საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ასე დაბალი დონისა არასოდეს ყოფილა
ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატია. თემა იმდენად ტევადია და საჭირბოროტო, რომ ვერ შევძლებთ, ერთ წერილში ყველა შუქ-ჩრდილი მოვიცვათ, მაგრამ უმთავრესზე მაინც უნდა ვთქვათ...

დონე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ასე დაბალი დონისა არასოდეს ყოფილა. ამ სიტყვებს სრული პასუხისმგებლობით ვწერთ. დაახლოებით ისეთი დონეა, ორი სოფლის გუნდი "ცხვარზე და ოციანზე" რომ თამაშობს. იქ ჟინი და მონდომება მაინც არის, აქ კი...

რაღა შორს მივდივართ, ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გავიხსენოთ. დონე იქით იყოს და, თუნდაც ის გოლები ვნახოთ, ამ უქმეებზე რომ გავიდა. ასეთი გოლები არ გადის მაღალი დონის შეჯიბრებაში და ეს აქსიომაა.

მეტ-ნაკლებად თავმოყვარე საფეხბურთო ქვეყანა არ ჩაატარებს ჩემპიონატის თამაშებს ისეთ სტადიონზე, როგორზეც ჩვენ ვატარებთ. არსად, არც ერთ ჩემპიონატში არ ხდება, რომ ერთი ფეხბურთელი დარბის. დარბის და მოძრაობს მხოლოდ ის, ვინც ბურთს ფლობს, დანარჩენები კი დგანან.

ეჭვგარეშეა - თუ უახლოეს მომავალში ჩვენი პირველობის დონე ოდნავ მაინც არ ამაღლდა, სულ მალე ხელში ჩაგვაკვდება და ცოდვა გამხელილი სჯობს, რასაც ახლა ვთამაშობთ, ჯობია, სულ არ ვითამაშოთ.

ჩემპიონატი და ნაკრები

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე თუნდაც გამორჩეულ ფეხბურთელებს დღეს ნაკლებად თუ შეუძლიათ სანაკრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამ ფეხბურთელების ბრალი არ არის, რომ სანაკრებო ფეხბურთს ფეხი ბოლომდე ჯერ ვერ აუწყვეს. "დამნაშავე" ამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალზე დაბალი დონეა. ფეხბურთელი ამას ხედავს და მალე ის თითო-ოროლა პერსპექტიული ბიჭიც გაეცლება ჩვენს პირველობას, დღეს რომ ასულდგმულებს.

ძლიერი ჩემპიონატი თავისთავად ნიშნავს ძლიერ ნაკრებს. ბევრი დაგვიპირისპირდება ხორვატიის მაგალითით და გვეტყვის - ეს ქვეყანა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და მაინც დიდებული გუნდი ჰყავდაო...

ნუ დაგვავიწყდება, რომ ხორვატიის ნაკრების ძირითადი ბირთვი თავის დროზე იუგოსლავიის ძლიერ ჩემპიონატში გამოიბრძმედა. და როგორ უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში? როგორ უნდა მიაღწიოს სანაკრებო დონეს?

საშველი

არ არსებობს ქვეყნად გამოუვალი სიტუაცია და, შესაბამისად, საშველი სადღაც უნდა იყოს. როგორ უნდა გვეშველოს? ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისი აზრი ექნება, ქომაგსაც - თავისი. მეც ჩემი აზრი უნდა დავწერო, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივრისა, რომელიც ჩემპიონატის ტურს არ აცდენს.

პირველი და მთავარი ისაა, რომ საქართველო დღეს მზად არ არის 16-გუნდიანი ჩემპიონატისთვის. ეს ჩვენი ახირება კი არა, რეალობაზე დაყრდნობილი მწარე სიმართლეა, თორემ ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის იდეალური სწორედ 16-გუნდიანი პირველობაა.

დღევანდელი ფეხბურთი, რომელიც უსწრაფესად პროგრესირებს, ჩვენ წინაშე კონკრეტულ მოთხოვნას აყენებს - უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშოს ზუსტად იმდენმა გუნდმა, რამდენიც მზადაა ამისთვის, რამდენიც ლიცენზირების მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე, ალბათ, ჩვენს სიტუაციაში იდეალური იქნებოდა 10-გუნდიანი პირველობის ჩატარება, რადგან დღეს მეტის რესურსი, უბრალოდ, არ გვაქვს და თუ მხოლოდ მასობრიობას გამოვეკიდეთ, ის დონე დაგვრჩება, რაც ახლა გვაქვს.

მეორე: სახელმწიფომ უნდა გამოჰყოს თანხა, რომელიც ქართული კლუბების განვითარებას მოხმარდება; უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს თითზე ჩამოსათვლელი ინვესტორი; იმ ფულის ხარჯვა უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს მიერ, ოღონდ პასუხი აგოს იმან, ვინც ერთ თეთრსაც კი არამიზნობრივად განკარგავს;

ყველა გუნდი თანაბრად უნდა დაფინანსდეს...

მანამდე კი ქართული საკლუბო ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს იმ ხალხისგან, წლების განმავლობაში რომ მიეჩვივნენ ათასგვარი "გვერდითი მოვლენის" მშვიდად ცქერას და ხშირად არც ამ სიბინძურეებში მონაწილეობას თაკილობენ;

უპრიანი უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში სახელფასო ზღვრის დაწესება. ეს აუცილებელია, თორემ მხოლოდ ჩვენი რესურსით ფონს ვერ გავალთ და ვერც იმას შევძლებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი კლასიანი ლეგიონერები სამშობლოში დავაბრუნოთ;

სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს. ყველა რიგით მოქალაქეს ეს იქნებ არც მოსწონდეს, მათ ამის სრული უფლება აქვთ. აქ ორი მომენტია - ჯერ ერთი, ეს ფული მაინც იხარჯება და იხარჯება უსისტემოდ;

მეორეც - ჩვენ დღეს ორი-სამი კერძო ინვესტორიღა შემოგვრჩა და ამათგან ერთ-ერთი ყველაზე "მსხვილი" ჯერაც განმდგარია ქართული ფეხბურთის მიუღებელი რეალობიდან...

როგორ მოვიზიდოთ ხალხი სტადიონზე?

ქომაგი ფეხბურთის განვითარებისთვის დაწყებულ კამპანიას დაინახავს და დააფასებს. როცა საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, ჩვენი ტელევიზიები მეტ დროს დაუთმობენ ფეხბურთს.

აქ მარტივი ლოგიკაა - ტელევიზია აჩვენებს იმას, რაც ყურებადი და რეიტინგულია. აშუქებს თემას, რომელსაც ინტერესი სდევს თან. ვინ უყურებს ტელევიზიით მატჩს, რომელსაც სტადიონზე 100 მაყურებელიც კი არ ესწრება?!

2006 წელს ვიყავი ალბანეთში. მაშინ იქაური პირველობა ჯერაც სულს ღაფავდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უკვე იწერებოდა. ამ პროგრამამ მალე იხილა დღის სინათლე და შედეგიც სახეზეა.

რაც უნდა სამწუხარო იყოს, დღეს ალბანეთის ჩემპიონატი ჩვენსაზე წინაა. ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ "სკენდერბეუ" ევროპალიგის ჯგუფში თამაშობს და სულ ცოტა ხნის წინათ ლისაბონის "სპორტინგიც" წააქცია. აგერ, საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს "ფლამურტარიში".

ჩვენც ოდესმე უნდა დავიწყოთ! თუ არ დავიწყებთ, კიდევ უფრო უკან წავალთ. თანდათან, ხალხი გაიგებს, რომ:

ქართული ფეხბურთი სახელმწიფოს აინტერესებს;

ქართული ფეხბურთი გაიწმინდა;

კლუბებში ნორმალური ხელფასებია;

ქართულმა კლუბებმა ნორმალური ლეგიონერები ჩამოიყვანეს;

ქართული კლუბები ყანებში კი არა, სტადიონებზე თამაშობენ...

ეს გასაკეთებელია და თანაც - სასწრაფოდ გასაკეთებელი! მოცდა აღარ შეიძლება, თორემ დღევანდელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულს მხოლოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ან იდეალისტი თუ ჩადებს.

P.S. თვალებიდან არ ამომდის საქართველოს ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი. თამაში დაამთავრა და გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი გასახდელში შედის. დასახარჯი ემოცია უკვე დაიხარჯა. იმ ფეხბურთელმა ცარიელ ტრიბუნებს ახედა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ნეტავ გამაგებინა, რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთო?!

ვაგლახ, რომ ის ფეხბურთელი მართალი იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sanos
მეპურის გამომცხვარი პური კი ვნახეთ რაც არის და ეს წერილი კაი რამეა...
degi
დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი. არ აქვს საქართველოს შანსი რომ ქონდეს კარგი ფეხბურთი. იმხელა ფული ტრიალებს ამ ფეხბურთში რო საქართველო და ქართველი ვითომგულშემატკივარი ვერასდროს დაეწევა. ტაქსისტის შემოსავლის დონის ხელფასი აქვს დღეს საშუალო ქართველ ფეხბურთელს და კი თამაშობს ტაქსისტივით. ვეღარ გაიგეთ რომ იმედს გვაძლევენ იმიტომ რომ ვიღაცეებმა ფული აკეთონ. თან რას თხოვთ როცა სტადიონზე წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ იქნებით ნამყოფი და ისიც მესის ან გერმანიის ნაკრების სანახავად. წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფომ მისცა თითო გუნდს 20 მილიონი ლარი და მოუწყო ინფრასტრუქტურა, ანუ მინიმუმ კიდე 10 მილიონი. იყოს თუნდაც 10 გუნდი. ყველამ ეს ფული გამოიყენა მიზნობრივად და ჩამოიყვანა ფეხბურთელები და დაიწყეს ნორმალურად თამაში. მაინც თითო თამაშზე მივა მაქსიმუმ 3000 ადამიანი რომელიც იყიდის 5 ლარიან ბილეთს. ანუ შევა ბილეთებიდან 15 000 ლარი, ტელევიზია ტრანსლირებაში ფულს ვერ გადაიხდის, რეკლამა სტადიონზე ვის რად უნდა მაგრამ ვთქვათ 5 000 ლარი. სულ თამაშზე შემოსავალი 20 000 ლარი. (თანხების დათვლისას გაითვალისწინეთ რაიონებში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვბითარება) ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ან მეცენატი ეხმარება ყველა გუნდს და უფინანსებს ყველა ხარჯს ხელფასის გარდა. სტადიონის ხარჯებსაც. ანუ თითო თამაშზე თითო გუნდს სუფთად შედის 10 000 ლარი. წელიწადში იქნება 400 000 ლარი. (10 გუნდიან ჩემპიონატში კიდე უფრო ნაკლები. გუნდში მინიმუმ 20 კაცი მაინც აიღებს ხელფასს (ფეხბურთელები, მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტი) ანუ თითოს წელიწადში 20 000 ლარი. რაც საშემოსავლოს გარდა თვეში 1200 ლარია. ანუ ისევ ტაქსისტების ხელფასზე გავდივართ. მიუხედავად მინიმუმ 300 მილიონი ხარჯისა. რესურსი არ აქვს საქართველოს ფეხბურთის და ხო არიან ქვეყნები რომლებსაც არ აქვთ ფეხბურთი და ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს.. ამდენი ფული რო არ ჩავყაროთ რა ესტონეთთან სამით ნოლს ვერ წავაგებთ?.
sano
ვერ ხვდებით რომ დღეს ყველა საკითხში ჟურნალისტები აქტიურობენ?სადაა კიდევ ასე,რომელ ქვეყანაში?ამიტომაცაა საქმე ასე რომ მიდის! რით ვერ გაიგეთ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და არა ჟურნალისტმა!
ბორანა
16 გუნდი 400 ფეხბურთელი მაინცაა. გვყავს საქართველოში ამდენი ბიჭი, რომელთაც საშუალო დონის ფიზიკური მომზადება, ტექნიკა და საფეხბურთო აზროვნება აქვს? არა გვყავს და რატომ გვიკვირს რომ ხალხი სტადიონზე არ დადის?
inkognito
ამ ქვეყანაში აზრს მარტო იმათ ეკითხებიან ვინც ცნობადია მე დარწმუნებული ვარ საქართველოში ძალიან ბევრი პროფესიონალია საუბარი მაქვს მწვრთნელებზე და მენეჯერებზე მაგრამ მათ არ ჰყავთ "ახლობლები" მოიკითხეთ ეს ადამიანებიდა იპოვით აუცილებლად იპოვით
qar
მე როგორც რიგითი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ ჩემი გადასახადებით ფეხბურთი ფინანსდებოდეს და ვიღაცები ხელფასებს იღებდნენ. დავაფინანსოთ სხვა მიმართულებები. ახლა უკვე იმდენი ფული უნდა გაცოცხლებას რო ნამდვილად არ ღირს იმის ფონზე რო რაგბი რა შედეგებსაც დევს. ახალ ზელანდიაში პირველი სპორტი რაგბია, კანადაში ჰოკეი და არ არის აუცილებელი თავი ფეხბურთზე დავდოთ ჩვენ რა.
gerrard
ერთ ერთი ყველაზე ნორმალური ჟურნალისტი ხარ ალეკო. 10 ესეთი რომ გვყავდეს სპორტული ჟურნალისტების პრობლემა მოგვარებული იქნებოდა
beka
ეს არის შენი ყველაზე კაი სტატია )) მეტი სიმწვავე და შენს როლს შეიტან ქართული ფეხბურთის განვითარებაშ... ამ ვოჩინ იუ :))
mkiTxveli
ეს კი მართლა ცილისწამებაა - მხოლოდ ჟურნალისტები ეწინააღმდეგებოდენ 16გუნდიანს
vaxvax
ბათუმში სტადიონი აღარ შენდება?
bs
ახლა რომ წერთ 10 გუნდიანი ჩემპიონატი მაქსიმუმია ჩვენნაირი ქვეყნისათვისო, როცა 16 გუნდიანზე გადაყავდათ გათამაშება მაშინ არ იცოდით, რომ ეს დამღუპველი იყო? იცოდით ბატონო ჯურნალისტებო, ყველამ კარგად იცოდით, მაგრამ ზოგი ჩუმად იყავით, ზოგი მხარსაც უჭერდით. თქვენი ბრალია ფეხბურთის დამარხვა და ღირსები ხართ ამოვიღოთ თქვენი ძველი პუბლიკაციები და უკარაქოთ გა...ჭამოთ. ადმინ არ მითხრა ახლა არაკორექტულია რამეო, შენც თუ ერთერტი მათგანი არა ხარ.
georgiano
აი, ეს მესმის! ასე უნდა იწერებოდეს ანალიტიკა და არა ისე თამაშს რო კითხულობ საქართველოსად და ბერნაბეუზე რო გგონია თავი. ალეკო მადლობა!
giga
სირბილს ვერ ასწავლი ფეხბურთელს. სირბილი ნებისმიერი სპორტსმენისთვის ფუნდამენტია, როგორც განათლებაში მათემატიკა. არ შეიძლება ასე ვიწროდ უყურო. ქვეყანაში მძლეოსნობის განვითარებაში უნდა ჩაიდოს ფული. რო ყველამ ისწავლოს სირბილი. და ამის მერე ფეხბურთსაც ეყოლება მორბენალი და თან სწორად მორბენალი სპორტსმენები, კალათბურთსაც რაგბსაც და სხვებსაც.
gigas
გიგა, კაცურად მითხარი, რა მოგწონდაქეცბაიასი? თამასის სტილი თუ ფეხბურტელებისადმი მიდგომა? ქუთაისელი
giga
ალეკო კაკაურიძე ძალიან ობიექტური გახდა. ის ზუსთ აქცენტებს აკეტებს. სამწუხარო ისაა, რომ ეს ყველაფერი მან დაიწყო მას შემდეგ, რაც ქეცბაია "მოაშორა" ნაკრებს. ხსენებული ჯურნალისტი მაშინ იყო აბსოლიტურად სუბიექტური და ყველაფერი, რაც ნაკრების ცუდ თამაშს ეხებოდა, აკიდა მხოლოდ ერთ კაცს. ეს კაცი კი თემო ქეცბაია იყო.
dinamo
ფაქტია, რო ესე ვერ გაგრძელდება სოფლის პირველობაა
გუჯა კახაძე
ბ-ნო ალეკო! გაიხსენეთ, რომ ფეხბურთი არის სპორტის მოძრავი სათამაშო სახეობა და მაყურებლის მოზიდვა თუ გინდათ თქვენს ყველა სტატიაში მოითხოვეთ, რომ ქართველ ფეხბურთელებს სასწრაფოდ ასწავლონ სირბილი.
chiko
შიშველი სიმარტლე! ამასწინად ვიყავი თამასზე არ დამეზარა და 70 კაცი დავთვალე
espan
ძაან მაგარი წერილი. სარკე მოგვიტანა!
giga
ბარემ იგიც მიგეწერა ცხვარი და ლომი ერთად მოძოვენ ბალახსო
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე