონ პლატო და ალექს ბანკომბი დაამარცხა.

ფინალში ფეტელმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო პირველი რბოლა Radical SR3 RSX-ით. მეორე რბოლა ROC Car-ით უნდა გამართულიყო, მაგრამ კრისტენსენის მანქანაზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. მრბოლელები KTM X-Bow-ზე გადაჯდნენ, მაგრამ უკვე პირველ წრეზე კრისტენსენმა შეცდომა დაუშვა და ბარიერს შეეჯახა. მართალია, დანიელმა მოძრაობა გააგრძელა, მაგრამ რბოლის დარჩენილი ნაწილი ფორმალობად გადაიქცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ნიკო ჰიულკენბერგი "ფორს ინდიაში" დაბრუნდა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1. ტესტები: უცნაური ამბები
არის ფორმულა 1-ის დამტკიცებული კალენდარი
ბერნი ექსლსტოუნი: გაისად 20 რბოლა იქნება
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
დევიდ კულტჰარდი: ფეტელი და ალონსო სხვა განზომილებაა
ფორმულა 1: ოთხი გუნდი ახალი ძრავით?