"თორნიკე ძალიან შეიცვალა, იცოდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მონასტერში ცხოვრობდა?.."

თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფიგურაა და გასაკვირი არ არის, რომ მუდამ ყურადღების ქვეშაა. ბოლო დღეებში მასზე ხშირად ვწერდით. იცით, რომ ორშაბათს ის ვარჯიშზე არ გამოცხადდა და კლუბში წერილი გაგზავნა, სადაც მიზეზად გრიპი დაასახელა. ბელგიური საიტები კი წერდნენ, რომ რეალური მიზეზი ქართველი შემტევის უკმაყოფილებაა მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოქრიაშვილი სამშაბათს "გენკის" საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა...

ლაპარაკია იმაზეც, რომ ზამთარში ჩვენებური ბელგიურ კლუბს დატოვებს. რა ხდება რეალურად? ამის გასარკვევად, ოქრიაშვილის მენეჯერ მამუკა ამიროვს დავუკავშირდით...

- ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა და ცხადია, მისი ბედი ძლიერ გვაღელვებს...

- ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. ამიტომ, მისი პერსონის მიმართ ბელგიური და ქართული მედიის ინტერესიც შემთხვევითი არ არის და ეს კარგად მესმის.

- გამოცემა Voetbalnieuws-ის ცნობით, იანვარში "გენკი" დიდ წმენდას გეგმავს და ეს ოქრიაშვილსაც შეეხება. იყო ასეთი ინფორმაციაც, თითქოს "გენკის" სპორტული დირექტორი ფეხბურთელსა და მის მენეჯერს, ანუ თქვენ შეგხვდებათ და კლუბიდან მისი გაშვების ამბავს გაცნობებთ...

- ოქრიაშვილი იანვარში რომ გუნდს დატოვებს, ეს მეც შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგრამ ტყუილია, თითქოს მას "გენკიდან" უშვებენ, არა - ეს თავად თორნიკეს სურვილია. მას "გენკში" დარჩენა აღარ უნდა. დიდი ალბათობაა, რომ სხვა გუნდში ახალ წლამდეც კი გადავიდეს.

- ანუ, შესაძლოა, "გენკის" ვარჯიში მართლაც უკმაყოფილების გამო გააცდინა?

- არა, ეს ტყუილია. თორნიკე ნამდვილად გაციებული იყო და ვერ ივარჯიშებდა. საერთოდ, რომ იცოდეთ, მასზე გავრცელებული ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი ჭორია. ავადმყოფობის გამო სამსახური არ გაგიცდენიათ? მე ის მიკვირს, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტები სასკანდალო რატომ ხდება? გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა...

- Voetbalnieuws იმასაც წერს, ქართველი "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ძალიან ცოტა საინტერესო რამ შემოგვთავაზაო...

- კიდევ ერთხელ ვამბობ: გუნდიდან წასვლა თავად თორნიკეს სურვილია. ის უკმაყოფილოა მწვრთნელის დამოკიდებულებით, რადგან ძირითადში არ ათამაშებს. არადა, ის რომ სასარგებლო მოთამაშეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უნდობლობას კი ნებისმიერი მოთამაშე გაურბის.

თორნიკე არც უთავმოყვარეო ფეხბურთელია, მხოლოდ ხელფასის აღებით რომ დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, ის სათამაშო პოზიციითაც უკმაყოფილოა. მას "გენკში" სულ ფლანგზე ათამაშებენ, არადა, ცენტრში გაცილებით სასარგებლოა. მერე უკვირთ, ორზე მეტი გოლი რომ ვერ გაიტანაო?!

- "გენკის" შემდეგ რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ?

- შესაძლოა, უკეთეს ჩემპიონატში და, შესაბამისად, უკეთეს გუნდშიც გადავიდეს. რამდენიმე წინადადება აქვს და დიდი ალბათობით, ევროპაში დარჩება. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას. მხოლოდ ერთი მათგანი შემიძლია გაგიმხილოთ - "ვერდერი" ისევ არის დაინტერესებული. მაგრამ ეს 100-პროცენტიანი ვარიანტი არ არის, გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება გრძელდება და ვმუშაობთ...

რეალურია მეორე ვარიანტიც და შესაძლოა, ბელგიის სხვა გუნდში გადავიდეს... მთავარია მაინც არა ლიგა და გუნდის სახელი, არამედ, თავად თორნიკეს სურვილი - წავიდეს იქ, სადაც მწვრთნელი იქნება მისი მისვლით დაინტერესებული, ნდობას გამოუცხადებს და მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებს...

ძალიან გაბუქებულია, თითქოს თორნიკე რეჟიმის დამრღვევია. დამიჯერეთ, ბოლო ერთი წელიწადია, ის ძალიან შეიცვალა. იცოდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერში ცხოვრობდა?.. მან ვარჯიშებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება, უფრო გულიანადაც ვარჯიშობს... ეს მე ძალიან მახარებს.

ბელგიაში პირველი წრის დასრულებამდე ცოტაღა დარჩა. 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ოქრიაშვილი სხვა გუნდში წავა და მჯერა, მერე ყველა სულ სხვა თორნიკეს ნახავთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
აუუუუ რა ცუდადაა ქართული ფეხბურთის საქმე ოქრიაშვილი ქართული ფეხბურთის მარადონა ყოფილა და როგორ შეიძლება ფეხბურთელის კრიტიკა თურმე ყიფოს აკრიტიკებდენ გუცაევს გაბელიას და დარასელიას დრო იყო და დავიჯერო ეს ფეხბურთელი ამ ხალხის მესამედი ფეხბურთელი არის კიდე ვიმეორებ ფეხბურთელი და არა პიროვნება.მე მგონი არა ხოდა კრიტიკაც მიიღეთ წესების ფარგლებში როგორც საჭიროა მისმა თაყვანისმცემლებმა როგორც ეს სპორტს და ფეხბურთს ეკადრება და არა ქუჩას და ძველბიჭობას ეს სულ სხვადასხვა მცნებებია და არ შეიძლება აზრების ჭიდილში ერთმანეთს შეურაწყოფა აყენოთ ეგ ძალიან ცუდია და ძალიან უკან ხევს ისედაც გავერანებულ ჩვენ ფეხბურთს.
jaba
ყელაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია,გავუფრთხილდეთ ამ ბიჭს,მეორე გვყავს ეგეთი? ყველა ნიჭიერი თავისებურია.არც ჩემი ახლობელია და არაფერი,მაგრამ არ მსიამოვნებს ამდენ ბოღმა და ვირთხა ხალხის კომენტარს რომ ვკითხულობ.ღმერთმა ბევრი ასეთი ბიჭი მისცეს ქართულ ფეხბურთს.
მეგობარი.
ამ ბიჭს რომ ვუყურებ არასერიოზული გამომეტყველება აქვს, არაპროფესიულად უდგება მოცემულ შანსს.–––ქინქლაძის მაგალითი არ კმარა? გენკი ტყუილად ყრის ფულს და მერე არ ათამაშებს? მენეჯერი ცრუობს შემოთავაზებებზე და იმაზე რომ სხვა ფეხბურთელს იხილავთო. საეჭვოა ამისაგან რაიმე დადგეს...
ჩორნა
კაია ასე რო დაინტერესდი ჩემს კომენტარზე, ბევრმა ბევრი რამ გაიგო ჩვენი საუბრიდან გამომდინარე,მარა დანარჩენის რა გითხრა ავადMყოფად მომნათლე და ეჭვიანად :Dმაგრამ, არაუშავს ეგ არაფერი შენ კარგად იყავი.უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება კრიტიკას როცა იმსახურებენ მაშინ გავაკრიტიკოთ,მეტი არაფერი..კიდევ თუ გენკის თამაშებს უყურებთ: ახალმა მწრტვნელმა შანსი ანუ თუ არ ათამაშა ერთი ტაიმი მაინც თორნიკე სატადარიგოზე ლექსს ვერ დაუწერს მოედანზე გამიშვიო ესეც ფაქტია:D
ბელი
ჩორნა -"ვერ დამაჯერებს ესეთი რაგაცეების დამწერი რო ოქრის კაი გოუხარდება". არ მინდიდა მეთქვა, მაგრამ.... მაგარი ეჭვიანი ხარ ჩორნა. ეს კი ავადმყოფობაა, რომელიც არ იკურნება. მე მოვრჩი. ოქრიკას კი წარმატებას უსურვებ, რაშიც, ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებულიც ვარ. იმიტომ, რომ ის ტალანტია. მჯერა, ის მალე დაღვინდება."გოუხარდება" მას და "გემეხარდება" მე და "გეგეხარდება" შენც....
ბაზარა
ჩორნა მართალია, ჩემი დედა "გეფიცები". რა ფეხბურთი ტო. ტქვენ ხომ არ გაუბერეთ. ჯერ ცოლი და შვილი, მერე ფეხბურთი ტო!!! თუ საჭირო გახდა და შეიტყო, რომ ცოლს ან შვილს რაიმე უჭირს, პირველი ტაიმის შემდეგაც შეიძლება წავიდეს მათთან ან თამაშიდანაც ეგრევე. რა არის აქ გაუგებარი, ....
ჩორნა
ბეილ გასაგებია მაგრამ მაგაზე არ მაქვს საუბარი მაგ:,,ეტყობა ბურთების მზიდველი სჭირდებათ ვერდერში,, ეს უკვე ცინიზმია. იმედია ეხლა მაინც მიხვდები რა დავწერე. და ოჯახური პრობლემის გამო როცა მეუგლეს ჯამტელობას ეხება და 3 დგის შვილი ყავს მგონი უნდა მიხვდეს ზოგზოგიერთებმა რომ მაგ დროს უნდა შეცყვიტოს კრიტიკა ქვეყნის მოგალატედ შერაცხეს ტიპი და ,,დისციპლინაო,, იყო ნახსენები,,ეს კრიტიკა არ დაეხმარება მას, და ვერ დამაჯერებს ესეთი რაგაცეების დამწერი რო ოქრის კაი გოუხარდება.
gaga
gizog-ს. აბსოლიტურად გიერთდები სურვილებში, მაგრამ ხანდახან კრიტიკაც აუცილებელია, თუ ფეხბურთელმა რაღაც ისე ვერ გააკეთა. თუნდაც შოტლანდიასთან თამაშში შეცვლისას, მის მიერ ცხადაძის მისამართით წარმოთქმული "ეპიტეტები" იკმარებდა. ასე არ შეიძლება ჯიგარ, თორე, ისე რა!!! ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ, მართლაც ტალანტს. ვინმეს რაიმე თუ შეშურდეს, იმის DDDD შშშშ VჩჩჩIIჩვენდატავად. ყველაზე "კარგი" კეთილმოსურნე შენ გამოდიხარ, როცა არ მიუთითებ იმაზე, რაც არ მგწონს მასში.
ბელი
ჩორნა-ს ანუ ტიპიურ პოსსაბჭოტა აზროვნების ღრუზინს. მაგ ლექცია შენი სექტის მიმდევრებს წაუკითხე, აჯობებს. ოქრიკაზე თუ კრიტიკულს წერენ, ეს უპირველესად მის მიმართ ხალხის ინტერესზე მიუთიტებს და ყველას უნდა, რომ ეს ბიჭი არ დაიკარგოს და გამოადგეს, როგორც სკუთარ თავს და ოჯახს, ისე თვითოეულ ქართველს. ის არის ტალანტი და იმიტომ შეგვტკივა გული. ის არ არის რიგითი ფეხბურტელი. ოქრიკას რომ რაღაც პრობლემები აქვს, ცალსახაა. აკი ცხადაძემაც გვამცნო, თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ეს ბიჭი ფეხბურთისათვის დაიკარგოსო. ესაა და ეს. შენ კი აქ, რაღაც უაზრო შედარებებს აკეთებ. გეტყობა ზადნით შედიხარ ჩეჩმაში.
zura
ტალანტი აქვს, მაგრამ მართლა არაა პროფესიონალი რა.. და ზუსტად მაგიტომ ვერ აღწევს ვერაფერს,, აბა ამის გაქანების და ტალანტის მქონე ადამიანი ისე მოინდომებდა, რომ ტოპ ლიგაში მინიმუმ ითამაშება,, კაით რააა,,,,,
gocha
რა ჩაიდინა უდისციპლინობა რა გააჭირეთ საქმე, ბევრი გყვავს ოქრისნაირი ფეხბურთელი.
joka
ოქრი დაანებე ფეხბურთს თავი ბირჟაზე გადმოდი
joka
ოქრი დაანებე ფეხბურთს თავი ბირჟაზე გადმოდი
მწარე
კი მართლაია ,,სხვა ოქრიასვილ ნახავთ'' ოღონდ წირითადთად ვარჯიშიც რომ მოენატრება ეგეთს :(, ეგეთი უდისწიპლინი ფეხბურთელი გერმანიასი დუბლების თადარიგში დაბერდება..
ჩორნა
დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე რო ღირს თუ არა თქვენთვის ამის თქმა, არ ღირს მაგრამ მაინც გეთყვით იმიტო რომ,საკუთარი თავი მინდა დაინახოთ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს ,,დისციპლინებული საზოგადოება,, დილით აბაზანაში სახეს რო იბანს სარკესთან ზურგით დგას უკუღმა, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენიხართ.. რომელი ხართ ამ ბიჭზე უკეთესი?! სარკეში სწორად ჩაიხედეთ ჯერ,მერე თქვენ რო იცით გააკრიტიკეთ თქვენი თავი ,,დისციპლინის შესაბამისად,, და ბოლოს რომელიც წახვალთ თქვენს საქმეზე კარგი განწყობით და შემართებით ისე რომ პროგრესი განიცადოთ გამაგებინეთ. და კიდევ ვინც ცოლის და შვილის წინ სამსახურს დააყენებს იმ დისციპლინაში გაგიმარჯოთ..
gizog
თოკო, უკვე დროა გააჩუმო შენი ასე მაგრათ ''კეთილისმსურველები". შენი ნამდვილი გულშემატკივარი მარტო ბელარუსიის და ირლანდიის გოლებისთვის არ გაგიმეტებს ასეთი შეფასებებისთვის. თოკო ვინც გიცნობთ, ყველამ ვიცით შენი ჟილკიანობის ამბავი და ყოველ დღე ველოდებით შენს დიდ ფეხბურთს. გაიხარე და იდღეგრძელე შენს ოჯახთან ერთად.
z.777
არვიცი კითხულობს თუ არა ამას ოქრი,მაგრამ მინდა იცოდეს, რომ მე პირადად და ბევრ ქართველს მისი სჯერა!!!ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ ქართველ ფეხბურთელთა შორის.წარმატებები!!!!
ნიკოლოზ
რას იბოღმებით,გაუმარჯოს ოქრის!
ლ.გ.
ამის პროფესიონალობა არ გაიშვა ხელიდან! რამოდენიმე კვირის წინ ღამის 3 საათზე მთვრალი დადიოდა ჰოლანდიაში... ჭორების 70% სიმართლეა სამწუხაროდ
roma
მენტალიტეტი და კაცობა არაფერ შუაშია,ოქრიაშვილს .... აქვს და ის სიბრალულს იმსახურებს,კაგად დააკვირდით მის ქცევებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
georgiano
იმედია პროფესიონალურად მიუდგება თავის პროფესიას, პოტენციალი უდიდესი გააჩნია. წარმატებები!
domenti
ხო გენკს არ უნდა გაშვება და იმიტომ არ ათამაშებს)))) უკეთესი კლუბი არა ტაშაღლარი... ტიპი ზარმაცია და არაპროფესიონალი,ნიჭს გამოყენება უნდა!დღეს შენი ნიჭი შრომის გარეშე არაფერია!შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება თუნდაც ნიჭის გარეშე,აგერ ლივერპულის ფრანგი მცველი მამადუ საკო მაგაზე უნიჭო ფეხბურთელი არ მახსენდება მაგრამ შრომით ლივერპულში ჩაირიცხა და საფრანგეთის ნაკრებშიც თამაშობს! ჟურნალისტების ბრალიც არის ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჯერ არაფრისთვის რომ არ მიუღწევიათ აქებენ და ადიდებენ!!!
კოჭლა
არა მგონია მაგისგან რამე გამოვიდეს, მაგას მენტალობაში გაჭედვა აქვს.
nika
მწარე-ს გეთანხმები 100 % მაგარი უდისციპლინოა! ეს ამოყოფს თავს გორის დილაში ! :D
j......
ერთი სიტყვით გუნდი სადაც ქართველი ფეხბურთელი მოხვდება სერიოზულად არც უნდა აღიქვა. სირცხვილია უკვე ამ თარსების ყურება. რა ჯანდაბა გჭირთ საწურისები ხომ არ გახდით. რატომ არცხვენთ ქართველი მამაკაცის სახელს. კაცს თუ მართლა თავმოყვარეობა აქვს როგორ უნდა შეეგუო იმას რომ თუნდაც ვიღაც გერმანელმა ან რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნებისა და ფერისაც არ უნდა იყოს, ნებისმიერმა მამაკაცმა ისე დაგჩაგროს და გაგაბითუროს როგორც ამას უკეთებენ ჩვენს ვაი ფეხბურთელებს და პატარა ჟღვინტლიანი ბავშვივით სულ იძახოთ იმათ სხვა პირობები აქვთო. პირობები რა შუაშია კაცობაა მთავარი, თავმოყვარეობა, ქვეყნის არშერცხვენა და ა.შ. გამგები გაიგებს.
მწარე
ეტყობა ბურთების მზიდველი სჭირდებათ ვერდერში, ესეთი უდისწიპლინო ფეხბურთელი, ერთი კვირა ვერ გაუძლებს გერმანულ გრაფიკს..
ika
ხო ნუ ვერდერს მაგარი დარხეული აქვს
გამოიცანით - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
თორნიკე ოქრიაშვილი: დავჭკვიანდი! რაც ცუდი იყო, წარსულში დავტოვე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
თორნიკე ოქრიაშვილი თურქეთშია, "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკება მთავრდება
თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ოქრიაშვილის მენეჯერი: ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ვლაპარაკობთ