ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლესტერ სიტი: "მელიების" ინგლისური სასწაული

ლესტერ სიტი: "მელიების" ინგლისური სასწაული

როგორ აღმოჩნდა "ლესტერ სიტი" პრემიერლიგის სათავეში?
პრემიერლიგა უცნაურად დაიწყო და გაგრძელდა. რაღა შორს წავიდეთ - პირველად ხდება, რომ 13 ტურის თავზე ლიდერობს გუნდი, რომელმაც მხოლოდ 28 ქულა მოაგროვა.

პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში, რომ ერთმა ფეხბურთელმა ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ლიდერი "ლესტერია", სეზონის გმირი კი - ჯეიმი ვარდი. ეს უკვე საინტერესოა. ეს უკვე სასწაულია!

რაშია "მელიების" წარმატების საიდუმლო?

შეიძლება თამამად ითქვას, რომ კლაუდიო რანიერიმ "ლესტერში" ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი. აქამდე იტალიელ სპეციალისტს ბევრი საყვედურობდა დაცვითი ფეხბურთის მიმდევრობის გამო. რანიერიმ გვიჩვენა, რომ სოლიდურ სამწვრთნელო ასაკშიც კი არ არის გვიან პრინციპების შეცვლა.

რანიერი შეიცვალა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, "ლესტერი" ყოველთვის არ იყო პრემიერლიგის ცხრილის სათავეში და მუდმივად ვერ დარჩება იქ, მაგრამ გუნდის დევიზი არსებობის მთელ ისტორიაში მუდამ შეტევა იყო.

მიმდინარე პრემიერლიგაში არცთუ ხშირია თვალსასეირო მატჩები. ამ მატჩებს გრანდებიც კი იშვიათად გვთავაზობენ. "ლესტერი" სწორედ ასეთია. გუნდი ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ სიტუაციაში უტევს.

კლაუდიო რანიერის გამორჩეული სეზონი აქვს. ის თავის საქმეს აკეთებს და ჟურნალისტებს აღარ უწყრება. აღარც თავისი გუნდის გულშემატკივრებს ლანძღავს. რანიერი, უბრალოდ, მუშაობს გუნდში, რომელმაც უკვე გადაჭრა თავისი მთავარი ამოცანა - შეინარჩუნა ადგილი პრემიერლიგაში. ახლა ეს გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება. ლიდერობაც ამის დასტურია.

"ჩელსიმ" ჩაყვინთა. "არსენალს" ერთხელაც შეეპარა ტრავმების ეპიდემია. "მანჩესტერი" საკმარისად სტაბილური ვერ არის. "სიტიც" ხშირად კოჭლობს და "ლივერპული" ახლა სწავლობს ახალ ფეხბურთს იურგენ კლოპთან ერთად.

მოცემულ სიტუაციაში "ლესტერი" ყველაზე კარგია პრემიერლიგაში და ენა არავის მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ ეს გუნდი გათამაშებას დაუმსახურებლად ლიდერობს. ფაქტია - როცა გოლიათებს სძინავთ, პატარა გუნდი ფხიზლობს.

გუნდური ატმოსფერო

"ლესტერში" იდეალური ვითარებაა. ამას ამბობენ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგები თუ ფეხბურთელები, არამედ "მელიების" მოწინააღმდეგეები და ყოვლისმცოდნე ინგლისელი ჟურნალისტებიც კი. არადა, ინგლისურ პრესას ვერაფერს გამოაპარებ.

ამის თვალსაჩინო მაგალითია "უოტფორდთან" გამართული შეხვედრა.

"ლესტერის" მოწინააღმდეგის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან რიად მაჰრეზი მიდიოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და თერთმეტმეტრიანის შესრულების პატივი ჯეიმი ვარდის დაუთმო. ამ გოლმა სეზონის აღმოჩენას საშუალება მისცა, შედეგიანი სერია გაეგრძელებინა.

ტაქტიკა

აქამდე "ლესტერში" ტაქტიკისათვის ამხელა ყურადღება არასოდეს მიუქცევიათ. გუნდი სუფთა ბრიტანულად, პრიმიტიულ სტილში უტევდა. მივიდა რანიერი და ამ საკითხის მიმართ მიდგომა შეიცვალა. იტალიელ ტაქტიკოსს ტაქტიკური ნიუანსები ძალიან უყვარს.

თავი დავანებოთ რანიერის ტაქტიკურ სქემას, ეს ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცის. კლაუდიომ, "ლესტერის" მწვრთნელთაგან პირველად, ყველა მოწინააღმდეგის თამაშის ცოცხლად ნახვა დაიწყო. თუ იგი ამას ვერ ახერხებს, მაშინ ამ საქმით მისი ასისტენტები ან სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი.

"მე კარგა ხანია, აღარ მიმუშავია პრემერლიგაში და ამ დროის განმავლობაში აქ არაერთი ცვლილება მოხდა, თუნდაც - ტაქტიკის მხრივ. მათ მე თანდათანობით ვეცნობი", - ამბობს იტალიელი.

ფაქტია - დიდ გუნდებში ნამუშევარი რანიერის ქარიზმა "ლესტერს" ძალიან უხდება. გუნდი მას მიჰყვება და ეს უცნაური ლიდერობაც ამ ნდობის შედეგია...

ორნი ძმანი...

ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი, რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი - ეს ორი ფეხბურთელი "ლესტერის" გამოკვეთილი ლიდერია. სტატისტიკაში რომ არ ჩავიძიროთ, ეს ისედაც ნათლად ჩანს.

ვარდის ამბავი სულაც სასწაულია - ის მინდვრიდან უგოლოდ არ გადის. ცოტა ხნის წინათ ინგლისის ნახევრად პროფესიონალურ ლიგებში წვალობდა, ახლა კი ინგლისის ნაკრების ფორვარდია.

ფაქტი ჯიუტია - ორივე ეს მოთამაშე კლაუდიო რანიერის ხელში გავიდა თვისობრივად ახალ დონეზე და რომ არა იტალიელი მწვრთნელი, არავინ იცის, დღეს საერთოდ დავწერდით თუ არა ინგლისელ და ალჟირელ შემტევებზე.

დანარჩენები

"ლესტერის" წარმატება მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის დამსახურება არ არის. დენი დრინკვოტერი, მარკ ოლბრაიტონი და ნგოლო კანტე რეგულარულად ბრწყინავენ. თამასას არასოდეს სწევენ დაბლა ჯოზეფ შლუპი და შინჯი ოკაზაკი.

და მაინც, "ლესტერს" ზამთარში აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება. ვფიქრობთ, კლუბის ხელმძღვანელობამ საამისოდ თანხები არ უნდა დაინანოს.

ცხენები რბოლის ფინიშზე

"ყოველთვის, როცა ცხენების რბოლას ვუყურებ, ვიცი, რომ მთავარია, რომელ ადგილზე მივა ჩემ მიერ შერჩეული ცხენი. ახლა ჩვენ ჯერ რბოლის დასაწყისში ვართ. ამიტომ პირველ ადგილს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. 28 ქულა კი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან 12-იც და მიზანი მიღწეულია - პრემიერლიგაში დარჩენა.

აი, ამის მერე სხვა მიზნებზე ვიფიქრებთ, მანამდე კი, უბრალოდ, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ", - თქვა რანიერიმ "ნიუკასლთან" 3:0 მოგებული შეხვედრის მერე.

კლაუდიო რანიერი

დაიბადა: 1951 წ. რომი (იტ)

სამწვრთნელო ტიტულები: კოპა იტალია (ფიორენტინა), იტალიის სუპერთასი (ფიორენტინა), ინტერნეტოტოს თასი (ვალენსია), კოპა დელ რეი (ვალენსია), უეფას სუპერთასი (ვალენსია).

რიად მაჰრეზი

დაიბადა: 1991 წ. სარსელი (საფრ)

პოზიცია: გარემარბი

კარიერა: 2009-10 - კიმპერი, 2010-14 - ლე ავრი, 2014-დან ლესტერი

ალჟირის ნაკრები: 22 თამაში, 4 გოლი

ჯეიმი რიჩარდ ვარდი

დაიბადა: 1987 წ. შეფილდი (ინგ)

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა: 2007-10 - სტოკსბრიჯი, 2010-11 - ჰალიფაქსი, 2011-12 - ფლიტვუდი, 2012-დან - ლესტერი

ინგლისის ნაკრები: 4 თამაში

ლესტერ სიტი

დაარსდა: 1884 წ.

სტადიონი: კინგ პაუერ სტედიუმი

ტევადობა: 32 262

ყველაზე მაღალი შედეგი: მე-2 ადგილი (1928/29)

ტიტულები: ინგლისის ლიგის თასი (3-ჯერ), ჩერითი შილდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• levan

საშუალო და დაბალი დონის გუნდებში ყოველთვის კარგი იყო რანიერი

მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა

ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში

ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა

ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია

მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ

"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა

"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება

3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს

WU17 | საქართველო 3:2 ლატვია

[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე

ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს

ლიგის თასი. III რაუნდი: "ჩელსიმ" იწვალა, "არსენალმა" და "ლივერპულმა" გაილაღეს [VIDEO]

სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია

ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

კვირა ციფრებში: გერმანელთა გამარჯვება იტალიელებზე... 21 წლის შემდეგ

იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება

მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ბაიერნის" გარეშე უფრო საინტერესოა

"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება

"თქვენ მე რონალდო გგონივართ?" - მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე

"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ

შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ

"გენიოსი ვარ!" - "ჩელსისთან" ბრწყინვალე შეცვლების გამკეთებელმა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილება ვერ დამალა

"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს