ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რიო 2016: საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჯერჯერობით 14 ლიცენზიას ფლობს

რიო 2016: საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჯერჯერობით 14 ლიცენზიას ფლობს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უკვე 14 ლიცენზია აქვს. მათი რაოდენობით მოჭიდავეები ლიდერობენ - 4 საგზური, რომლებსაც 3-3 ანალოგიური მიღწევით კვალში მშვილდოსნები და ძალოსნები უდგანან. შემდეგ 2 ლიცენზიით ტანვარჯიშის სახეობები მოდიან, სიას კი თითოსაგზურიანი ტყვიის მსროლელები და მძლეოსნები ამთავრებენ.

აქვე მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ სპორტის სახეობათა უმეტესობაში ლიცენზიას იღებს არა პირადად ის სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა კონკრეტულ სალიცენზიო სტატუსის მქონე შეჯიბრებაში, არამედ ეროვნული ფედერაცია. მას კი შეუძლია ოლიმპიადაზე შეცვალოს ის ათლეტი და მის ნაცვლად სხვა წაიყვანოს, იმ კონკრეტულ მომენტში თუ სჯობია ლიდერს. თუმცა ჩვენს პირობებში ეს იმდენად სპეციფიკური მომენტია, მსგავსი პრეცედენტი ძალზე იშვიათად ხდება. მაგალითად, ასე იყო პეკინის ოლიმპიადაზე, როცა ძიუდოში 81 კილოგრამში საგზური გიორგი ბაინდურაშვილმა მოიპოვა, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ ოლიმპიადაზე საბა გავაშელიშვილი წაიყვანა. ოღონდ კიდევ ვიმეორებთ - ეს ძალზე იშვიათად ხდება.

თუმცა არის სახეობები, სადაც ლიცენზია სახელობითია და იქ აუცილებლად ის სპორტსმენი უნდა წაიყვანო, ვინც საგზური მოიპოვა. მისი შეცვლა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია ან დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

საინტერესო ვითარებაა ძიუდოში, სადაც ადრე შეცვლა თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ უკვე მესამე ოლიმპიური ციკლია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გარკვეული ზღვარი დააწესა - საერთაშორისო რეიტინგში შემცვლელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს სალიცენზიო ზონაში, ანუ 22 კაცში, თორემ ისე ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება არ ეძლევა. ოღონდ ყველა სახეობაში არაა მსგავსი შეზღუდვა.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სახეობებში ლიცენზია სახელობითი მხოლოდ მძლეოსნობაშია, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საგზური მარათონში მოვიპოვეთ - ეს მიუნხენში გამართულ ტურნირზე დავით ხარაზიშვილმა შეძლო და გაისად რიო დე ჟანეიროშიც ის იასპარეზებს. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია მას ვერ შეცვლის. აი, სხვა ჩამოთვლილ სახეობათა ფედერაციები კი ასე შეზღუდულნი არ არიან.

და მაინც - ნუ ვიჩქარებთ მოვლენათა დასწრებას, დაველოდოთ ფედერაციათა გადაწყვეტილებებს და მხოლოდ ის ათლეტები დავასახელოთ, რომლებმაც მოიპოვეს ეს საგზურები:

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

2. ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა)

3. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)

4. იულია ლობჟანიძე (მშვილდოსნობა)

5. დავით ხარაზიშვილი (მძლეოსნობა)

6. სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში)

7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

8. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

9. სანდრო ამინაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

10. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

11. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით ძალოსნებზე, რადგან იქ ლიცენზიები განსხვავებული პრინციპით გაიცემა - ყველა მონაწილის მიერ შესაბამისი ადგილის დაკავებისთვის მინიჭებული ქულები ჯამდება და ასე გამოდის გუნდური რეიტინგი. აი, სწორედ ამის მიხედვით გაიცემა საგზურები, ანუ გუნდის თითქმის ყველა წევრს (ვინც კი 25 საუკეთესოს შორის ხვდება) შეაქვს თავისი წვლილი, თუმცა ჯერ კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებთ. მხოლოდ იმაზე შეიძლება ლაპარაკი, ვინ უფრო დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, ანუ ვინ შემატა გუნდს უფრო მეტი ქულა.

ჩამოთვლილთაგან ნაკლებად სავარაუდოა, საოლიმპიადოდ რომელიმე მონაწილე შეიცვალოს, რადგან ამ სახეობებში კონკურენცია თითქმის არაა - ესაა ჩვენი ნაღები, რომლებსაც "მზის ქვეშ ადგილს" ვერავინ ეცილება. გამონაკლისი ჭიდაობაა, თუმცა იქაც ეს ლიდერები სხვებისგან გამოირჩევიან და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომელიმემ დაკარგოს ადგილი ოლიმპიურ ნაკრებში.

ლიცენზიების ქრონოლოგია და სალუქვაძის რეკორდები

ტრადიციულად, ჩვენი პირველი ლიცენზიანტი ტყვიის მსროლელი, მოქმედ ქართველ სპორტსმენთა შორის ყველაზე ტიტულოვანი - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გახდა, ვისთვისაც ეს მერვე ოლიმპიადა იქნება.

სალუქვაძე, ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ, საქართველოში კარგა ხანია, რეკორდსმენია, თუმცა ის ერთადერთი ქართველი სპორტსმენიცაა, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოუპოვებია.

თუმცა სალუქვაძე რეკორდსმენია არა მხოლოდ საქართველოში - მან 19-ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, 9-ჯერ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი და საგრძნობლად უსწრებს მეორეზე მყოფ 6-6-თასიან ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაო ლუნასა (ოღონდ ამან უკვე დაანება თავი სპორტს) და სერბთა მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს; ტყვიის სროლაში ქალებში მსოფლიოს მასშტაბით მასსავით მერვე ოლიმპიადაზე მხოლოდ სეკარიჩი იასპარეზებს, ხოლო თუ საერთოდ სროლის ყველა დისციპლინას გადავხედავთ, ამ დუეტს მარტო ლატვიელი ოლიმპიური ჩემპიონი აფანას კუზმინსი უსწრებს 9 თამაშით...

კუზმინსი ახლაც ისვრის და მეათე ოლიმპიადისთვის იბრძვის, რითაც რეკორდსმენებს გაუთანაბრდება (ოღონდ ეს მაჩვენებელი - ოლიმპიადებში მონაწილეობა მკვლევარებისთვის ჯერ კიდევ საკამათოა გასული საუკუნის დასაწყისის ორიოდე მონაწილის არასრული ბიოგრაფიის გამო), თუმცა კუზმინსმა ერთხელ ეგრეთ წოდებული ველური ბარათი მიიღო, სეკარიჩს კი ლონდონის ოლიმპიადაზე სერბეთის ფედერაციამ უფეშქაშა სხვისი საგზური (აი, სწორედ მათ აამოქმედეს ის წესი, როცა ეროვნულ ფედერაციას შეუძლია ლიცენზიის მომპოვებლის შეცვლა), ხოლო სალუქვაძემ რვავე შემთხვევაში თავისით მოიპოვა საგზური.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კუზმინსკიც და სეკარიჩიც თითოჯერ პოლიტიკას შეეწირნენ - გამოტოვეს ლოს ანჟელესის ოლიმპიადა 1984 წელს, როცა პოსტ-სოციალისტურმა ქვეყნებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ზეწოლით საპასუხო ბოიკოტი გამოუცხადეს ამ თამაშებს, რადგან 4 წლით ადრე მოსკოვში არც კაპიტალისტური ქვეყნების ნაწილი ჩავიდა.

სალუქვაძეს წლეულს უჩვეულოდ გაუჭირდა საგზურის მოპოვება და ეს მხოლოდ სეზონის ერთ-ერთ ბოლო სალიცენზიო ტურნირში, ივლისში, სლოვენიურ მარიბორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, სადაც მეოთხეზე გავიდა.

წლეულს ამ სახეობაში ლიცენზიები უკვე აღარ გაიცემა, გაისად კი ერთადერთი შანსი რჩება - ისევ ევროპის ჩემპიონატი, ოღონდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელსაც თებერვალში უნგრული გიორი უმასპინძლებს. ჯერჯერობით გარკვეული შანსი რჩება, რომ იქ საგზური სალუქვაძის შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვოს, დედა-შვილის ოლიმპიადაზე გამოსვლა კი ჩვენთვის უპრეცედენტო ფაქტი იქნება.

გიორში ლიცენზიისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდა - ლიზი კილაძეც იბრძოლებს.

მშვილდოსანთა პროგრესი

სალუქვაძეს მშვილდოსანი ქალები მიჰყვნენ, რომლებმაც გუნდური ლიცენზია მოიპოვეს, ანუ სამმა მონაწილემ გაინაღდა გამოსვლა ბრაზილიაში.

მათ წლეულს მშვენიერი სეზონი აქვთ - თავიდან იყო ვერცხლის მედლები ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე პირად-გუნდურში, მერე გამარჯვება ევროპის თასზე და მედალი შერეულ წყვილებში, თუმცა მათგან ივნისში, ბაქოში ევროპულ თამაშებზე მედალს მაინც არავინ ელოდა. არადა, სწორედ ისინი გახდნენ ჩვენი პირველი მედალოსნები, როცა ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე შერეულ წყვილებში ფინალში გავიდნენ და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდნენ.

თუმცა მათ წინ თურმე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ელოდათ - იმ შეჯიბრებიდან ორ თვეში, აგვისტოში კოპენჰაგენში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიის დამარცხებით მოიპოვეს ბრაზილიის საგზური. გუნდის შემადგენლობაში ნარიმანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა და ლობჟანიძე შედიოდნენ. ესეც პირველი შემთხვევაა, როცა ამ სახეობაში გუნდურში მოვიპოვეთ ლიცენზია. ჩვენები თამაშებში ადრეც გამოსულან სამკაციანი გუნდით, თუმცა მაშინ მათ საგზურები პირად პირველობებში მოიპოვეს, გუნდურში კი პირველად შეძლეს ეს, რაც უშუალოდ ოლიმპიადაზე პირადთან ერთად გუნდურ ტურნირში გამოსვლის გარანტიაცაა.

ახლა ამ ფედერაციის წინაშე მორიგი სადებიუტო ამოცანა დგას - ვაჟებშიც მოიპოვოს ლიცენზია, რისთვისაც მათ ასევე ერთი შანსი აქვთ.

მოჭიდავეები, ფაჟავა და სხვები

მშვილდოსანთა შემდეგ მოჭიდავეების ჯერი დადგა, ოღონდ "ბერძენ-რომაელებმა" მწარედ გაგვაწბილეს, ხასიათი კი "თავისუფლებმა" გამოგვიკეთეს, რომლებმაც 6-დან 4 ლიცენზია დაისაკუთრეს. ძალიან დიდი შანსია, მათ იმ ორშიც მოიპოვონ საგზური და რიო დე ჟანეიროში სრული გუნდით წავიდნენ. თან ეს არ იქნება სტატისტთა ექვსეული, არამედ მედლის მოპოვების და თვით ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატებიც.

ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში.

სალომე ფაჟავაც ერთ-ერთი პირველი ლიცენზიანტი გახდა, რაც არ ყოფილა მოულოდნელი - მან ხომ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაო მოიპოვა. იქ თავად გავხდი მომსწრე, ამ ნიჭიერმა გოგომ როგორ მოხიბლა იმხელა ტანვარჯიშის სასახლე და ისეთი ცეცხლი დაანთო, პირველივე ჰანგებიდან მქუხარე ოვაცია მოსწყვიტა დარბაზს, რაც გამოსვლის დასრულების შემდეგაც დიდხანს გრძელდებოდა.

ფაჟავა არც ოლიმპიადაზე შეირცხვენს თავს, თუმცა ტანვარჯიში იმ სახეობებში შედის, სადაც მსაჯზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

ტანვარჯიშის შემდეგ ხარაზიშვილმა გაგვახარა, რასაც ძალოსანთა მაღლა აწეული შტანგა მოჰყვა, ოლიმპიურ გუნდს კი ყველაზე ბოლოს გამოცდილი ბატუტისტი და წინა ოლიმპიადების მონაწილე ლუბა გოლოვინა შეუერთდა.

წერილში არსად გვიხსენებია ძიუდოისტები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთან სალიცენზიო შეჯიბრებები მაისში მთავრდება და ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა საერთაშორისო რეიტინგიდან გამომდინარე, ვაჟებში 7-დან 5 წონაში გარანტირებული გვაქვს ლიცენზია.

სალიცენზიო შეჯიბრებები გაისად მაისის ბოლოს მთავრდება და, იმედია, ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა კიდევ გაიზრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა

რიო 2016: დავით ხარაზიშვილმა მარათონი 72-ე ადგილზე დაასრულა

ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე

ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ

საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!

ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...

რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება

ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება

რიო 2016: ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო

სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა

24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა

53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი

საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება

ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს

მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი

თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...

სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]

ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება

ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე

სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!

ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა

რიო 2016: ქართველი სპორტსმენების განრიგი 21 აგვისტოს

სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!